თავდაცვის სამინისტროს გუნდის უარი დუდუ დადიანის მემორიალისთვის დიდი დანაკლისი იყო

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ - თავდაცვის სამინისტროს გუნდის უარი დუდუ დადიანის მემორიალისთვის დიდი დანაკლისი იყო. დავანებოთ თავი იმას, რომ "არმიის" ძალის კლუბი ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა, ამ გუნდის უარმა მემორიალის ორ ჯგუფში გუნდების არათანაბრად გადანაწილება გამოიწვია. ერთ ჯგუფში თამაშობენ თსუ, "ქუთაისი", შსს და "სამედიცინო", მაშინ, როცა ამავე დონის (შეიძლება უფრო სუსტიც) კოლექტივი მეორე ჯგუფში მხოლოდ ორია - "ენერჯი" და "სოხუმი". შესაბამისად A ქვეჯგუფში თითქმის ყველა თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს, ხოლო B-ში "ენერჯისა" და "სოხუმის" ურთიერთშეხვედრის ლოდინი გვიწევს.

სწორედ ეს თამაში (შაბათს გაიმართება) გაარკვევს მეორე ფინალისტის ვინაობას. პირველი ფინალისტი სავარაუდოდ დღეს გამოვლინდება - თუ შსს სამ მოგებას "ქუთაისთან" გამარჯვებასაც მიაყოლებს, კვირას ფინალშიც ითამაშებს. ხოლო, შსს-სთან ქუთათურების მოგების შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს შაბათის მატჩი - "ქუთაისი"-თსუ. თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც გარკვეული უპირატესობა შსს-ს მხარეს ინება, რადგან ჯგუფში პირველობის ერთ-ერთი პრეტენდენტი თსუ დამარცხებული ჰყავს, გუშინ მოუგო...

შსს-თსუ

ძალოვნებს ყველაზე მეტად სწორედ თსუ-სთან გაუჭირდათ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ნუგზარ ჭეიშვილი თსუ-ს ძალიან სწრაფ კალათბურთს ათამაშებს, სტუდენტები შეტევაში ლაღად ირჯებიან, დაცვაში - აგრესიულად. სწორედ ამ თვისებების წყალობით თსუ-მ მატჩი 11:0 გაქცევით დაიწყო. შეიძლება, ერთი შეხედვით მოულოდნელი იყო სტუმართა სასტარტო ხუთეულში ახალგაზრდა ახალწვეულის ილია ლონდარიძის ხილვა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობამ გვიჩვენა, რომ ეს გამართლებული ნაბიჯი იყო: ილიამ საწყისი გაქცევისასაც დიდი როლი ითამაშა (ბურთს ხსნიდა და კალათშიც სწრაფად აბრუნებდა). მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ში ლონდარიძეზე გამოცდილი არაერთი წინახაზელია (მათიაშვილი, შარაბიძე, ყველაშვილი), ილიამ ყველაზე მეტი ითამაშა - 32 წუთში 25 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

- თსუ-მ თავიდან დიდი სხვაობით გაგვასწრო. ამის მიზეზი ის იყო, რომ თამაშის დალაგება ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მეორე მეოთხედში დაცვაში თამაშიც მოვაწესრიგეთ, შეტევაშიც და 11-ქულიანი სხვაობა იოლად აღმოვფხარით, - იხსენებს შსს-ს ახალწვეული ტროი კოტონი, რომელმაც თამაშის შსს-სკენ შეტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა: მეორე ათწუთეულის შუაში სამი სამქულიანი ჩააგდო, მას შორეული ტყორცნით ირაკლი ბერიშვილი წაეშველა და დიდ შესვენებაზე ძალოვნები 5-ქულიანი ფორით გავიდნენ - 30:25.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს... მთელი მეორე ტაიმი თსუ-ელებმა 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას შეალიეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც 9 ქულით დამარცხდნენ - 60:69. ამის მიზეზი შსს-ს კალათბურთელთა დამაჯერებელი თამაში იყო: მეოთხე პერიოდის დასაწყისში ირაკლი ბერიშვილმა ზედიზედ რამდენიმე იერიშს ერთი და იგივე დაბოლოება მოუძებნა - ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ბესიკ ლეჟავა "დასარტყმელ პოზიციაზე" გაიყვანა. ბესოს ერთხელაც არ აუცილებია. თსუ-ელები არ ნებდებოდნენ, ექს-შსს-ელი კორკოტაძის და შარაბიძის სამქულიანებს ლონდარიძე ორიანებს უმატებდა... თუმცა, რამდენჯერაც სხვაობა 10 ქულას ჩამოსცდა, ლექსო ლაფანაშვილმა ურთულესი პოზიციიდან სამქულიანი (ორი) ჩააგდო და... შსს-მ ცალი ფეხი ფინალში შედგა.

- თსუ გამოცდილი გუნდია, ღირსეული წინააღმდეგობაც გაგვიწია, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ძალიან დაგვეხმარა ტროი კოტონი, რომელიც ახლახან შემოგვიერთდა და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, - თქვა ნამატჩევს ლექსო ლაფანაშვილმა.

მატჩის ოქმმა რამდენიმე საინტერესო ციფრი დააფიქსირა: თსუ-მ შსს-ს მოხსნებში 51:41 აჯობა, ორქულიანებში 21:16... სამაგიეროდ, ძალოვნებმა ოთხით მეტი სამქულიანი გამოიყენეს - 9:5. შსს-ს საჯარიმო ტყორცნების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 21-დან 10. თსუ-ს ეს მაჩვენებელი თითქმის არც ჰქონია - 22-დან მხოლოდ 3 საჯარიმო ჩააგდო...

სამედიცინო-ქუთაისი

"ქუთაისს" კომპლიმენტი წინა ნომერშიც ვუძღვენით - ახალგაზრდებისა და გამოცდილების კარგი ნაზავია-თქო. გუშინ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა: ქუთათურები სათანადო კონდიციებში არიან, მეორე დღეა მათ დაღლა არ დატყობიათ. გუნდის ყველაზე გამოცდილი ბუბა ბერიშვილი "სამედიცინოსთან" შეუჩერებელი იყო - 30 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელთა გამარჯვებაც განაპირობა.

დინამო-ენერჯი

ეს ის მატჩი იყო, რომლის შედეგის წინასწარ გამოცნობა შეიძლებოდა. შარშანდელი სეზონის შემდეგ საგრძნობლად შესუსტებული "ენერჯი" "დინამოსთვის" მაინც გადაულახავი ბარიერია. მატჩის ბომბარდირი რუსთაველთა ახალბედა კამერუნელი სამუელ ლამუ გახდა - 19 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ლამუმ და მისმა თანამემამულე ჟულივეტ ტუჯანმა ერთობლივად 8 დაფარება მოაგროვეს (ოთხ-ოთხი). როგორც უკვე მოგახსენეთ, "ენერჯის" გაადმწყვეტი მატჩი შაბათს "სოხუმთან" ელის.

დუდუ დადიანის მემორიალი

21 ოქტომბერი, თბილისი

შსს-ს აკადემიის დარბაზი

დინამო-ენერჯი 58:83

15:21, 16:16, 16:24, 11:22

დინამო: ივანეიშვილი (11ქ, 3პ, 7მ), გლუნჩაძე (2ქ), პატარაია (4ქ, 4პ, 5ფ), თვაური (10ქ, 15მ), ეძგვერაძე (13ქ), ალხანაიძე (10ქ, 12მ), წიკლაური (4ქ), ჩაველაშვილი (4ქ)

ენერჯი: ბერუაშვილი (3ქ), მებურიშვილი (4ქ), ცეკვავა (12ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), წივწივაძე (15ქ, 3პ, 3ჩ), აბაიშვილი (3ქ, 4პ), გუგავა (2ქ), არწივიძე (2ქ, 4ჩ), ხმელიძე (9ქ, 9მ, 5ფ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 5პ, 3ჩ, 4დ), ლამუ (19ქ, 5ჩ, 4დ)

მსაჯები: მ. ანდღულაძე, დ. სადღობელაშვილი

სამედიცინო-ქუთაისი 66:87

18:20, 14:22, 15:22, 19:23

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (13ქ, 3პ), ჩაჩიბაია (6ქ), ს. ლეჟავა (10ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), თავართქილაძე (4პ, 4ჩ), ბექაური (8ქ, 6მ, 3დ), ნინიაშვილი (8ქ, 6მ), კეიდია (2ქ, 6მ), ჭოჭუა (19ქ, 5მ).

ქუთაისი: ვ. ცაგარეიშვილი (6ქ, 3პ), დიდია (7ქ), ბ. ბერიშვილი (30ქ), კვიმსაძე (3პ), ტუკვაძე (2ქ), ბოლქვაძე (5ქ, 5მ), ლომინაშვილი (9ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (6ქ, 5მ), კოღუაშვილი (9ქ, 10მ, 2დ), ქორიძე (13ქ, 3ჩ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.

თსუ-შსს 60:69

15:7, 10:23, 16:19, 19:20

თსუ: ხიზანიშვილი (2ქ), ფანჩულიძე (5ქ, 5ფ), გაფრინდაშვილი (4ქ, 9პ, 7მ, 5ფ), მარხვაშვილი, კოხრეიძე (4ქ, 11მ, 6პ, 5ჩ), ლონდარიძე (25ქ, 14მ), კორკოტაძე (9ქ), ლოსაბერიძე (2ქ), ყველაშვილი, მათიაშვილი (2ქ, 5მ), დეკანოიძე, შარაბიძე (7ქ).

შსს: დ. ბერიშვილი, ლაფანაშვილი (14ქ, 8მ, 3ჩ), ლეჟავა (13ქ), ნიკოლაძე (4ქ), ი. ბერიშვილი (5ქ, 5პ), კოტონი (17ქ), მარკოიშვილი (6ქ, 3პ), იმნაძე (9ქ, 11მ), შერმადინი, ტომარაძე, სუხისვილი (1ქ, 5მ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

A ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ

1. ენერჯი 2 2 0 4

2. სოხუმი 1 1 0 2

3. დინამო 2 0 2 2

4. აგრარული 1 0 1 1

B ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ

1. შსს 3 3 0 6

2. ქუთაისი 2 2 0 4

3. თსუ 2 1 1 3

4. სამედიცინო 3 0 3 3

5. სტუ 2 0 2 2

დღეს

13:00 შსს-ქუთაისი

15:00 თსუ-სტუ

17:00 სოხუმი-აგრარული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა