უეინ რუნიმ "საუთჰემპტონთან" ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა
"არსენალმა" და "ლივერპულმა" გულშემატკივარს დაუვიწყარი შეხვედრა შესთავაზეს. "მეთოფეთა" კარში პირველი ბურთი უცნაურ ვითარებაში გავიდა.
ჯერ ბაკარი სანიას მოუცურდა ფეხი, გლენ ჯონსონმა ამით ისარგებლა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, რომელსაც ტომას ვერმალენმა ფეხი ააცილა. ბურთი ამჯერად დენიელ სტარიჯს მიუვიდა. მისი დარტყმა ვოიცეხ შჩესნიმ აარონ რემსისკენ მოიგერია.
უელსელმა ბურთი ნორმალურად ვერ გამოიტანა და ლუის სუარესს მიუგორა. ურუგვაელმა კი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გაიტანა.
მოკლედ, დიდი გაუგებარი სიტუაცია იყო. მეორე ბურთი მასპინძელთა კარში ისევ დაცვის შეცდომას მოჰყვა. ანდრე სანტოსმა ჯორდან ჰენდერსონთან ფიზიკური ორთაბრძოლა წააგო. მას თანაგუნდელები კი წამოეხმარნენ, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველმა მაინც მოახერხა ცარიელ კარში დარტყმა.
"არსენალმა" სამ წუთში მოახერხა სტატუს-კვოს აღდგენა, თუმცა დიდი მცდელობების მიუხედავად, მეტისთვის ძალა აღარ შერჩა.
არსენალი - ლივერპული 2:2
თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელებმა თავიანთი გუნდები შეაფასეს.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "დღეს ნამდვილად ამაყი ვარ. "არსენალს" ამ სეზონში ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და მაშინ შედეგი არადამაკმაყოფილებელი იყო. დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი ტესტი იყო ჩვენი პროგრესის შესაფასებლად.
შეგვეძლო და, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, დავამტკიცეთ, რომ მორალური თვალსაზრისით, მყარად ვგავართ ფეხზე და არც ოსტატობა გვაკლია.
2:0-ის შენარჩუნება სათანადოდ დიდხანს ვერ შევძელით. როცა გაგვიჭირდა, გადავწყვიტე, მარცხენა ფრთაზე ხოსე ენრიკე შემეშვა, თუმცა მან ბუცების ჩაცმაც კი ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მივიღეთ ორი გოლი.
არ გამკვირვებია, რომ "არსენალმა" ასე იოლად მოახერხა გათანაბრება, რადგან ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. მართალია, სეზონის ლიდერებთან მოგებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ამის გამო დიდად არ ვნერვიულობ. იმედია, გულშემატკივრები ხედავენ იმას, რასაც მე, რომ გუნდი სულ უფრო იკრებს ძალას.
მომავალ უქმეებზე შეგვიძლია "მანჩესტერ სიტი" დავამარცხოთ და თუკი მოვახერხეთ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით".
არსენ ვენგერი (არსენალი): "საოცარი სანახაობა იყო. გულწრფელად გეტყვით, ეს მატჩი შეიძლებოდა მოგვეგო, მაგრამ ისიც არ იყო გამორიცხული, რომ 3-4 ბურთის სხვაობით წაგვეგო.
ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, რომელთა უმეტესობა გავანიავეთ. დაცვაში კი სტაბილურად ცუდად ვთამაშობდით. გოლები ჩვენს კარში უკანა ხაზის მოთამაშეთა ნერვიულობის დამსახურება იყო. ვვარგოდით მხოლოდ შეტევაში.
პრინციპული საშინაო თამაშის წინ გუნდს მუხლების კანკალი ეწყება და ამ უარყოფითი ფსიქოლოგიური ფაქტორის დამარცხება უნდა ვისწავლოთ. უბრალოდ, ფეხბურთზე უნდა ვიფიქროთ.
მაინც მჯერა, რომ "არსენალს" ბევრი რამ შეუძლია, თუკი წინა წარუმატებლობებს სამუდამოდ ამოიგდებს თავიდან".
ბომბარდირები
18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
17 - ლუის სუარესი (ლივერპული)
14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
ასისტენტები
9 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ხუან მატა (ჩელსი)
8 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი), დემიენ დაფი (ფულჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი)
გოლი+პასი
24 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 18+6
20 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 17+3
18 - თეო უოლკოტი (არსენალი) 11+7, ხუან მატა (ჩელსი) - 9+9
16 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+7, ლუკას პოდოლსკი (არსენალი) - 7+9
14 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 13+1, დემბა ბა (ნიუკასლი) - 14+0, სანტი კასორლა (არსენალი) - 8+6, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+7, სტივენ ჯერარდი (ლივერპული) - 6+8
გაფრთხილებები
8 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი)
7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), ლუის სუარესი (ლივერპული), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაიკ უილიამსონი (ნიუკასლი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
4. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
240 მატჩი
165 მოგება
75 ფრე
121 მშრალად შენახული კარი
23 უგოლო მატჩი
684 გოლი
6 ჰეთ თრიკი
41 პენალტი
21 ჯარიმა
126 თავით
496 ფეხით (+სხვა)
2.85 საშუალო შედეგიანობა
32 ავტოგოლი
482 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
315 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
732 ყვითელი ბარათი
29 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
21 გაძევება წითელი ბარათით
ტურის მწვრთნელი
"რედინგის" 51 წლის მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი ერთი პირობა გათავისუფლების კანდიდატადაც სახელდებოდა პრესის მიერ, მაგრამ "არისტოკრატთა" მესაკუთრე ანატოლი ზინგარევიჩმა არ იჩქარა.
ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ რუს მილიარდერს მოთმინება დაუფასდა კიდეც. "რედინგი" უკვე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა ყველასთვის. ეს იმის გათვალისწინებით, რომ მას 24-იდან 19 ტური გასავარდნ ზონაში აქვს გატარებული.
"ჩელსის" ბოლო წუთებზე მოდუნება ძალიან ძვირი დაუჯდა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა "ლურჯებს", ჟარგონით რომ ვთქვათ, "თამაში გაუკეთეს". ჰოუპ აკპანის ორ გადაცემას ადამ ლე ფონდრეს დუბლი და ქულა მოჰყვა ბერკშირელების კალათაში.
რედინგი - ჩელსი 2:2
ცხადია, მაკდერმოტის როლის გადაფასება ამ შემთხვევაში შეუძლებელია.
"ჩამორჩენის მიუხედავად, ვცდილობდით, თამაშიდან არ გამოვთიშულიყავით და მოგვენახა გზა, რათა გარდატეხა შეგვეტანა შეხვედრაში. გამოსავალი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მონახეს.
დღეს ნამდვილად მაქვს საფუძველი, რათა ჩემი გუნდით ვიამაყო," - განაცხადა მაკდერმოტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ტურის გმირი
"მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში თამაშების 1/3 ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
"საუთჰემპტონთან" დაპირისპირებაში "ეშმაკებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს თამაში, რომელშიც ანგარიში მეტოქემ გახსნა. შემობრუნებაში უმთავრესი როლი სწორედ რუნიმ ითამაშა.
მანჩესტერ იუნაიტედი - საუთჰემპტონი 2:1
დუბლის გაფორმების შემდეგაც ფორვარდს "წმინდანების" უკანახაზელები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდა.
"იუნაიტედის" ლიდერმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა.
მომდევნო ტური
2 თებერვალი
ქუინზ პარკი-ნორვიჩი 16:45
არსენალი-სტოკი 19:00
ევერტონი-ასტონ ვილა 19:00
ნიუკასლი-ჩელსი 19:00
რედინგი-სანდერლენდი 19:00
ვესტ ჰემი-სუონსი 19:00
უიგანი-საუთჰემპტონი 19:00
ფულჰემი-იუნაიტედი 21:30
3 თებერვალი
ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 17:30
სიტი-ლივერპული 20:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!