საქართველოს თასის მე-11 გათამაშების ფინალური მატჩის ბოლოს დავით არეშიძე უცენზურო სიტყვებით მივიდა პრეს-სამსახურის წარმომადგენლებთან
საქართველოს თასის მე-11 გათამაშების ფინალური მატჩის ბოლოს, დამატებითი მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე, "შსს-აკადემიის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დავით არეშიძე უცენზურო სიტყვებით მივიდა პრეს-სამსახურის წარმომადგენლებთან.

მიუხედავად პრეს-სამსახურის წარმომადგენელთა თხოვნისა, დაბრუნებულიყო კუთვნილ ადგილას სათადარიგოთა სკამზე, დავით არეშიძემ გააგრძელა უხეში სიტყვებით საუბარი და უმისამართოდ იმუქრებოდა.

ზემოხსენებული ფაქტი კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო ტექნიკურმა კომისიამ განიხილა.

დისციპლინური დარღვევებისთვის საქართველოს თასის დებულების თანახმად "შსს აკადემიას" მწვრთნელის ასისტენტ დავით არეშიძეს განესაზღვრა შემდეგი სასჯელი - ჯარიმა 200 პირობითი ერთეული და დისკვალიფიკაცია სუპერლიგის 5 თამაშით.

ამასთან, ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ იმსჯელა შემდეგ დარღვევაზე: ამა წლის 26 იანვარს, ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში წინასწარ დადგენილი კალენდრით უნდა გამართულიყო 14-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი "ქუთაისსა" და "აკადემია 2-ს" შორის.

ვინაიდან დარბაზში გაუმართავი იყო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი არ მუშაობდა 24 წამის დამთვლელი, სტუმარმა გუნდმა "აკადემია 2-მა" უარი განაცხადა მატჩში მონაწილეობაზე.

ქუთაისის სპორტული სკოლის დარბაზში არსებული დარღვევის შესახებ მატჩის კომისარმა წერილობით აცნობა კალათბურთის ფედერაციას.

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით კლუბ "ქუთაისს" 200 პირობითი ერთეული ჯარიმა დაეკისრა. თუ ანალოგიური დარღვევა განმეორდება, ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო მესამე შემთხვევაში კლუბი მოიხსნება ჩენპიონატიდან.

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ აგრეთვე იმსჯელა 16-წლამდელთა ჩემპიონატში დაფიქსირებულ ფაქტზე - გუნდიდან გუნდში მოთამაშის გადასვლაზე ორგანიზატორებთან შეუთანხმებლად.

კერძოდ, "სოხუმის" ხელმძღვანელობამ "მართვე 3-ის" ყოფილი წევრი ლუკა მწარიაშვილი თავის გუნდში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ათამაშა.

ეს ფაქტი დააფიქსირა აგრეთვე სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ვებ-გვერდების საერთო მონაცემთა ბაზამ.

ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი ლიკა ქაჯაია დისკვალიფიცირებული იქნა 4 თამაშით.

www.superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა