<p>მდიდარს ართმევენ, ღარიბს აძლევენ... "სამაია" ბოლოსწინა ტურშიც დამარცხდა <br> ბოლო დროს საქართველოს მოჭადრაკე ქალებს უცნაური რამ დასჩემდათ: შარშან ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობის ფავორიტ რუსეთის ნაკრების მოუგეს, მაგრამ საშუალო დონის აზერბაიჯანელ დიდოსტატებთან ქულა დაკარგეს და ჩემპიონატის ოქროს მედალიც.</p><p>ამას წინათ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩინეთის უძლიერეს გუნდს სძლიეს, მაგრამ სერბებთან წააგეს, რითაც ვერცხლის მედლებს ვერ შესწვდნენ. არადა, ყველა დაფაზე ჩვენებურთა რეიტინგი და ოსტატობა ბევრად აღემატებოდა მეტოქისას. ერთმა გულშემტკივარმა მწარედ იხუმრა კიდეც: ჩვენი ქალთა გუნდი არსენასავით მდიდარს ართმევს და "ღარიბებს" ქულებს ურიგებსო.</p><p>გვეგონა, ამ უცნაურობას პლოვდივში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მაინც ავცდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი ამაო გამოდგა. შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა "სამაიამ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო: სძლია ტურნირის რეიტინგფავორიტ მონაკოს "მონტე კარლოს", ერევნის მიკას და დაუზავდა კრასნოტურინსკის AVS-ს. მეხუთე ტურში ვერაფერი გააწყო რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, თანაბარი ძალის სანკტპეტერბურგელებთან და სასტიკი მარცხი იწვნია 0,5:3,5, გუშინ ბოლოსწინა ტურში კი საშუალო დონის "გიპრორეჩტრანსთან" დათმო 1,5:2,5) პაექრობა: როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ დაფაზე ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2499) და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2500) დაზავდნენ, მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა (2451) თეთრებით მონგოლ ბათჰუიაგ მონგონთუულს (2412) აჯობა. წარმატების იმედი მომდევნო ორ დაფაზე ჩაგვეფუშა, სადაც ჩვენებურებს რეიტინგში, ოსტატობასა და ტიტულებში მეტოქეებთან დიდი უპირატესობა ჰქონდათ: სალომე მელია (2439) ელენა ზაიაცს (2407), ხოლო ნინო ხურციძე (2435), თანაც თეთრებით მარია ფომინიხს (2305) დანებდა.</p>
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე