საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბომბარდირი სან დიეგოში გატარებულ პერიოდზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბომბარდირი დუდა სანაძე (1992 წელსაა დაბადებული, 196 სმ სიმაღლისაა) ამჟამად ამერიკაში, სან დიეგოს კოლეჯში სწავლობს და სასწავლებლის საკალათბურთო გუნდში ვარჯიშობს. ჯერ ვერ თამაშობს, რადგან ლიცენზია არ აქვს.

მართალია, დუდას სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ გუნდთან ერთადაც აქტიურად ემზადება და ინდივიდუალური მწვრთნელიც ჰყავს.

განსაკუთრებით, ფიზმომზადებას აქცევს ყურადღებას, რაც ევროპაში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამოადგება.

საიტმა Europeanprospects.com-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ სანაძესთან, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- რატომ გადაწყვიტე ამერიკის კოლეჯის გუნდში გადასვლა?

- ვფიქრობ, ამერიკაში პროგრესირების საშუალება მექნება და აქ მიღებული გამოცდილება ევროპაში დაბრუნების შემდეგ გამომადგება.

- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ?

- უფრო ფიზმომზადებაზე. ასევე ვვარჯიშობ სისწრაფეზე, დაცვაზე, ტყორცნაზე და კიდევ არაერთ დეტალზე. ვფიქრობ, მათი დახვეწა ევროპაში დაბრუნების შემდეგ სათანადო შედეგს გამოიღებს.

- "სან დიეგოს" მაისურით ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ გითამაშია...

- რადგან გუნდის ახალწვეული ვარ, ამავე დროს ევროპაში ბევრი პროფესიონალური მატჩი მაქვს ჩატარებული, ამერიკაში ჩამოსვლიდან პირველივე წელს თამაშის უფლება არ მაქვს. ამაზე არ ვღელავ, ვემზადები და მომავალი სეზონიდან ვითამაშებ კიდეც.

- სასწავლებელში რა სპეციალობას ეუფლები?

- ბიზნესს ვსწავლობ, რომელსაც არაერთი განხრა აქვს და მეტად სანტერესოა.

- 4 წლის შემდეგ სად იქნება დუდა სანაძე?

- მინდა გავუმჯობესდე როგორც დაცვის, ასევე შეტევის კუთხით და კალათბურთი კარგ პროფესიონალურ გუნდში ვითამაშო.

- "სან დიეგოში" კიდევ სამი ევროპელია: ჰოლანდიელი ჯიტო კოკი და ბერძენი ჯონ სინისი ახლახან ჩამოვიდნენ, გერმანელი დენის კრამერი კი ამერიკაშია გაზრდილი. რა სხვაობას ხედავ აქაურ და ევროპულ კალათბურთს შორის?

- მოთამაშეებს მაინც ეტყობათ ევროპული სტილი, მაგრამ ამერიკულ კალათბურთსაც იოლად აუღეს ალღო. სხვადასხვა კუთხით გუნდისთვის ყველა სასარგებლოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა