1 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" გამართა და 0:2 დამარცხდა
1 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" გამართა და 0:2 დამარცხდა.

ვიდრე უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ორმა ახალმა ლეგიონერმა ითამაშა - 31 წლის ესპანელი მცველის, ორიოლ ლოსანო ფარანის უკვე გიამბეთ, მეორე გასასინჯი ფეხბურთელი კი გვატემალის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, 20 წლის ჰენრი ლოპესი გახლავთ.

"ზესტაფონის" ვებგვერდის ცნობით, პირველი ტაიმი ქართველების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს.

ყველაზე ახლოს მიზანთან თორნიკე გორგიაშვილი და ორიოლ ლოსანო იყვნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში "ყარაბახი" დაწინაურდა, რასაც კვლავ "ზესტაფონის" აქტიურობა მოჰყვა. ფეროელებმა კიდევ რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს და დაუწერელი საფეხბურთო კანონი 75-ე წუთზე ამოქმედდა - აზერბაიჯანელები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

84-ე წუთზე "ზესტაფონს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ავთო ენდელაძის დარტყმა მეტოქის კარის ძელს მოხვდა.

"ზესტაფონს" მცირე ტრავმების გამო როინ კვასხვაძე, თედო და თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ სამუშია, მიხეილ სარდალიშვილი, დავით რაჟამაშვილი და მოჰამედ რეკრუკი აკლდნენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და შემდეგი სპარინგისთვის, სავარაუდოდ, ყველა მწყობრში იქნება.

3 თებერვალს "ზესტაფონი" მორიგ საკონტროლო შეხვედრაში პოლონურ "რუხს" გაეჯიბრება.

1 თებერვალი. ამხანაგური მატჩი

ზესტაფონი-ყარაბახი 0:2

0:1 ბლედა (50), 0:2 მუარემი (75)

ზესტაფონი: მეშველიანი, თ. ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, ბენაშვილი, გორგიაშვილი, იელიჩი, აფციაური, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: შარიქაძე, კუტალია, ჭანკოტაძე, ლოპესი, ენდელაძე, ჭანტურიშვილი.

ყარაბახი: ვარვოდიჩი, იაგუბლუ, ჰუსეინოვი, ჰაშიმოვი, ხალილზადე, იუსუფოვი, ბილალი, ისგანდაროვი, აბდულოვი, მუსაზადე, ბლედა.

შეცვლაზე შევიდნენ: ველიევი, გურბანოვი, სადიგოვი, ტელი, აგოლი, აჰმადოვი, ისმაილოვი, მუარემი, ალმეიდა, სუბაშიჩი.

Video

ზესტაფონი - ყარაბახი 0:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონს" ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო შეუერთდა

ლევან კუტალია: საქართველოდან ნაადრევად წასვლით შეცდომა დავუშვი...

"ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

კახა კაჭარავა: ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა