დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა მოსკოვის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც მონაწილეობს
რუსეთის დედაქალაქში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა მოსკოვის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

ნინო ბაციაშვილი, რომელიც რეიტინგით მეორეა ტურნირზე და კარგი სტარტიც აიღო, 8 თებერვალს მეორედ დამარცხდა: შავი ფიგურებით 36-ე სვლაზე მარია კომიაგინას დანებდა.

სამაგიეროდ, რუსეთის ქალთა ნაკრების ყოფილ წევრ მარია რომანკოს ვერ აჩერებენ: ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ამჯერად ბელარუსი ლანიტა სტეცკო შეიწირა. 6-6 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებსაც რუსები - ევგენია ოვოდი, ლიდია ტომნიკოვა და ვიქტორია ტარასოვა იყოფენ, რომლებმაც მე-7 ტურში, შესაბამისად, თანამემამულეებს - ალინა ბივოლს, ოლგა ილიუშინას და სვეტლანა შულაკოვას აჯობეს.

ანა გავაშელმა გუშინ რუს დარია გრიგორიევას მოუგო და, ბაციაშვილის მსგავსად, 4,5 ქულას მოუყარა თავი. ჩვენებურებმა საპრიზო სამეულში გასვლის შანსი დაკარგეს.

9 თებერვალს ბოლოსწინა - მერვე ტურის პარტიები გაიმართება. ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ოვოდი-რომანკო, ტომნიკოვა-ტარასოვა, ბოდნარუკი-კომიაგინა, სტეცკო-ჩაროჩკინა, ფომინიხი-კლიჩკოვა... სანდუგახ შაიდულინა (რუსეთი)-ნინო ბაციაშვილი, პოლინა შევალიოვა (რუსეთი)-ანა გავაშელი.

სხვაობა ქულამდე გაიზარდა

ქართველი დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე ბულგარეთის 35-ე ღია ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით მეწინავეთა შორის იყო და ლიდერთა კვარტეტს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა.

8 თებერვალს შავი ფიგურებით მასპინძელ ფიდეს ოსტატ ვალერი ლილოვს უწევდა მეტოქეობას, რომელსაც რეიტინგში 187 პუნქტით (!) უსწრებს. ჩვენებურმა ბულგარელის დამარცხება ვერ შეძლო - მხოლოდ ყაიმს გამორჩა.

ამ წაფორხილებით იგი ერთპიროვნულ ლიდერ ალექსანდრ ფიერს (ბრაზილია), რომელმაც რუმინელი ვლად-კრისტიან იანუ დაამარცხა, ქულით ჩამორჩება.

წარმატებით ითამაშა ჩერნოგორიელმა ნიკოლა ჯუკიჩმა - შავი ფიგურებით აქსელ რომბალდონის (იტალია) გააჩერებინა საათი.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა ივან ჩეპარინოვმა (ბულგარეთი) ვასილის ბანისს (საბერძნეთი) სძლია. დაზავდნენ: მილენ ვასილევი (ბულგარეთი) - ბართლომეი ჰებერლია (პოლონეთი), გრიგორ გრიგოროვი (ბულგარეთი) - ვასილ სპასოვი (ბულგარეთი), ივაილ ენჩევი (ბულარეთი) - დანიილ დვირნი (იტალია), ანგელო დამია (იტალია) - შოთა აზალაძე, სალომე ხაჟომია - ნიკოს სტამოელასი (საბერძნეთი).

შვიდი ტურის შემდეგ: ფიერი-6,5, ვასილევი, ჰებერლია, ჯუკიჩი-6-6, ოც მოჭადრაკეს, მათ შორის - პაიჭაძეს, 5.5-5.5 ქულა აქვს. აზალაძემ და ხაჟომიამ 4.5-4.5 ქულა მოაგროვეს და დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, პაიჭაძე კი მლადენ გოჩევს (ბულგარეთი) გაუწევს მეტოქეობას.

საგზურებისთვის ბრძოლა გამწვავდა

თვრამეტი წლის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატი, როგორც გაუწყეთ, საკვალიფიკაციო შეჯიბრებაცაა, რადგან ჩემპიონები თანატოლთა შორის მსოფლიოს პირველობაზე გაემგზავრებიან, ვერცხლის მედალოსნები კი ევროპელ თანატოლებს გაუწევენ მეტოქეობას.

საგზურებისთვის ბრძოლა მეტ სიმძაფრეს ჰმატებს თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ტურნირს, სადაც 8 თებერვალს მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა.

გოგონებში მორიგი გამარჯვება იზეიმეს ნატო იმნაძემ და ნანი უნაფქოშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, ანა კუჭავა და ადა ქაქუთია დაამარცხეს და 5,5-5,5 ქულით დაწინაურდნენ.

მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: თეკლა მაჭარაშვილი - ანა შამათავა 0:1, დეა გოგიშვილი - ნინო ხომერიკი 1:0, მარიამ ჭოლაძე - თათია კოხრეიძე 1:0.

9 თებერვალს მე-8 ტურში ითამაშებენ: შამათავა (5) - იმნაძე (5,5), უნაფქოშვილი (5,5) - გოგიშვილი (4,5), კუჭავა (5) - ჭოლაძე (4,5).

ვაჟებს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავთ - ალექსანდრე ებრალიძე. გუშინ მან შავი ფიგურებით ლეონტი ხუბუნაიას აჯობა და 6 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

5,5-5,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (დაუზავდა ირაკლი ბერაძეს), შალვა ნადირაშვილი (ნიკა ღვამბერია დაამარცხა) და ირაკლი ბერაძე იყოფენ. 5 ქულა აქვს გიგლა ბენიძეს (თემურ ოთხოზორიას სძლია).

4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი ნოე თუთისანმა (ნიკოლოზ პეტრიაშვილს გააჩერებინა საათი), ირაკლი კელეპტრიშვილმა (ნინო ჯალაღონიას მოუგო) და გიორგი სიბაშვილმა (ანტონ ნადირაძეს აჯობა). მეწინავენი მე-8 ტურში ასე დაწყვილდნენ: ებრალიძე - ქუმსიაშვილი, ბერაძე - ნადირაშვილი, ბენიძე - თუთისანი, კელეპტრიშვილი - სიბაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა