ესპანური პრიმერადივიზიონის მეხუთედი მიილია, სკეპტიკოსთა ვარაუდი კი არ გამართლდა
ესპანური პრიმერადივიზიონის მეხუთედი მიილია და სკეპტიკოსების ვარაუდი არ გამართლდა - ლა ლიგამ ორი ბედაურის რბოლა საგაზაფხულოდ შემოინახა, ახლა კი თავს სხვებიც იჩენენ. შარშანდელი უთუოდ აღარ გამეორდება, როცა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის მომპოვებელი მწვრთნელი (მანუელ პელეგრინი) გაათავისუფლეს. ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები შაბათს თამაშობენ, თუმცა საინტერესო მატჩები კვირასაც გველის.

სანამ უშუალოდ ტურის მატჩებზე გადავალთ, გეტყვით, რომ გუშინ ოვიედოში ასტურიის პრინციპის პრემია ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრებმა და მათმა მწვრთნელებმა მიიღეს. ისინი თავად პრინცმა ფელიპემ და პრინცესა ლეტისიამ დააჯილდოვეს.

"ბარსელონა", სადაც ახალი დირექტორატი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ძველს, არაგონში მიემგზავრება. ხოსეპ გვარდიოლა კვლავ ასვენებს ჩავის, რომელსაც ბოლომდე არ მორჩენია ტრავმა და ტკივილიც ხანდახან აწუხებს. გუშინ, დილით ჩავის პრეტენზიული კოჭის გამო მთელი კონსილიუმი შედგა, მწვრთნელებისა და ექიმების საერთო დასკვნით, სჯობს, ჩავის ამ უქმეებზე დასვენების საშუალება მისცენ. შეგახსენებთ, რომ "კოპენჰაგენთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჩავიმ სულ 20 წუთი ითამაშა. კლუბის ხელმძღვანელობამ, ჩავის ნება დართო და ის ოვიედოში გაემგზავრა პრესტიჟული პრემიის მისაღებად.

ოთხშაბათის მატჩის წინ მოულოდნელად შეუძლოდ გახდა ვიქტორ ვალდესი, ამიტომაც მან "კოპენჰაგენთან" თამაში გამოტოვა. ვალდესი მოწამლული იყო, ის თავს უკეთ გრძნობს და ალბათ ითამაშებს კიდეც. აი, გაბრიელ მილიტოს კი "სარაგოსასთან" თამაშის შანსი არა აქვს.

"ბარსელონა" "ლა რომალედას" "სარაგოსასთვის" ურთულეს დროს ეწვევა, არაგონელებს ჯერ მატჩი არ მოუგიათ სეზონში და ბოლო ადგილზე იმყოფებიან. გუნდის გულშემატკივრები ერთნაირად გაბრაზებულები არიან ფეხბურთელებზე, მწვრთნელზე და პრეზიდენტზე. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ, მორიგი მარცხის შემთხვევაში არაგონულმა პუბლიკამ გუნდს ობსტრუქცია მოუწყოს. ხოსე აურელიო გაის "სარაგოსული" კარიერა ბეწვზე კიდია.

სავარაუდო შემადგენლობები

სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო, ლანსარო, კონტინი, პონსიო - გაბი, პინტერი - ლაფიტა, ანდერი, ბერტოლო - სინამა პონგოლე.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი - მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა - მესი, ვილია, ინიესტა.

სანტანდერის "რასინგის" მწვრთნელი მიგელ ანხელ პორტუგალი ალალი კაცი ყოფილა - მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: "დღეისათვის "რეალს" წინააღმდეგობას ძნელად თუ გაუწევ. გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა და დაცვასა და თავდასხმაში ერთნაირად ძლიერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაფიქრებს მათი ლიდერი კრიშტიანო რონალდო, რომელიც მესისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. კარგი იქნებოდა, "რეალის" მწვრთნელებს მისთვის დასვენების საშუალება მიეცათ. ყველაზე მეტად მეტოქის სწრაფი გოლის მეშინია". მაინც არა გვგონია, ჟოზე მოურინიომ რომ რონალდოს დასვენების საშუალება მისცეს, "რასინგის" ამოცანა გაიოლდება.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, დი მარა - იგუაინი.

რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ტორეხონი, ენრიკე, სისმა - კოლსა, ლასენი, კენედი, მუნიტისი - ნაუელპანი, როზენბერგი.

ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტურის წინ

დღეს

სარაგოსა-ბარსელონა 20:00

რეალი-რასინგი 22:00

ვალენსია-მალიორკა 00:00

ხვალ

ალმერია-ერკულესი 19:00

ესპანიოლი-ლევანტე 19:00

ხეტაფე-სპორტინგი 19:00

ოსასუნა-მალაგა 19:00

სევილია-ბილბაო 21:00

ვილიარეალი-ბილბაო 23:00

ზეგ

რეალ სოსიედადი-დეპორტივო 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 7 5 2 0 16-3 17

2. ბარსელონა 7 5 1 1 12-6 16

3. ვილიარეალი 7 5 1 1 14-6 16

4. ვალენსია 7 5 1 1 12-6 16

5. ატლეტიკო 7 4 1 2 12-7 13

6. ესპანიოლი 7 4 0 3 6-9 12

7. სევილია 7 3 2 2 10-8 11

8. ხეტაფე 7 3 1 3 11-10 10

9. ბილბაო 7 3 1 3 11-10 10

10. სპორტინგი 7 2 2 3 8-11 8

11. ლევანტე 7 2 2 3 7-12 8

12. ერკულესი 7 2 2 3 7-8 8

13. მალიორკა 7 2 2 3 5-7 8

14. მალაგა 7 2 1 4 13-16 7

15. სოსიედადი 7 2 1 4 7-11 7

16. რასინგი 7 2 1 4 4-8 7

17. ალმერია 7 1 3 3 5-6 6

18. ოსასუნა 7 1 3 3 4-6 6

19. დეპორტივო 7 0 4 3 3-11 4

20. სარაგოსა 7 0 3 4 6-12 3

ბომბარდირები: 5 - რონალდო (რეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 4 - ლორენტე (ბილბაო), როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი), იგუაინი (რეალი); 3 - დ. კოშტა (ატლეტიკო), რონდონი (მალაგა), ადურისი (ვალენსია), ფორლანი (ატლეტიკო), მესი (ბარსელონა), სიმაო (ატლეტიკო), კასტრო (სპორტინგი), ტამუდო (რეალ სოსიედადი), უჩე (ალმერია), ნეგრედო (სევილია), ვალდესი (ერკულესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა