ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სერია A მძიმე ევრობატალიების შემდეგ

სერია A მძიმე ევრობატალიების შემდეგ

თუ ასე გაგრძელდა, იტალიელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ყველა შემთხვევაში გერმანიის ბუნდესლიგას გადაულოცავენ
იტალიურმა გუნდებმა კიდევ ერთხელ მოიჭრეს ევროპულ ასპარეზზე თავი და თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ყველა შემთხვევაში გერმანიის ბუნდესლიგას გადაულოცავენ. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში "მილანი" "რეალთან" დამარცხდა და თანაც, უშანსოდ. "რომამ" სულაც "ბაზელს" გაატანა სამი ქულა ოლიმპიკოდან, "ინტერმა" კი კაცნაკლულ "ტპტენჰემთან" კინაღამ ოთხბურთიანი უპირატესობა გაანიავა. ევროპის ლიგაში სასტიკი მარცხი განიცადა "პალერმომ", რომელიც საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-სთან 0:3 განადგურდა. წააგო "სამპდორიამაც", თანაც არც თუ ძლიერ "მეტალისტთან". "იუვემ" "ზალცბურგს" ვერ მოუგო, "ნაპოლიმ" კი უმძიმეს კრიზისში მყოფ "ლივერპულს". მოკლედ, შედეგებია უარესს კაცი ვერც კი წარმოიდგენდს...

მერვე ტურის მატჩები სამ დღეზეა გადანაწილებული, რაც "ნაპოლი"-"ლივერპულის" გუშინწინდელი მატჩით გახლავთ განპირობებული. ლეგაკალჩომ გაითვალისწინა ნეაპოლელთა თხოვნა და თამაში კვირის ნაცვლად, ორშაბათს გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ შუაკვირაში ევროპაექრობები არ იგეგმება, დღეს მხოლოდ ერთი თამაში შედგება, ჩვენ კი კვირის მატჩებზე გადავიდეთ და თავდაპირველად, "იუვენტუსის" ბოლონიაში სტუმრობაზე ვთქვათ.

ჯანლუიჯი ბუფონის და ზდენეკ გრიგერას ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, "იუვე" ოპტიმალური შემნადგენლობით ხვდება მოახლოებულ პაექრობას. ლუიჯი დელ ნერი ტრადიციულ, 4-4-2 ტაქტიკას ამზადებს - შეტევის წინა ხაზზე, ფაბიო კვალიარელასთან ერთად ალბათ კარვალიო ამაურის ვიხილავთ. ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი", თუმცა აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ბოლო დროს ავტორიტეტული გამოცემა ამ საკითხში ყოველთვის ცდება. როგორც წესი, სავარაუდო შემადგენლობაში ამაურის გვარი ფიგურირებს, რეალურად კი სასტარტოში ალესანდრო დელ პიერო ასპარეზობს. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ გამართლდება "გაძეტას" ვერსია. გასულ ტურში, "ბიანკონერიმ" "ლეჩეს" გადაურბინა და დელ ნერი იმედოვნებს, რომ წარმატებული სვლა გაგრძელდება: "გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციაშია და მჯერა, რომ "ბოლონიასთან" სასურველ რეზულტატს მივაღწევთ. მეტოქე სახლშიც და გასვლაზეც უკნიდან თამაშობს და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ კონტრშეტევებზე იასპარეზებენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და შევეცადოთ, რომ ზონები კარგად გადავკეთოთ".

სავარაუდო შემადგენლობები

ბოლონია (4-1-4-1): ვივიანო - გარიჩი, პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი - რადოვანოვიჩი - ბუშე, მუდინგაი, ეკდალი, პაპონი - დი ვაიო.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - კრასიჩი, ფელიპე მელო, აკვილანი, მარკიზიო - ამაური, კვალიარელა.

საინტერესო მატჩი გაიმართება "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც "ინტერი" "სამპდორიას" უმასპინძლებს. ბოლო წლებში, გენუელებს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ჰყავთ და წესით, მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგო უნდა გაუწიონ. რაც მთავარია, სრულ მზადყონაში არიან ანტონიო კასანო და ჯამპაოლო პაცინი, რომლებიც უკვე ეროვნულ ნაკრებშიც წყვილში თამაშობენ. "სამპას" ათი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა - ასე რომ, გენუელებს ამბიციების ნაკლებობა არც წელს აწუხებთ.

"ინტერი" ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელმაც შუა კვირაში ევროპაექრობა მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრიტიკის ობიექტი გახდა. "ნერაძური" "ტოტენჰემს" ოთხი ბუღტის სხვაობით უგებდა, როდესაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა და მიუხედავად ამისა, მილანურ გრანდს სამი ბურთი გაუქვითა. ბუნებრივია, ეს ძალიან არ მოეწონა მასიმო მორატის, რომელმაც პრესასთან საუბარში შემდეგი განაცხადა: "მოვდუნდით და კაცნაკლული მეტოქისგან სამი გოლი მივიღეთ. "ინტერის" დარ გუნდს ასეთი რამ არ უნდა ემართებოდეს და იმედი მაქვს, მომავალში აღარ განმეორდება. როდესაც ოთხი ბურთის სხვაობით იგებ, გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო. მთავარია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან და ხარვეზები გამოვასწოროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, "სამპდორიასთან" მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

კვლავაც ტრავმირებულია დიეგო მილიტო და "სამპდორიასთან" ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, ესტებან კამბიასო გამოჯანმრთელდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებს. მის მხარდამხარ ხავიერ ძანეტის ვიხილავთ, შეტევაში კი შემდეგი ოთხეული გაირჯება: კოუტინიო, ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი და სამუელ ეტოო.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - ძანეტი, კამბიასო - პანდევი, სნეიდერი, კოუტინიო - ეტოო.

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ძაური, გასტალდელო, ვოლტა, ციგლერი - მარილუნგო, პაოლმბო, პოლი, გუბერტი - კასანო, პაცინი.

დროა, "ლაციოს" უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდი სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. ედუარდო რეიამ შესანიშნავად მოამზადა გუნდი და აგერ უკვე მერამდე შეხვედრაა, დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზები მორიგ სამ ქულას ელოდებიან და სრულიად ლოგიკურადაც, რადგან მეტოქედ არც თუ მაღალი ამბიციების მქონე "კალიარი" ჰყავთ. მართალია, სარდინიულმა გუნდმა რამდენიმე სენსაცია შემოგვთავაზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მრისხანე და დაუმარცხებელ მეტოქეთა კატეგორიაში ნამდვილად ვერ გავიყვანთ.

რეია ხშირად ცვლის ტაქტიკას და სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო - "ლაციოს" თავკაცს გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლაც სჩვევია და მიუხედავად ამისა, მოგებას მოგება მოსდევს. ამჯერად, სავარაუდოდ 4-3-1-2 სქემას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სერჯო ფლოკარისთან ერთად, ტომაზო როკის გაამწესებს. სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში მაურო სარატე, არადა, გასულ სეზონში გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. "ლაციო" აუცილებლად მთელი გუნდით შეუტევს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ბროკი, მათუზალემი, მაური - ერნანესი - როკი, ფლოკარი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, არიაუდო - კონტი, ნაინგოლანი, ლაძარი - კოსუ - აკვაფრესკა, მატრი.

ურთულესი გასვლითი მატჩი ელის "მილანს", რომელსაც "ნაპოლისთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. მასიმილიანო ალეგრის რონალდინიოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რადგან ბრაზილიელმა ფეხი იტკინა და რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს. გამომდინარე აქედან, ძირითად შემადგენლობაში ველოდებით რობინიოს, რომელმაც გასულ ტურში თავისი პირველი გოლი გაიტანა "მილანის" ამუნიციით. მწყობრში არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალეშანდრე პატო - შესაბამისად, თავთავიანთ პოზიციას დაიკავებენ. ძირითადში მოიაზრება კლარენს ზეედორფიც, არადა, "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ალეგრიმ მკაფიოდ განაცხადა: ამდენ შემტევ ფეხბურთელს სასტარტოში აღარ დავაყენებო. ვნახოთ, გამართლდება თუ არა "გაძეტას" ცოტა არ იყოს და საეჭვო პროგნოზი.

პაოლო კანავაროს დისკვალიფიკაციას თუ არ ჩავთვლით, "ნაპოლი" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. ვალტერ მაძარი ალბათ სამ ნომინალურ მცველს დააყენებს, ხუთ ნახევარმცველს და სამ შემტევს. უფრო უკნიდან მარე ჰამშიკი და ეზეკილ ლავეცი გაირჯებიან, წინა ხაზზე კი ედისონ კავანი იმოქმედებს. მაძარის თქმით, მისი გუნდი შეუტევს და შეეცდება მეტოქე პირველივე წუთებში გატეხოს - ანუ, გათქვა, სწრაფ გოლზე ვითამაშებთო. როგორც წესი, მწვრთნელები ასეთ გულახდილ განცხადებებს არ აკეთებენ და ვფიქრობთ, ეს უფრო მეტოქისთვის თავგზის არევის მცდელობა. ნებისმიერ სემთხვევაში, წინ ძალიან საინტერესო პაექრობა გველის.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კრიბარი, არონიკა - მაჯო, პაციენცა, გარგანო, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ბონერა, ანტონინი - გატუზო, პირლო, ზეედორფი - პატო, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

დღეს:

ფიორენტინა-ბარი 22.45
ხვალ:

პარმა-რომა 14.30

ბოლონია-იუვენტუსი 17.00

კიევო-ჩეზენა 17.00

ჯენოა-კატანია 17.00

ლაციო-კალიარი 17.00

ლეჩე-ბრეშა 17.00

უდინეზე-პალერმო 17.00

ინტერი-სამპდორია 17.00

ზეგ:

ნაპოლი-მილანი 22.45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 7 5 1 1 10-5 16

2. მილანი 7 4 2 1 11-5 14

3. ინტერი 7 4 2 1 9-3 14

4. ნაპოლი 7 3 3 1 13-9 12

5. იუვენტუსი 7 3 2 2 16-9 11

6. პალერმო 7 3 2 2 14-10 11

7. სამპდორია 7 2 4 1 9-7 10

8. კიევო 7 3 1 3 9-8 10

9. კატანია 7 2 3 2 8-7 9

10. ბრეშა 7 3 0 4 7-9 9

11. ჯენოა 7 2 2 3 7-9 8

12. ჩეზენა 7 2 2 3 5-8 8

13. რომა 7 2 2 3 7-12 8

14. ბარი 7 2 2 3 6-11 8

15. ლეჩე 7 2 2 3 5-12 8

16. კალიარი 7 1 4 2 7-6 7

17. ბოლონია 7 1 4 2 8-12 7

18. უდინეზე 7 2 1 4 4-9 7

19. პარმა 7 1 3 3 6-8 6

20. ფიორენტინა 7 1 2 4 7-9 5

ლაშა წიკლაური

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა