ინგლისური მასმედიის მტკიცებით, ჩელსი მზადაა, ლამპარდს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს
ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანულმა პრესამ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა: "ჩელსის" ხელმძღვანელობა დათმობაზე მიდის და მზადაა, გუნდის ლიდერს, 34 წლის ფრენკ ლამპარდს ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის მიწურულს უმთავრდება. ფრენკს იმდენად სურდა "სტემფორდ ბრიჯზე" გაჩერება, რომ დეკემბრის დასაწყისში კლუბს ანაზღაურების 2/3-ით შემცირება თავად შესთავაზა, თუმცა მაშინ ამაზეც უარი მიიღო. ყოველივეს მიზეზი კი რომან აბრამოვიჩის პოზიცია იყო. "ჩელსის" ბანაკში ერთადერთი სწორედ რუსი ოლიგარქი გახლდათ, ვისაც ლემპსი გასაშვებად ემეტებოდა.

გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ფეხბურთელისთვის თავიანთი სიყვარული დაემტკიცებინათ. საშინაო შეხვედრებს ისე არ ჩაუვლია, რომ მისი პლაკატი არ ყოფილიყო გადმოფენილი; იმართებოდა საპროტესტო აქციები კლუბის ოფისთან. ფანები გაოგნდნენ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ კერპს შესაძლო იყო, კარიერა "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გაეგრძელებინა.

"დეილი მეილი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და მის წარმომადგენელთან უკვე დაწყებულია და ის "სასურველი ტემპით" ვითარდება. ამავე თემაზე გააკეთა კომენტარი 7 თებერვალს talkSPORT-თან ინტერვიუში "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა გრემ ლე სომ.

მისი ვარაუდით, კლუბი ვარსკვლავს თანამშრომლობას რამდენიმე კვირის წინ შესთავაზებდა: "პრესაში ყველა ერთსა და იმავეს წერდა, რომ "ჩელსიში" ნამდვილი შეშლილები მუშაობენ, რაკი ისინი ფრენკს წასვლის ნებას აძლევენო. დარწმუნებული ვარ, რომ ეშლი კოულთან ერთად კლუბი დარჩენას მასაც შესთავაზებს. ლამპარდს რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები და ჩვენ, გულშემატკივრებს თუ ჟურნალისტებს, ეს რატომღაც გვავიწყდება. მას აქტიური კარიერის მაქსიმუმ 2-3 წელი დარჩა. რა გზას უნდა დაადგეს? დათანხმდეს ტოპკლუბში დარჩენას, თუ 2-3 მილიონით მეტის შოვნაზე იფიქროს? მას უამრავი შეთავაზება ექნება და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ გამოსავალს იპოვის".

მიმდინარე სეზონში ლამპარდის ანგარიშზე 33 შეხვედრაში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, ვინც მიჯრით 10 სეზონში მოახერხა 10 და მეტი გოლის გატანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა