ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში დაძაბული ბრძოლა მოიგო, რითაც ფეხბურთელებმა შესარჩევი მატჩების წინ პოზიტიური განწყობა შეიქმნეს
საქართველოს ნაკრებმა ტირანაში დაძაბული ბრძოლა მოიგო, რითაც ფეხბურთელებმა შესარჩევი მატჩების წინ პოზიტიური განწყობა შეიქმნეს, ქართველ გულშემატკივრებს კი ნაკრებისადმი რწმენა ოდნავ მაინც გაუძლიერდათ.

თემურ ქეცბაიას გუნდს ნამდვილად არ უჩვენებია იმ ხარისხის ფეხბურთი, რომ ქებით ცაში ავიყვანოთ, უფრო პირიქით, კვლავ მრავლად იყო ხარვეზები და კონკრეტული ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებენ.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა გვიჩვენა ხასიათი - როცა გასვლით მატჩში, თუნდაც ამხანაგურში და თუნდაც ალბანეთთან, თამაში 0:1-დან 2:1-მდე მიგყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა შეგიძლია და შესაძლოა, უფრო ძლიერ მეტოქესთანაც შეგიძლია გქონდეს წარმატების იმედი.

მიმოხილვის დასაწყისში როინ კვასხვაძეს ვახსენებთ და აღვნიშნავთ, რომ მისი სახით ჩვენი ნაკრების კარში კიდევ ერთი საიმედო კიპერი ვნახეთ.

"ზესტაფონის” მეკარე ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორიას შეუძლოდ ყოფნის გამო მოხვდა და ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. მისმა რეაქციამ გოლისგან ორჯერ გვიხსნა - ერთხელ ზემოთ ნახსენებ ეპიზოდში და ერთხელად 79-ე წუთზე, როცა ანგარიში საყაიმო იყო - ალბანელთა მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მიმართულება ცოცხალმა კედელმა შეუცვალა, თუმცა კვასხვაძე ბურთს მაინც შესწვდა და საფრთხე ძელის დახმარებით გაანეიტრალა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობასა და განლაგებას: შეხვედრა თადარიგში დაიწყეს გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და ერთ-ერთმა წამყვანმა შუახაზელმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რაც სიურპრიზი არ ყოფილა - ორივე მათგანი საფრანგეთთან შესარჩევ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და ქეცბაიამ მათი 11 კაცს მიღმა დატოვება ამიტომ გადაწყვიტა.

ნაკრებს პირველად უკაპიტნა გურამ კაშიამ, რომელიც პირველ ტაიმში საყრდენად მოგვევლინა, მეორეში კი ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის ცენტრში ითამაშა.

მატჩის პირველ ნახევარში ცენტრალური მცველები ზურაბ ხიზანიშვილი და გია გრიგალავა იყვნენ, ხოლო ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ილია კანდელაკი მოქმედებდნენ; მოედნის ცენტრში კაშიას სანდრო კობახიძე შეუწყვილდა, მარჯვნიდან დავით თარგამაძე, ცენტრიდან ლევან ყენია, ხოლო მარცხნიდან ნიკა ძალამიძე უტევდა.

ერთადერთ ცენტრფორვარდად ქეცბაიამ ლევან მჭედლიძე გაამწესა, რომელიც პირველი ტაიმის შუაწელში შესაცვლელი შეიქნა და მისი ადგილი მათე ვაწაძემ დაიკავა.

თამაში დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, რაც მეტოქეთა არცთუ მაღალ კლასთან ერთად, მოედნის საფარის საშინელი მდგომარეობითაც უნდა იყოს გამოწვეული. უშინაარსო დებიუტის შემდეგ დაწინაურება მასპინძლებმა შეძლეს - ერიონ ბოგდანიმ გრიგალავას საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ალბანელები წინ გაიყვანა.

თამაშის სურათი არ შეცვლილა, გუნდები ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ შინაარსიანი ფეხბურთის ჩვენებას. სამაგიეროდ, ეფექტური გამოდგა 41-ე წუთზე განხორციელებული კომბინაცია, რომელსაც ქართველთა გოლი მოჰყვა.

სწრაფი კონტრშეტევისას სამი ჩვენი შემტევი ორი ალბანელის წინააღმდეგ დარჩა და რიცხობრივი უმრავლესობა იდეალურად გამოვიყენეთ.

თარგამაძემ ბურთი ყენიას გაუჭრა, რომელმაც გამოზომილი გადაცემით ვაწაძე მოძებნა და ამ უკანასკნელმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მიწურულს კვასხვაძემ აგოლის დარტყმა მოიგერია.

შესვენებაზე და მეორე ტაიმის მსვლელობისას ქეცბაიამ არაერთი ცვლილება განახორციელა, რასაც ჩვენი ნაკრების თამაშზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. პირიქითაც შეიძლება ითქვას - ოქრიაშვილმა გვიჩვენა, ვინ არის გუნდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებს დაწინაურება ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ ვაწაძესა და თარგამაძეს მიზნამდე მცირედი დააკლდათ.

გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო - კვასხვაძის მიერ მოგერიებული რიკოშეტი უკვე ვახსენეთ.

გამარჯვების გოლი სტუმრებმა ოქრიაშვილის ფლანგური გარღვევის შემდეგ გაიტანეს. უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, ბურთს მიმართულება უცნაური, მაგრამ რაც მთავარია, შედეგიანი მოძრაობით შეუცვალა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ლობჟანიძემ, ისევე, როგორც ვაწაძემ, ტირანაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში გამარჯვებით ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და როგორც უკვე ვთქვით, საკვალიფიკაციო მატჩის წინ დადებითი ფონი შექმნა.

გასვლითი გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ და საღამო იმითაც არის კარგი, რომ ფიფას რეიტინგში წინ წაგვწევს, ხოლო იმის შეფასება, აქვს თუ არა პროგრესი ჩვენს ეროვნულ გუნდს, ოფიციალური შეხვედრებისთვის გადავდოთ.

ამხანაგური მატჩი

06.02. ტირანა. ქემალ სტაფა. 12 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 1:2

გოლები: 1:0 ბოგდანი (26), 1:1 ვაწაძე (41. ყენიას პასით), 1:2 ლობჟანიძე (83. ოქრიაშვილის პასით)

ალბანეთი: ბერიშა, ლილა, ოსმანი, კანა, კური, აგოლი, ბულკუ, ვილა, ბაქაი, როში, ბოგდანი

შეცვლაზე შევიდნენ: უიკანი, ტელუში, დუშკუ, ვუკაი, სადიკუ, არაპი, ჰისაი, ვაიუში, ლიკა, ბალაი, მუზაკა

საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, ხიზანიშვილი (78. თომაშვილი), გრიგალავა (46. კანკავა), კანდელაკი (46. კვირკველია) - კაშია, ს. კობახიძე (63. ძარია) - თარგამაძე, ყენია (61. გელაშვილი), ძალამიძე (46. ოქრიაშვილი) - მჭედლიძე (21. ვაწაძე)

სათადარიგოები: მაკარიძე, მ. კობახიძე

Video

ალბანეთი - საქართველო 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს და ალბანეთის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირების ისტორია

• gela

მინდა ვკითხო ,,კომენტატორს", მალმალე რომ ამბობს სიტყვას ,,სტანდარტი" შეასრულაო. ამბობს სტანდარტს ამბობს აუტზეც, კუთხურზეც, თავისუფალზეც, ჯარიმაზეც, ერთი სიტყვით ყველაფერზე. ვიცით რომ ეს ყველაფერი სტანდარტული მდგომარეობებია, მაგრამ ბავშვი რომ უყურებს და თან ფეხბურთის წესებში იყურება, იქ იპოვის ,,სტანდარტის " განმარტებას? თქვი დალოცვილო კუთხურზე კუთხური, თავისუფალზე თავისუფალი და ა.შ. ვითომ მაგარი ხარ და ამ დროს სისულელე გამოგდის.

• vaxa

Shoda, ვის მიმართავ თხოვნით კომენტატორებთან დაკავშირებით?

• vaxo

Shoda, კომენტატორები არ მოგწონს ჯიგარო? აუ, ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ნაკრები შედეგს ვერ აჩვენებს? შეიძლება. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ან კოტე უნდა ავაყენოთ საფლავიდან ან .... მიდი Shoda, სცადე ბედი, შეიძლება გამოგივიდეს კომენტატორობა.მართლა რა გვეშველება ასეთი აზროვნებით.

• daviti

turi,იცი რამდენი აქვს ქეცბაიას ხელფასი?რატომ არის ეს ესოდენ გასაიდუმლოებული?არ დაიღალეთ იმაზე აპელირებით,ამ კონტიგენტით მეტის მიღწევა არ შეიძლებას ზახილით?თუ ასეა და შედეგის მიღწევის არანაირი შანსი არ გვაქვს,რათ გვინდა ისეთი მწვრთნელი რომლის ხელფასი იმდენად არ შეესაბამება მიღწეულ შედეგს რომ,ვერ ამხელენ?დარწმუნებული ვარ არანაკლებია ქეცბაიას ანაზღაურება ვიდრე ბევრი ტოპ ნაკრების მწვრთნელისა,ან ესპანეთის ნაკრებთან Uკეთეს თამაშის ხარისხს,ან შედეგს ითხოვს ვინმე?მალტას და ალბანეთს,ფინეთს,ბელორუსს უკეთ არ უნდა ვეთამაშებოდეთ?ესეც თუ მიუღწეველია წავიდეს მაშინ და იმ გასაიდუმლოებული 6ნიშნა ხელფასის სხვა,მაგალითად განადგურებულ ბავშვთა ფეხბურთში ჩადება არ ჯობია?

• ani

კარგია ბიჭებმა რო მოიგეს! ბევრი არც იყო ფორმაში, მათ გუნდები არ თამაშობენ ეხლა ჩემპიონატს, შესვენება აქვთ და ამის ფონზე კარგად ითამაშეს. ანალიზი რაც გაუკეთეს საიტზე ამ შეხვედრას მცდარია და ძაან მაგონებს ჩვენს კომენტატორებს. არ შეიძლება ყველაფერს მიუდგე დამახინჯებული ვითომ ობიექტური მხრიდან და ძალით კრიტიკა არ არის პასუხი ჩვენი ნაკრები სწორ გზას ადგას ჩემი აზრით და ნუ იქნებით უაზროდ პრეტენზიულები

• guja_kakhadze

1)"ერიონ ბოგდანიმ გრიგალავას საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ალბანელები წინ გაიყვანა"... ბოგდანი არავის აუყვანია, ამიტომ თავისუფლად იდგა და გოლის გატანაც არ გასჭირვებია. 2)თარგამაძემ ძლიერი პასი გააკეთა და ყენიამ მაინც მიუსწრო. ეს ძალიან კარგია. ვაწაძემ კი ნამდვილად დასწრებაზე ითამაში და ლამაზი გოლიც გაიტანა. 3)"უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, ბურთს მიმართულება უცნაური, მაგრამ რაც მთავარია, შედეგიანი მოძრაობით შეუცვალა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა"... უჩამ მიზანმიმართულად გააკეთა ქუსლით დარტყმა და ესეც ჩვენი ნაკრების აქტივში უნდა ჩაიწეროს. 4)თუ ეს თამაში მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, ნიშნავს რომ სწორ გზას ვადგავართ!

• Shoda

გუნდი და ფეხბურთი მანდამაინც არა სახარბიელო! მაგრამ ამ კომენტატორებმა სად ისწავლეს ნეტავ? ან ასწავლეთ მაგ ხალხს, თუ როგორ უნდა გაუკეთდეს კომენტარი ფეხბურთის მატჩს, ანდა ჩემი თხოვნა იქნება ( და ალბათ არა მარტო ჩემი) მოაშორეთ ეგ ხალხი, თუ ღმერთი გწამთ!!

• Yoan

გურამს ვეთანხმები, ამ გუნდით როგორ გინდა იტამაშო უკეთესად???? ჯიგაოჯან საერთოდ შენ რას პორტში ხარ?? ადექი დივანიდან ქადი საქმე გააკეთე, ინერნეტიც ტყვილა გაქვს, პორნოების ყურების და უვიცი კომენატრაების წერის მეტს არაფერს არ აკეთებ ))))

• turi

გურამის სრულად ვეთანხმები! ჯიგაროს: შენ ზედმეტად ბევრს უყურებ GMG-ს, და ილუზიებში ხარ, ალბათ ერთ-ერთი ევროპული გრანდის "ფან კლუბის" წევრობითაც მოგაქვს თავი:) და გგონია რომ დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებ. გრანდებში ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც მილიონებს აკეთებენ და ჩვენთან თავს ძლივს ირჩენენ. ხოდა ნუ ელოდები რომ საქართველოს ნაკრებს მაურინიო გაწვრთნის ან ბევრი მესი გვეყოლება. აქედან გამომდინარე შენ და შენნაირმა ძალით ფეხბურთის მცოდნე კრიტიკოსებმა დაანებეთ ქეცბაიას და ნაკრებს თავი, აცალეთ რაგაცის შექმნა, ინფორმაციისთვის ამ მწვრთელმა დაბალი დონის გუნდი "ანორთოსისი" ჯგუფური ეტაპზე გაიყვანა და ჩვენ ნაკრებს ხორვატიაზე გაამარჯვებინა და ესპანეთთან 0:1 წააგო. ხოდა მოკეტეთ!:)

• gurami

ქეცბაია აკეთებს ყველაფერს არსებული მასალით რისი გაკეთაბაც შეიძლება. ნაკრების ბირთვის 70 80 პროცენტით უკვე შეიკვრა. სტაბილური ბირთვის შეკვრა ვერც ერთმა წინა მწვრთნელმა შეძლო. ასე რომ ქეცბას დამსახურება დიდია ნაკრების კეთების საქმეში. ქეცბას მიზანია მომდევნო შესარჩევში თავის გამოჩენა და იმედია ქვეჯგუფიც ზაან არ გვიმუხთლებს როგორც ახლა. წარმატებები, საქმე გონივრულად მიიწევს წინ.

• Jigaro

ვაშაააააააააა!...ამას თუ ფეხბურთი ქვია...წადი რა ქეცბაია, თავი გაგვანებე...ღმერთი არა გწამს?

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია