სეზონის დასრულების შემდეგ ჯეიმი კარაგერი ფეხბურთიდან მიდის
"ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდზე 7 თებერვალს მოულოდნელი ინფორმაცია გაჩნდა. ვიცე-კაპიტანმა ჯეიმი კარაგერმა სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. არადა, "წითლების დიდ მსახურს", როგორც 35 წლის მერსისაიდელს ფანები უწოდებენ, ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, რაც მან ბოლო ტურში "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაშიც დაამტკიცა.

კარა "ლივერპულის" ნამდვილი ლეგენდაა. მისი დებიუტი მშობლიურ კლუბში 1997 წელს შედგა. ჯეიმი კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა ჩატარებული თამაშების რაოდენობით (723), პირველადგილოსან იან კალაჰანს ის მთელი 134 თამაშით ჩამორჩება. დებიუტის შემდეგ კარაგერი ბევრი ღირსშესანიშნავი ამბის მომსწრე გახდა. მისი დამსახურებებისთვის ჩვენ მხოლოდ თვალის გადავლებაღა გვრჩება.

1997/98 სეზონის ბოლოს კარაგერი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

1999 - 28 აპრილს უნგრეთთან მას დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში.

2001 - ჯეიმის ანგარიშზეა უეფას, ასოციაციისა და ლიგის თასები; ამას გარდა, იმარჯვა ინგლისის სუპერთასზეც.

2004-იდან მოყოლებული, რაფა ბენიტესის თხოვნით, კარა ცენტრალურ მცველად იწყებს თამაშს.

2005 - ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხდება.

2006 - კიდევ ერთი გამარჯვება ასოციაციის თასზე.

2007 - მარცხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამავე წელს წყვეტს სანაკრებო კარიერას.

2008 – ითამაშა მე-500 თამაში "ლივერპულის" მაისურით.

2010 – ბრუნდება ეროვნულ გუნდში და მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ.

2012 – იმარჯვებს ლიგის თასის გათამაშებაში.

2013 – საფეხბურთო კარიერის დასასრული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეიმი კარაგერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა