"სამაიამ" "პეტერბურგთან" პაექრობაში უშანსოდ წააგო

უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ "პეტერბურგს" (რუსეთი) თავიდანვე ევროპის მოჭადრაკე ქალთა საკლუბო ჩემპიონატის მედლის კანდიდატად მიიჩნევდნენ. რუსეთის გუნდის უცხოელმა დიდოსტატებმა: ევროპის ჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა (თურქეთი) და კონტინენტის პირველობების პრიზიორებმა - ვიქტორია ჩმილიტემ (ლიტვა), ქეთევან არახამია-გრანტმა (შოტლანდია) და მონიკა სოჩკომ (პოლონეთი) გუშინ ეს "სამაიასთან" პაექრობაშიც დაამტკიცეს. თუმცა, რა პაექრობა - ჩვენებმა უშანსოდ წააგეს ეს შეხვედრა. ლელა ჯავახიშვილი სოჩკოს დაუზავდა, ხოლო მაია ჩიბურდანიძე, სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი, შესაბამისად, ჩმილიტეს, არახამიას და ატალიკს დანებდნენ. 0,5:3,5 - ასეთ ანგარიშს, ნამდვილად, არავინ ელოდა.

ჩვენი წაგებით დიდად ვერ იხეირა კრასნოტურინსკის (რუსეთი) AVS-მა, რომელიც გუშინ ერევნის "მიკას" ეთამაშებოდა. მართალია, ანტოანეტა სტეფანოვამ ელინა დანიელიანი დაამარცხა, მაგრამ ლილით გალოიანმა მარია მუზიჩუკის ძლევით წონასწორობა აღადგინა. ნატალია პოგონინა-ლილით მკრტიჩიანი, ჰარიკა დრონავალი-კატერინა ლახნო დაზავდნენ. საბოლოოდ - 2:2 და 5 ტურის შემდეგ AVS-ი ქულით დაწინაურდა, რაც დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

ხუთი ტურის შემდეგ 8 ქულით (12,5) კრასნოტურინსკის ავს-ი ერთპიროვნულად დაწინურდა. 7-7 ქულა ერთბაშად ოთხ გუნდს მოუგროვდა: მონტე კარლოს (14,0), მიკას (13,5), პეტერბურგს (13,0) და სამაიას (10). 6-6 ქულით მეწინავეებს გიპრორეჩტრანსი (13,0) და ?ოკომოტივი (11) მიუჩოჩდნენ. დარჩენილ ორ ტურში მედლებისთვის სწორედ ეს 7 გუნდი იბრძოლებს. დღეს ბოლოსწინა ტურში ითამაშებენ: ავს-პეტერბურგი, მიკა-მონტე კარლო, გიპრორეჩტრანსი (ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-2499, ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი)-2412, ელენა ზაიაცი (რუსეთი)-2407, ირინა ვასილევიჩი (რუსეთი)-2324, მარინა ფომინიხი (რუსეთი)-2305)-სამაია, ?ოკომოტივი-?შდოდი.

ვაჟთა ტურნირში 10 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა რუსეთის ?კონომისტი, რომელმაც გუშინ აზერბაიჯანის სოკარი (22,0) დაამარცხა 4:2. ცხრა ქულით მე-2 ადგილზეა ერევნის მიკა (21,5). სომხებმა გუშინ ჩეხეთის ნოვი ბორს დაუზავდნენ. 6-მა გუნდმა 8-8 ქულას მოუყარა თავი. უკრაინის ჩერნიგივმა 5:1 მოუგო (ბაადურ ჯობავას არ უთამაშია) სლოვაკეთის პრიევიძას, ლუქსემბურგის კავალიე 0,5:5,5 დანებდა შვედების ვიკინგებს. ის ნახევარი ქულა ძლეულთ თორნიკე სანიკიძემ მოუტანა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე