როგორ გავზარდოთ ნიჭიერი ფეხბურთელები?
ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები იბადებიან. შესაძლოა, ვიღაცას ეს შეხედულება გადაჭარბებული ჰგონია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ბევრად უფრო წარმატებით ასპარეზობენ, ვიდრე ეროვნული ნაკრები.

საქართველოში სხვადასხვა დროს გვსტუმრობდნენ მილანის "ინტერის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯან-ფრანკო ბედინი, "აიაქსისა" და "ბაიერნის" მთავარი სკაუტები, ფიფას ინსტრუქტორი ოლდრიხ შვაბი და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ბევრგან არ უნახავთ იმდენი ნიჭიერი ბავშვი, რამდენიც საქართველოში.

იმავე აზრისაა თბილისის "დინამოს" ლიდერი, ესპანელი ჩისკოც.

თუმცა ეს ნიჭი წყევლასავით გვექცა, გვაქვს და ვერ ვიყენებთ. დიდი ხანია, მიდის მსჯელობა, ქართული ფეხბურთის პოტენციალი როგორ გამოვიყენოთ. ალბათ, ამას ემსახურებოდა კიდეც 14 იანვარს ფეხბურთის ფედერაციაში 12-თა საბჭოს წევრებთან თემურ ქეცბაიას მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტ დასაქმებას გულისხმობდა.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უმაღლესი ლიგის გუნდებს ძირითად შემადგენლობაში 21-წლამდელი 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონება შესთავაზა.

ქეცბაიას აზრით, ასეთი გადაწყვეტილებით, ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ და გაიზრდებიან.

კლუბების წარმომადგენლებს შეთავაზებაზე არაერთგვაროვანი პოზიცია ჰქონდათ: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მხარდაჭერა გამოხატა, რუსთავის "მეტალურგის" გუნდის უფროსი ირაკლი ქავთარაძე კი ახალგაზრდების კანონის ძალით დასაქმება-გამოყენებაში გამოსავალს ვერ ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, ამან კლუბებში უხერხულობა გამოიწვიოს.

ჯერ კლუბებს ამ წინადადებაზე საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ამიტომ საინტერესო უნდა იყოს ამ კუთხით ესტონელთა გამოცდილებისა და ინიციატივების გაცნობა.

ეს ბალტიური ქვეყანა იმ იშვიათ გამონაკლისებს განეკუთვნებოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გუნდი არასოდეს ჰყოლია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ესტონეთის ნაკრებმა გასაოცარ პროგრესს მიაღწია: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პლეი ოფამდე მივიდა!

ესტონეთში სულ 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ცხადია, მწირი საფეხბურთო რესურსი აქვთ, თუმცა ამას მაქსიმალურად იყენებენ. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა ფეხბურთის განვითარების პროგრამა შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა.

მისი მოთხოვნით, ყველა სოფელში მიავლინეს მწვრთნელები და გუნდები ჩამოაყალიბეს, შერჩეული ფეხბურთელებისგან შედგენილი ნაკრებები კი ტალინში რეგიონთა თასზე მონაწილეობენ.

პარალელურად, პოლაკმა მწვრთნელები მიიწვია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან, რომლებიც არა მხოლოდ კლუბებსა და ნაკრებებში მუშაობდნენ, არამედ ადგილობრივი სპეციალისტების გაზრდაზეც ზრუნავდნენ და დღემდე ზრუნავენ.

ეს პროცესი წლები გრძელდებოდა, ერთი სეზონიც არ ჩაუგდიათ და შედეგიც მიიღეს.

დროთა განმავლობაში წამოიზარდა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეთა და მწვრთნელთა თაობა. ესტონეთში ოდესღაც არაპოპულარული ფეხბურთი დღეს კონკურენციას უკვე კალათბურთს უწევს, რაც ჩრდილოეთის ცივ ქვეყანაში დიდი მიღწევაა.

ამიტომ დავინტერესდით ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ინიციატივით, რაც ასევე ადგილობრივი მოთამაშეების გაზრდის სურვილით არის განპირობებული და ქეცბაიას ჩანაფიქრის სხვაგვარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამიერიდან ესტონეთის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისთვის იმოქმედებს ახალი კანონი, "ესტონეთში მომზადებული მოთამაშეების" შესახებ.

"ესტონეთში მომზადებული მოთამაშის" სტატუსი მიეკუთვნება მას, ვისაც ამ ქვეყნის ნაკრებებში თამაშის უფლება აქვს, ქვეყნის მოქალაქეა და ესტონეთში 7 სეზონი უთამაშია.

"2013 წლიდან კლუბები ვალდებულები არიან, 30 მოთამაშიდან 24 იყოს "ესტონეთში მომზადებული". მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფეხბურთისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მოთამაშეების დონის ზრდას ხელს შეუწყობს.

ლაპარაკია არა მხოლოდ მათ რაოდენობაზე, არამედ მომზადების ხარისხსა და სათამაშო პრაქტიკაზეც.

ჩვენი ნაკრებები წარმატებულები მხოლოდ მაშინ იქნებიან, თუ ესტონელ მოთამაშეებს გაზრდაში ხელს გარემოც შეუწყობს. 2015 წლიდან კლუბები ვალდებულები იქნებიან, განაცხადში "ესტონეთში მომზადებული" 25 მოთამაშე შეიყვანონ, 2017-ში კი - 26", - განაცხადა პოლაკმა.

გარდა ამისა, 2015 წელს ამოქმედდება "კლუბში მომზადებული მოთამაშის" სტატუსი. კლუბები ვალდებულები იქნებიან, განაცხადში საკუთარი გაზრდილების კონკრეტული რაოდენობა შეიყვანონ. ლაპარაკია მოთამაშეებზე, რომლებიც 12-იდან 21 წლამდე კლუბში არანაკლებ 4 სეზონი ვარჯიშობდნენ. 2015 წელს განაცხადში ასეთი, მინიმუმ, ერთი მოთამაშე მაინც უნდა იყოს, 2018 წელს - 2, 2021 წელს კი - 3.

ვფიქრობთ, ესტონელთა ინიციატივები ყურადღებას იმსახურებს და თუ ქეცბაიას მოსაზრებასთან "დავამყნობთ", საინტერესო და, რაც მთავარია, მისაღები სინთეზი გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია

ომარი
ბატონო მერაბ, თქვენს სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესტონელებს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გუნდი არსდროს ჰყოლიათ არასწორია. 1961 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდა ტალინის"კალევი". სწორედ ამ გუნდთან, როგორც იმ წლის სეზონის ერთ–ერთ აუტსაიდერთან, მოუწიათ გადასასვლელი მატჩების ჩატარება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს". მაშინდელი "ბ" კლასის 1და2 ზონების გამარჯვებულებს(სამთა ტურნირი). მაშინ, ორწრიანი პაექრობის შედეგად გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა, რომელმაც დაიკავა კიდეც ადგილი უმაღლეს ლიგაში "კალევის" ნაცვლად.
GIgi79
და ესტონეთმა რამეს მიაღწია? ხო არ ჯობია სხვა რომელიმე შედარებით წარმატებული ქვეყნის მაგალით აგვეღო ფეხბურთში :))))
dato chagelishvili
თქვენ არ წერდით ამ ერთი ვის წინ დაახლოებით, რომ ასე მიდგომა არანაირ შედეგს არ გამოიღებსო? ესტონელებიც აკეთბენ თურმე და ახლა ქეცბაია კაი ტიპი გახდა?
Walkabout
ამ ესტონურ მოდელს არავითარი კავშირი და საერთო არ აქვს ქეცბაიას ნათქვამ ჰიპერსისულელესთან, ჯერ ერთი 30-კაციან განაცხადში ფეხბურთელის შეყვანასა (გინდაც 18-ში) და ძირითად შემადგენლობაში დაყენების ვალდებულებებს შორის უდიდესი სხვაობაა, მეორეც ასაკობრივი შეზღუდვა კი ამოქმედდება 2015 წელს მაგრამ ისიც მხოლოდ საერთო განაცხადზე, მესამეც ის რომ ეს კანონი ახალგაზრდების ჩართულობაზე მეტად ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესებას ეხება, ანუ იმას რომ ესტონურ კლუბებში დაშვებული იქნება მხოლოდ 6 ლეგიონერის განაცხადში შეყვანა და ყოველი შემდგომი უცხოელი უნდა აკმაყოფილებდეს სტატიაში მითითებულ მოთხოვნებს... ეს კანონი თუ პროექტი აშკარად საინტერესოა მაგრამ გამომდინარეობს კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულად წარმოშობილი პრობლემიდან (ლეგიონერთა ლიმიტი) და არავითარი კავშირი არ აქვს ქეცბაიას ნათქვამთან, რომელიც არ გამომდინარეობდა არსებული რეალობიდან და ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემებიდან, გაუგებარია რის მოსაგვარებლად გამოდგებოდა და საინტერესოა თვითონ მაინც თუ გაიგო რატომ თქვა...
dudu
არანაირ შედეგს არ გამოიღებს. 16-20 წლის ახალგაზრდებს საქართველოში ზრდის საშუალება არა აქვთ. მხოლოდ რამდენიმე (!) შეიძლება მოხვდეს ისეთ გარემოში (დუბლების ჩემპიონატი, პირველი ლიგა), სადაც პრობლემა არ იქნება ბურთი, მოედანი და შხაფი. დანარჩენზე არც ვლაპარაკობ! თუ ეს გარემო არ შეიცვალა, თითო კლუბში (სულ თორმეტია) 2 კაცის განაცხადში შეყვანა ვერაფერს შეცვლის. აი, ვერაფერს აბსოლუტურად! ისედაც ყავთ 2-2 კაცი განაცხადში, რა პრობლემაა? გადახედეთ და დარწმუნდებით. უაზრო ლაპარაკი და წყლის ნაყვა ქვია ამას!
uza
აბსოლუტურად სწორია, ეს იდეა შედეგს გამოიღებს.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა