" სუონსი" მიკაელ ლაუდრუპს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს
"სუონსიმ" 2012/13-ის სეზონის დაწყებამდე კლუბის ბოლო წლების წარმატების სულის ჩამდგმელი ბრენდან როჯერსი დაკარგა. ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა კარიერა "ლივერპულში" განაგრძო. დამრიგებლის გარდა, "ლიბერთი სტედიუმიდან" წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი წავიდა.

ყველას ეგონა, რომ "გედები" თამაშს მოუკლებდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. "სუონსიში" მიკაელ ლაუდრუპი დაინიშნა, ვისი ხელმძღვანელობითაც ისტორიაში პირველად კლუბმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც 24 თებერვალს ჩემპიონშიპის "ბრედფორდს" დაუპირისპირდება. პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმა ჩათვალა, რომ აღნიშნული მიღწევა საკმარისია, რათა 48 წლის სპეციალისტს ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება შესთავაზოს. მოქმედი კონტრაქტი დანიელს 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.

"ლაუდრუპმა არაორაზროვნად გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ის ჩვენთან ყველაფრით კმაყოფილია, მაგრამ არც მთელი დარჩენილი კარიერის ჩვენთან გატარებაზე ოცნებობს. ჩვენი აზრით, გარკვეული ბალანსი უნდა მოვნახოთ. ვფიქრობ, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი "სუონსის" მწვრთნელად, საერთო ჯამში, სამი წელიწადი იმუშავებს. მომდევნო კვირების განმავლობაში მე მასთან და მის აგენტთან ვაპირებ შეხვედრას, რათა ახალი ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ," – აცხადებს ჯენკინსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"რეალში" ჟოზე მოურინიო შეიძლება მიქაელ ლაუდრუპმა შეცვალოს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა