მონა ბარტელმა პარიზში სენსაცია მოახდინა
დევისის თასის პარალელურად, გასულ კვირას ქალები WTA-ს ორ ტურნირში არკვევდნენ ურთიერთობას.

პატაიასა და პარიზში ელიტის მოთამაშეები არ ჩასულან, მაგრამ ორივე ტურნირის შემადგენლობა ნორმალური იყო. მაგალითად, ტაილანდში განთესილთა სიას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი ჩაუდგა სათავეში.

სერბმა კარგად დაიწყო ახალი სეზონი – სამ-სამი მატჩი მოიგო ჰოპმანის თასზე და ავსტრალიის ღიაზე, მაგრამ პატაიაში პირველივე შეხვედრა დათმო - იაპონელ აიუმი მორიტასთან. საინტერესოა, რომ ეს მატჩი სამშაბათს დაიწყო და ხუთშაბათს დასრულდა, რისი მიზეზიც ცუდი ამინდი იყო. ამიტომაც აირია გრაფიკი და ზოგიერთ ჩოგბურთელს ერთ დღეს ორი მატჩის ჩატარება მოუწია.

საბოლოოდ, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს გერმანელმა საბინ ლისიცკიმ და რუსმა მარია კირილენკომ. ეს უკანასკნელი შარშანაც თამაშობდა გადამწყვეტ მატჩში და დამარცხდა სლოვაკ დანიელა ჰაანტუხოვასთან. საერთოდ, კირილენკოს ბოლო ოთხი წელი ტურნირი არ ჰქონდა მოგებული და ამ დროის განმავლობაში WTA-ს ოთხი ფინალი წააგო.

რუსისთვის ეს ფინალიც ცუდად დაიწყო. კირილენკომ თითქოს მოიპოვა ინიციატივა, მაგრამ ორგეიმიანი უპირატესობის შემდეგ ინციატივა მეტოქეს გადაულოცა და ანგარიში გათანაბრდა – 3:3. ამის შემდეგ ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ ბოლო გეიმში რუსი ჩავარდა და მეტოქეს სეტი დაუთმო.

მეორე პარტიის დასაწყისში ლისიცკიმ ბრეიკის კარგი შანსი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა, რამაც კირილენკოს დამაჯერებლობა შესძინა. ლისიცკის ვარდნა კი ცხრა გეიმის განმავლობაში გაგრძელდა - მან საკუთარი გეიმი მხოლოდ მაშინ აიღო, როცა მესამე სეტში ანგარიში 0:3 იყო. შემდეგ გერმანელმა ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ კირილენკოს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მატჩი ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე მიეყვანა გამარჯვებამდე – 5:2-ზე ორი მატჩბოლი მიიღო მეტოქის მოწოდებაზე, შემდეგ გეიმში კი 30:15-ს იგებდა, მაგრამ მარიამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. უფრო მეტიც, გერმანელმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და თავად გავიდა მატჩზე ჩასაწოდებლად.

კირილენკომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოიკრიბა და “მშრალი” ანგარიშით აიღო ბრეიკი, შემდეგ კი დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე ტაი-ბრეიკზე – 5:7, 6:1, 7:6(1). ამ მოგებით კირილენკომ WTA-ს რეიტინგში მეთხუთმეტედან მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა.

პარიზის ტურნირზე მთავარი ვარსკვლავები იყვნენ სარა ერანი და პეტრა კვიტოვა. ჩეხი კვლავაც დაკარგული ფორმის ძიებაშია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მან ორ სეტში წააგო მეოთხედფინალი კრისტინა მლადენოვიჩთან.

ერანი კი გაცილებით წარმატებული იყო, თუმცა ფინალამდე მისაღწევად იტალიელს მხოლოდ ერთი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება დასჭირდა. პირველ წრეში ის ისვენებდა, მეორეში 0:4-ის შემდეგ თამაში აღარ გააგრძელა მაგდალენა რიბარიკოვამ, მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილმა დაძაბული სამსეტიანი შეხვედრა ჩაატარა კარლა სუარეს-ნავაროსთან, ნახევარფინალში კი კიკი ბერტენსმა ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და თამაში მიატოვა.

ფინალში სარა შეხვდა მონა ბარტელს, რომელმაც გადამწყვეტ მატჩამდე მოუგო წყვილებში ერანის პარტნიორს - რობერტა ვინჩის, აგრეთვე, ადგილობრივი პუბლიკის იმედს მარიონ ბარტოლის. ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, მაგრამ გერმანელმა ორ სეტში მოახერხა მოგება. პირველში სარას ბრეიკ-პოინტების ცუდი რეალიზაცია ჰქონდა (შვიდიდან ერთი), მეორეში კი მონამ 5:2-ზე ორჯერ მატჩზე ვერ ჩააწოდა და ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა, რომელიც უკეთ ჩაატარა – 7:5, 7:6(4).

PTT Pattaya Open

ფინალი

მარია კირილენკო (რუს, 2)-საბინა ლისიცკი (გერ, 5) 5:7, 6:1, 7:6(1).

Open GDF Guez

ფინალი

მონა ბარტელი (გერ)-სარა ერანი (იტა, 1) 7:5, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნა ლი სოციალურ ქსელებში მარია შარაპოვაზე პოპულარულია

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა