ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: დამსახურებული ვეტერანები "გუდისონ პარკზე"

პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: დამსახურებული ვეტერანები "გუდისონ პარკზე"

შოტლანდიელი სპეციალისტები: დევიდ მოიესი და პოლ ლამბერტი ინგლისის უმაღლეს ლიგაში ჭიპმოჭრილ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყვანენ
4-5 დღის ინტერვალით ჩემპიონატის ორი ტურის გამართვა ყოველთვის რთულია. თანაც სათასო თამაშების მიყოლებით. ინგლისურ კლუბებს ძალების მობილიზება უწევთ.

გასათვალისწინებელია, რომ მალე ევროთასებიც განახლდება და ლიდერებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. თუმცა ეს პრემიერლიგაა და მსგავსი დაძაბული რეჟიმისთვის მეტნაკლებად ყველა მზადაა. მაშ ასე:

XXV ტური "ქუინზ პარკის" "ლოფტუს როუდზე" "ნორვიჩის" სტუმრობით გაიხსნება. წესით, მასპინძლებმა იანვარში უნდა მოუმატონ, რადგან ფეხბურთელები ჰარი რედნაპის სტილს უკვე შეეჩვივნენ.

რაც მთავარია, გუნდს თავდასხმაში ლოიკ რემის გარდა ახლადგამოჯანმრთელებული ბობი ზამორაც ჰყავს, დაცვაში კი "რეინჯერებს" კრისტოფერ სამბა შეეშველება. ოღონდ უკანასკნელმა შესაძლოა მცირე ტრავმის გამო "იადონებთან" ვერ ითამაშოს.

რედნაპის შეგირდებს ჩემპიონატის 4 თამაში არ წაუგიათ. თანაც ვისთან? "ჩელსისთან", "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტისთან" მათ 5 ქულა აიღეს. "ნორვიჩს" კი ბოლო 7 თამაშში 2 ქულა აქვს.

გვგონია, რომ "რეინჯერებს" მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

"არსენალს" იანვარში ძალიან გაუჭირდა. უკვე ცხადი ხდება, რომ "მეთოფეები" მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ გამოჰკრავენ ხელს და იმასაც დიდი გაჭირვებით. "არსენალმა" "ლივერპულთან" ბოლო ტურის მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა ისე, როგორც მისგან ელიან.

თუკი "მეთოფეები" ტონი პულისის გუნდსაც მსგავს ტემპს შესთავაზებენ, მოგება ჯიბეში ექნებათ.

"სტოკ სიტის" დაცვა ბოლო პერიოდში იმდენად სუსტად თამაშობს (15 გოლი ბოლო 5 შეხვედრაში, მაშინ როცა მე-19 ტურისთვის სულ 14 ჰქონდათ გაშვებული), რომ წესით, მასპინძლებს სასურველი შედეგის მისაღებად მარტო მათი შეცდომების გამოყენება უნდა ეყოთ.

ბუკმეიკერების მსგავსად უპირობო ფავორიტად ჩვენც "არსენალი" მიგვაჩნია.

მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ "ევერტონი" "ასტონ ვილასთან" აშკარა ფავორიტია. მერსისაიდელებს მოგების შემთხვევაში შანსი აქვთ, მეოთხე ადგილზე გადავიდნენ, თანაც მარტო ერთი დღით არა, რადგან 3 თებერვალს "ტოტენჰემს" თავის მხრივ რთული დაპირისპირება ელის. ბირმინგემელები რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში ისინი ჩამოშორდნენ თასის გათამაშებებს; ჩემპიონატში 7 მატჩიდან 2 ფრე და 5 წაგება აქვთ, თანაც 5/22-ზე ბურთების შეფარდებით. "ვილა" სეზონში უკვე მეოთხედ დაეშვა გასავარდ ზონაში და თუკი თამაშს სასწრაფოდ არ გამოასწორებს, ქვედა ლიგაში დაქვეითება არ ასცდება.

არადა, "ასტონ ვილასთვის" ეს 101-ე სეზონია ინგლისის ელიტურ დივიზიონში. მასზე მეტი გამოცდილება უმაღლეს ლიგაში მხოლოდ "ევერტონს" აქვს (109 სეზონი). "გუდისონ პარკზე" თუ შეიძლება ასე ითქვას, გამორჩეული ვეტერანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

"სენტ ჯეიმს პარკს" "ჩელსი" სტუმრობს. ლონდონელების თამაშის პროგნოზი ბოლო ხანს სულ უფრო ძნელი ხდება. ამის დამსახურებაა, რომ ინგლისური ტოტალიზატორები რაფა ბენიტესის გათავისუფლების შანსებზე უკვე მცირე ფსონსღა ჩამოდიან.

დედაქალაქელებს პულსი რა ხანია, მომატებული აქვთ. იოლია დასკვნის გაკეთება, რომ მათ თავს კარგი ამბები ნამდვილად არ ხდება (რად ღირს თუნდაც აუტსაიდერებთან ორჯერ განიავებული ორბურთიანი უპირატესობა).

ამასობაში "ნიუკასლის" ფრანგულ ლეგიონს იანვარში 5 ახალი ფეხბურთელი შეემატა. რამდენად მზად არიან ისინი ინგლისური გამოცდებისთვის, ამის შემოწმება ალან პარდიუს შეუძლია. ჩვენი პროგნოზით, "კაჭკაჭები" "ჩელსის" მინიმალური ანგარიშით დაამარცხებენ.

რედინგის "მადეისკიზე" ერთმანეთს კარგ ფორმაში მყოფი გუნდები ხვდებიან. მასპინძელიცა და სტუმარი "სანდერლენდიც" აღმავლობის გზას ადგანან. მათ ბოლო 3 თამაშიდან 2-2 მოგება და ფრე აქვთ.

ჩვენი აზრით, საშინაო არენის ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ბრაიან მაკდერმოტის გუნდმა იძალოს.

ინგლისელი კოლეგების პროგნოზით, "არისტოკრატთა" საუკეთესო ბომბარდირი ადამ ლე ფონდრე ისევ სათადარიგოთა შორის დარჩება.

"სუონსის" დიდი ხანია, არ წაუგია და გვგონია, რომ ამის გაკეთებას ისინი არც ამჯერად აპირებენ "ვესტ ჰემთან". თავის მხრივ არც "ჩაქუჩებმა" უნდა წააგონ 5-დან მე-4 თამაში. ყველაზე ლოგიკური შედეგი ფრე გვგონია.

"უიგანი" ჩემპიონშიპში დაბრუნების პერსპექტივასთან შეგუებას არ აპირებს. სწორედ ამის ნიშანი იყო "სტოკის" "ბრიტანიაზე" 2:0-ის შემდეგ გაჩაღებული ბრძოლა, რაც საბოლოოდ ქულის აღებით დამთავრდა.

თავის მხრივ მაურისიო პოჩეტინოს "წმინდანებიც" მყარად დგანან ფეხზე. ისინი ბოლო ტურში "ოლდ ტრეფორდზეც" კი არ ჰგავდნენ წასაგებად განწირულ გუნდს.

ტოტალიზატორები "უიგანის" მოგებას წინასწარმეტყველებენ. ჩვენი პროგნოზი განსხვავებულია, ვითვალისწინებთ რა, რომ რობერტო მარტინესის გუნდმა შინ 5-დან 4-ჯერ წააგო, გვგონია, რომ ამჯერად ის ფრეს მაინც "გააგორებს".

"ფულჰემს" იმ გუნდთან მოუწევს შეჯახება, ვისთანაც წინა უქმეებზე ასოციაციის თასზე უშანსოდ გან¬ადგურდა (1:4). "ქრევეინ კოტეჯზე" საქმე ალბათ ცოტა განსხვავებულად იქნება, მაგრამ ჩვენი პროგნოზით მოგების უფრო მეტ შანსს მაინც "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობს.

"ეშმაკებს" დიდი ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე შეუძლიათ თამაში, რადგან მისი უპირატესობა საჩემპიონო რბოლაში ისევ 7 ქულაა. ლონდონელთა შანსებს ამცირებს ისიც, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში დიმიტარ ბერბატოვმა მუხლი დაიშავა. ყოფილ გუნდთან ბულგარელი ვეტერანის თამაშის შანსები 50/50-ზე ფასდება.

"ტოტენჰემს" მიჯრით სამი ფრე აქვს ნათამაშები. თუკი შინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ქულის დაკარგვა კიდევ გასაგებია, აუტსაიდერებთან - "ქუინზ პარკსა" და "ნორვიჩთან" ნათამაშები ფრეები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

"დეზებს" არც ამჯერად ელით იოლი გასეირნება. "ვესტ ბრომვიჩს" ჩავარდნა აქვს (5 თამაშია არ მოუგია), მაგრამ "ჰოუტონსზე" 3 ქულა გარანტირებული მაქვსო, ამას პრემიერლიგაში ვერავინ დაიკვეხნის.

ჩვენი პროგნოზით, პირველი წრის მსგავსად გუნდები ერთმანეთში ისევ ფრეს ითამაშებენ.

დაბოლოს, "ეტიჰადზე" "ლივერპული" ჩადის XXV ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთი წაფორხილება "ქალაქელებს" საბოლოოდ დატოვებს ხახამშრალს.

"ლივერპულმა" შუა კვირაში "არსენალთან" გვიჩვენა, რომ ცუდი თამაშის პირობებშიც კი შეუძლია მისაღები შედეგისთვის ბრძოლა, რაც გუნდს მხოლოდ დადებითად ახასიათებს.

ჩვენი პროგნოზით, "წითლებს" კარგი შანსი აქვთ მანჩესტერში ქულა მოიპოვონ და ამით მოსისხლე მტერი "იუნაიტედი" საჩემპიონო ბრძოლაში მარტო დატოვონ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

2 თებერვალი

ქუინზ პარკი-ნორვიჩი 16:45

ტრავმა: ბოსინგვა, სამბა, ჯონსონი - რადი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 55 თამაში: +15=17-23 (69-74)

არსენალი-სტოკი 19:00

ტრავმა: - უილსონი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 თამაში: +42=20-23 (131-81)

ევერტონი-ასტონ ვილა 19:00

ტრავმა: ჰიბერტი, კოულმენი - ოლბრაიტონი, ჰერდი, დანი, გარდნერი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 170 თამაში: +58=48-64 (246-260)

ნიუკასლი-ჩელსი 19:00

ტრავმა: ბენ არფა, რ. თეილორი, ვუკჩიჩი - ჩეხი, ლუისი, რომეუ

დისკვალიფიკაცია: - აზარი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 128 თამაში: +42=34-52 (163-184)

რედინგი-სანდერლენდი 19:00

ტრავმა: რობერტსი, მაკარტი - ბრაუნი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +5=2-6 (15-20)

ვესტ ჰემი-სუონსი 19:00

ტრავმა: პოტსი, მაკარტნი, კოლინსი, რიდი - აგუსტინი, ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +3=1-1 (10-7)

უიგანი-საუთჰემპტონი 19:00

ტრავმა: პოლიტი, რამისი, კრუსატი, პისკუ, უოტსონი, მიაიჩი - გული, ფონტე

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +5=5-14 (27-45)

ფულჰემი-იუნაიტედი 21:30

ტრავმა: რიჩარდსონი, ფრეი, დევისი, მ. დიარა, ბერბატოვი - ფლეტჩერი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 49 თამაში: +7=10-32 (55-117)

3 თებერვალი

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 17:30

ტრავმა: გერა - ჰადლსტოუნი, კაბული, სანდრო

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 105 თამაში: +40=24-41 (157-156)

სიტი-ლივერპული 20:00

ტრავმა: კომპანი, მაიკონი, რიჩარდსი - კელი, ფლენაგანი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 147 თამაში: +39=39-69 (196-253)

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები: 18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ