ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლევან მაისაშვილი: მამუკა გორგოძე ძალიან დიდი ავტორიტეტია

ლევან მაისაშვილი: მამუკა გორგოძე ძალიან დიდი ავტორიტეტია

თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი საფრანგეთში გავლილ სტაჟირებაზე საუბრობს
ქართველი მწვრთნელების საზღვარგარეთ სტაჟირება იშვიათი მოვლენაა. ამას ჩვენი სპეციალისტები, ძირითადად, პირადი კონტაქტებით ახერხებენ, რადგან მსგავსი ღონისძიებები ევროპასა და სხვა განვითარებულ სარაგბო ქვეყნებში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ახლახან საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელმაც სტაჟირება ორ მოწინავე ფრანგულ კლუბში, "მონპელიესა" და "ტულონში" გაიარა.

- თავდაპირველად გადაწყვეტილი მქონდა, რომ ორი კვირა მხოლოდ "მონპელიეში" გამევლო სტაჟირება, მაგრამ მალევე ტულონში გამგზავრების შანსი მომეცა და, ცხადია, გამოვიყენე.

მონპელიეში მოკლე დროში, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად ვეცადე ინფორმაციის შეგროვებას.

გუნდს საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები ჰქონდა და მთავარ მწვრთნელთან, ფაბიენ გალტიესთან მუდმივად კონტაქტში ვიყავი.

- კონკრეტულად რა თემებზე გქონდათ გალტიესთან საუბარი და, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მაღალი დონის მწვრთნელია ის?

- რაგბი სპორტის ის სახეობა არ არის, სადაც ახალი ველოსიპედის გამოგონება შეიძლება. ცხადია, გუნდების მწვრთნელებმა კარგად უწყიან, ვინ რა ტაქტიკით თამაშობს, რა კომბინაციებს ანიჭებს უპირატესობას.

თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მთავარი ყოველივე ამაში არის მცირედი დეტალები, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ.

გალტიე ხშირად ისეთი, თითქოსდა უმნიშვნელო რამის გამო აჩერებდა ვარჯიშს, ერთი შეხედვით ჩვენთვის საინტერესო რომ არ არის. სინამდვილეში კი, თამაშის მსვლელობისას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ცხადია, ის შესანიშნავი მწვრთნელია. ამასთან ერთად, ბრწყინვალე პიროვნებაა. იშვიათად ხდება, როცა უცხოელი მწვრთნელი ზედმეტ ყურადღებას გაქცევს; გალტიე კი, პირიქით, ძალიან დიდ დროს მითმობდა.

ეს, ცხადია, უწინარესად მამუკა გორგოძის დამსახურებაა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი დამოკიდებულება აქვთ მასთან მწვრთნელებს, მოთამაშეებსა და ქომაგებს. ის არ იცვლება, ძველებურად თავმდაბალი და ურთიერთობაში გაწონასწორებულია.

- მონპელიეში ყოფნისას, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ადგილობრივი გუნდისა და "ტულონის" მატჩს დაესწარით. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

- ასეთი აჟიტირებული არასდროს ვყოფილვარ. "ტულონი" ვარსკვლავებით გადაჭედილი გუნდია. შემადგენლობას რომ შევხედე, თავი პლანეტარიუმში მეგონა. თუმცა "მონპელიემ" შესანიშნავად ითამაშა და დაამარცხა ის.

როგორ შეიძლება თქვა, რაგბის მატჩი ერთმა კაცმა მოიგოო, მაგრამ მართლა ასე იყო. გორგოძემ, რომელიც იმ მატჩში გუნდის კაპიტანი გახლდათ, თავისი შემართებით, ბრძოლის ჟინით და თავდადებით მთელი გუნდი აიყოლია.

ერთ-ერთ ეპიზოდში მამუკას წარბი გაუსკდა. ათი წუთით შეცვალეს, დახმარება აღმოუჩინეს და თავშეხვეული მოედანზე რომ დაბრუნდა, სტადიონი ლამის დაინგრა.

დიდს თუ პატარას პირზე გორგოძე აკერია. ძალიან დიდი ავტორიტეტია. ქურთუკზე "ჯორჯია" მეწერა და, რომ დამინახავდნენ, დიდ სითბოს გამოხატავდნენ. როცა გაიგებდნენ, რომ გორგოძის პირველი მწვრთნელი ვიყავი, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

ძალიან დიდი ემოციებით ვიყავი დამუხტული.

- მოდით, მონპელიედან ტულონში გადავბარგდეთ. რამდენად ნაყოფიერი გამოდგა მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის სამფლობელოში განვლილი სტაჟირება?

- "ტულონს" მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. ბერნარ ლაპორტი საფრანგეთის ნაკრების თავკაცი იყო. მინდა გალტიეს შევადარო. ფაბიენს შეუძლია, არსებული კონტინგენტით მაქსიმუმს მიაღწიოს. მას არ ჰყავს გუნდში ისეთი დონის და რაოდენობის ვარსკვლავი, როგორც ლაპორტს.

ავიღოთ, მაგალითად, ქართველი შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომლის "მონპელიეში" ყოფნა და პერსპექტივა, გალტიეს თქმით, იყო ძალიან ბუნდოვანი.

მას არ აქვს ისეთი ფიზიკური მონაცემები, რომ ყურადღება მიიქციოს. მაშ, რით დააინტერესა ნარიაშვილმა "მონპელიეს" თავკაცები? უწინარესად, თავისი შრომისმოყვარეობით.

მისი მონდომება გალტიემ შეამჩნია, ჯერ ერთხელ ენდო და ათამაშა, მერე მეორედ. მიშამაც თავი არ დაზოგა, ნდობა გაუმართლა და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნარიაშვილი "მონპელიეში" თავის პოზიციაზე პირველი ნომერია.

გალტიესგან განსხვავებით, ასე არაფრით არ მოიქცეოდა ბერნარ ლაპორტი. ის მხოლოდ ვარსკვლავებს აღიარებს და გუნდში სხვა დონის მოთამაშის დანახვაც არ უნდა.

ამიტომ ვინც ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდშია, სასწრაფოდ უნდა დატოვონ "ტულონი", თუ უნდათ, რაგბიში რამეს მიაღწიონ.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაპორტთან ურთიერთობა არ აეწყო?

- არა, უბრალოდ, "მონპელიესთან" მარცხის შემდეგ ძალიან გაღიზიანებული იყო და ზედმეტი კითხვებისგან თავს არ ვაწყენდი.

თუმცა, ჩემთვის მოულოდნელად, მატჩის ვიდეოანალიზს დამასწრო. საკმაოდ საინტერესო დეტალები მოვინიშნე. ერთი ეპიზოდი მინდა გიამბოთ:

პირველი ლელო "მონპელიემ" გორგოძის გარღვევის შემდეგ გაიტანა. მამუკა "ტულონის" უკანახაზელმა მაქსიმ მერმოსმა ვერ შეაჩერა.

ლაპორტმა ვიდეოანალიზისას სწორედ ეს მომენტი განიხილა, მერმოსს მიუბრუნდა და უთხრა - ამ შემთხვევაში მეტოქე უნდა შეგებოჭა და ის უკან უნდა დაგეხიაო.

მოთამაშეებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. თვითონაც ეცინებოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ყველამ კარგად იცის, რომ გორგოძის შეჩერება მხოლოდ სალაპარაკოდაა იოლი.

- უკვე თქვით, რომ "ტულონი" ვარსკვლავების" გუნდია. იქ სამი ქართველი მორაგბე თამაშობს, რომელთაგან რეგულარულად თამაში მხოლოდ დავით ქუბრიაშვილს უწევს. ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე კი იშვიათად ჩნდებიან გუნდის შემადგენლობაში. არადა, ისინი ახლა ისეთ ასაკში არიან, რომ მათი უთამაშებლობა არაფრით არ შეიძლება.

- დიახ, ეს პრობლემა მართლაც არსებობს. მიქაუტაძემ ახლახან ითამაშა "მონ დე მარსანთან". ძალიან კარგი მორაგბეა. მან უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი "ტულონთან".

იმავეს სთავაზობენ ჩილაჩავასაც, მაგრამ ლევანს სხვა გუნდებიდანაც აქვს შეთავაზება და ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს.

დავით ქუბრიაშვილს კი გუნდთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა გამორიცხული არ არის, "ტულონი" მანაც დატოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში

ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!

არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...

გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის

[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია

[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო

შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა