ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
6 თებერვალს ტირანაში გამართული ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

ალბანურ მატჩში მასპინძლებმა 26-ე წუთზე ბოგდანის გოლით დაწინაურება შეძლეს, რის შემდეგაც ჯერ 41-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი უჩა ლობჟანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

თემურ ქეცბაია:

"რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებმა სულ ახლახან დაიწყეს სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება და ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, ალბანეთის ნაკრები კი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და ასეთ ვითარებაში მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო.

მოხარული ვარ, რომ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ბრძოლა განვაგრძეთ და ორი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადოდ უნდა მოვემზადოთ საფრანგეთში გასამართი ოფიციალური მატჩისთვის და იქამდე დარჩენილი თვენახევარი ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

დარწმუნებული ვარ, ბიჭები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. მათ კარგად ესმით, რომ იქ წარმატების მისაღწევად სულ სხვა თამაში და გაცილებით დიდი შრომა იქნება საჭირო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

Jigaro
...რა წარმატებაზე ბაზრობს ეს უტვინო მწვრთნელი...ფუი...
guja_kakhadze
ფრანგებთან აქცენტი სირბილზე თუ არ გაკეთდა, უბრალოდ გადაგვირბენენ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა