ინტერვიუ საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2"-ის მთავარ მწვრთნელთან
"დინამო თბილისი" ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი კლუბია, რომელსაც გუნდი უმაღლეს ლიგაშიც ჰყავს და პირველ ლიგაშიც. ამ კლუბს აქვს ამისთვის ყველა საჭირო რესურსი.

საკამათო უნდა იყოს სხვა რამე - უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებმაც რომ მოისურვონ იგივე, პირველი ლიგა უმაღლესი ლიგის მეორე გუნდებით უნდა გაივსოს?

როგორც უნდა იყოს, "დინამო თბილისმა" ეს პროექტი განახორციელა. "დინამო 2"-ს გამოცდილი სპეციალისტი, რამაზ მუმლაძე უდგას სათავეში.

მუმლაძე მხოლოდ ახალგაზრდებთან მუშაობაში როდია წარმატებული; მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2009 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მოკლედ, "დინამო 2"-ს საკმაოდ სახელიანი სპეციალისტი წვრთნის და მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- როგორ შეაფასებდით ამ პროექტს, რა არის მისი მთავარი დანიშნულება?

- "დინამოსთვის" ეს მართლაც კარგი პროექტია, ჭკვიანი კაცის მოფიქრებული. ალბათ, ყველა გუნდშია ისეთი ფეხბურთელი, გარკვეული პერიოდის დროს პირველ გუნდში თამაში რომ არ უწევს და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

მანამდე "დინამოს" მხლოდ დუბლები ჰყავდა, ახლა კი მეორე გუნდიც ჰყავს პირველ ლიგაში.

ბრწყინვალე პირობები გვაქვს, დიღმის ბაზაზე ვვარჯიშობთ. ამ პროექტის ავტორი ბუბა ტყავაძე გახლავთ.

- "დინამო 2"-ში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში თამაშის დრო რომ უდგას. შესაძლოა, ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ ფაქტია, "დინამო 2"-ის ზოგ ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის არცთუ მცირე გამოცდილება აქვს...

- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის წინ ნაყოფიერი შეკრება ვერ მოვასწარით, რადგან ყველაფერი უცბად გადაწყდა. რამდენიმე თამაში ჩავაგდეთ და ახლა მე-4 ადგილზე ვართ. ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, ახლა ყალიბდება.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა და ვფიქრობ, ასეც მოხდება.

იყო პერიოდები, როცა "დინამო 2"-ის ფეხბურთელები პირველ გუნდთან ვარჯიშობდნენ. ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები: ხოჭოლავა და პაპავა ახლა პირველ გუნდთან არიან შეკრებაზე, პარუნაშვილი და ტვილდიანი კი ჯერჯერობით ჩვენთან ვარჯიშობენ.

- ამ დროისთვის პირველი გუნდის რომელი ფეხბურთელია "დინამო 2"-ში?

- კაკუბავას ტრავმა ჰქონდა და ახლა ჩვენთან უნდა აღიდგინოს ფორმა. "დინამო 2"-ში ვარჯიშობს ნიკა კვეკვესკირიც.

- პირველ ლიგაზე რას გვეტყოდით, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ტურნირი?

- ძალიან ცუდი მოედნებია. სადაც კი სათამაშოდ წავედით, არსად არ დაგვხვდა კარგი მინდორი. ფაქტობრივად, ყანაში გვიწევს თამაში.

- პირველ ლიგაში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონათ?

- ლანჩხუთის "გურია". ამ გუნდში უკვე დაკაცებული, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები თამაშობენ. სეზონის პირველ ეტაპზე კარგი, ახალგაზრდული და ტექნიკური გუნდი იყო "სასკო", რომელთანაც ორივე მატჩი წავაგეთ. პირველ ლიგაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, ისეთები, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ. შესაბამისად, პირველ ლიგაში თამაში ადვილი ნამდვილად არ არის.

- მეორე ეტაპის წინ ახალი ფეხბურთელები თუ დაიმატეთ?

- "სასკოდან" გადმოვიყვანეთ არახამია; "დინამოს" დუბლებიდან ჩვენთან მოვიდნენ გურეშიძე, სარიშვილი და სამხარაძე.

- უმაღლესი ლიგის თამაშებზე დასასწრებად გრჩებათ დრო?

- უმაღლეს ლიგაში არსებულ ტენდენციებზე საუბარი ჩემთვის რთულია, რადგან მეტწილად მხოლოდ "დინამოს" მატჩებზე თუ ვახერხებ დასწრებას.

- საკმაოდ დიდი ხნის წინათ "დინამოში" იყო განხორციელებული მსგავსი პროექტი. მაშინ "დინამოს" მეორე გუნდს "თბილისი" ერქვა და მაშინაც "დინამოს" მეორე გუნდის ხელმძღვანელი თქვენ იყავით. "თბილისში" მაშინ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობდნენ, მაგალითად, რატი ალექსიძე და ლადო ბურდული. "დინამოს" ახლანდელ მეორე გუნდში თუ ხედავთ ასეთ ტალანტებს?

- ეს პროექტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რომ "დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდები დაწინაურდნენ. ისეთი ფეხბურთელები უნდა მოვამზადოთ, რომ დაჭირდება თუ არა პირველ გუნდს, უკვე მზად იყვნენ იქ სათამაშოდ. ამისთვის ვმუშაობთ და ეს გაკეთდება კიდეც. რაც მთავარია, კლუბის ხელმძღვანელობისგან ყურადღება არ გვაკლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eqsperti
სეგუნდა დივიზიონში რომ ყავთ ბარსელონას რეალს და ვალენსიას მეორე გუნდები დანაშაულია თუ როგორაა საქმე? აბა ჰე დაადგინეთ ბატონო დავით ერევა თუ არა სპორტის მინისტრი ფედერაციის საქმიანობებში თუ ბოლოს და ბოლოს დაწერთ რამე საინტერესო სტატიას.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!