თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ვალდას ივანაუსკასის გუნდმა მეოთხე ტესტმატჩში ჩეხური "მლადა ბოლესლავი" დაამარცხა
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "დილამ" მეოთხე ტესტმატჩი ჩაატარა და ჩეხური "მლადა ბოლესლავი" 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა თავსხმა წვიმის თანხლებით გაიმართა, მაგრამ როგორც ანგარიშიდან ხედავთ, ცუდმა ამინდმა თამაშის სანახაობრივ მხარეზე გავლენა ვერ მოახდინა.

მატჩს "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია, კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილი დაესწრნენ.

იქვე იყვნენ თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებიც - მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ასისტენტით და გუნდის უფროსი გია ჯიშკარიანი.

მატჩის პირველი ტაიმი ჩეხებმა მოიგეს, "დილას" თამაში კი შესვენებისას განხორციელებულმა შეცვლებმა გამოაცოცხლა.

"ბოლესლავის" კარში გოლები ბაჩანა არაბულმა, ნიკოლოზ ჯიშკარიანმა და დავით კვირკველიამ გაიტანეს. ვალდას ივანაუსკასის გუნდი 3:1 დაწინაურდა, შეხვედრის ბოლო გოლი კი მეტოქემ 86-ე წუთზე გაიტანა.

"დილამ" ჩეხეთის 2011 წლის თასის მფლობელთან ამ შემადგენლობით ითამაშა: იქსტენსი, ალადაშვილი (75. გოგინაშვილი), კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, არზიანი (55. ლობე), რამოსი, გორელიშვილი (75. ლომიძე), მოდებაძე (55. ჯიშკარიანი), ილურიძე (55. არაბული).

შეკრების ბოლო ამხანაგურ შეხვედრას "დილა" 11 თებერვალს სერბულ "რადნიჩკისთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა