გორგოძის, ჟღენტის, ჩხაიძის, შველიძისა და ნარიაშვილის "მონპელიე" ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება

ევროპული საკლუბო თასების ორი ტურის გამო გამოწვეული შესვენების შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატი მე-10 ტურის შეხვედრებით განახლდება. შეგახსენებთ, რომ ლიდერთა ექვსეულში არიან და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან ქართველ მორაგბეთა გუნდები "მონპელიე", "ტულონი" და "კლერმონი".

ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, პარიზულ "მეტრო რასინგს" ერთი ქულით ჩამორჩება.

"მონპელიე" მე-10 ტურში შინ ეთამაშება "ბურგუენს", რომელიც 10 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდს წლეულს ბრწყინვალე სეზონი აქვს. მონპელიელებმა ჩემპიონატის ცხრა თამაშიდან ექვსი მოიგეს, ამას, თითქმის სათადარიგო შემადგენლობით, "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ორი გამარჯვება მიუმატეს, რაც იმის დასტურია, რომ გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია.

მონპელიელთა მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ "ბურგუენთან" მატჩისთვის გუნდში დააბრუნეს ლიდერები - გორგოძე, ფულენსე უედრაოგი, ჟულიენ ტომა და ფრანსუა ტრინ-დუკი, რომლებიც ევროთასების მსვლელობისას ისვენებდნენ. "მონპელიეს" წინასამატჩო განაცხადში არიან ასევე შველიძე და ჟღენტი. ჩხაიძე შემადგენლობაში ისევ არ შეიყვანეს.

"მონპელიესგან" განსხვავებით, "ბურგუენს" წლეულს ისე უჭირს, როგორც არასდროს. გუნდის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთბაშად 16 მოთამაშე ჰყავს დაშავებული, რამაც მუდამ ლიდერებში მყოფი გუნდი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.

შარშანდელ სეზონში "მონპელიემ" მეტოქე ორჯერ დაამარცხა: შინ - 34 :27, სტუმრად - 23:20.

პლანეტრაგბის აზრით, "მონპელიეს" უპირატესობა იმდენად დიდი იქნება, რომ თამაში ცალკარა გამოვა.

ურთულესი გამოცდა ელის სტუმრად "სტად ფრანსესთან" დავით ქუბრიაშვილის "ტულონს", რომელსაც "მონპელიეს" მსგავსად 27 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

პარიზულ გუნდს მეორე სეზონია, ფინანსური პრობლემები აქვს, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა. "სტად ფრანსემ", რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში 23 ქულით მე-9 ადგილზეა, ევროთასებზე ორი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, რამაც მოთამაშეებს საბრძოლო შემართება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნა.

მართალია, "ტულონი" წლეულს მართალია წარმატებით ასპარეზობს და მის მულტიმილიონერ მფლობელ მურად ბურჯელალს "ჰაინეკენის" თასის მოგების ამბიციაც გაუჩნდა, მაგრამ ყოველივე ეს მეტწილად ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებაა. ტულონელები, შარშანდლისგან განსხვავებით, სწორედ გამართული, გუნდური თამაშით ვეღარ გამოირჩევიან.

ჩვენებურის გუნდის მწვრთნელებმა უნდა სცადონ, ეს პრობლემა აღმოფხვრან, რადგან, ერთხელაც იქნება, კოკა წყალს აღარ მოიტანს. პარიზელებთან მატჩში ვერ ითამაშებენ ტრავმირებულები პიერ მიონი, პოლ სასკი და ფოტუ აულუა, "სტად ფრანსე" კი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

შარშანდელ სეზონში "სტად ფრანსემ" ტულონში 22 ქულით მოიგო, შინ კი 18:21 წააგო.

პლანეტრაგბის პროგნოზით, თანაბარი თამაში იქნება და მინიმალური სხვაობით "სტად ფრანსე" მოიგებს.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონს", რომელიც 24 ქულით მე-6 ადგილზეა, არანაკლები ბრძოლის გადატანა მოუწევს ბასკეთში დიმიტრი იაშვილის "ბიარიცთან". ბასკური გუნდი "ვულკანებს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა.

"ბიარიცი" ნელ-ნელა ძალებს იკრებს, რისი დასტურიც ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიაა. გუნდთან ერთად მძლავრობს ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი იაშვილიც, რომელიც ამ პოზიციაზე, კლერმონელ მორგან პარასთან ერთად, დღესდღეობით საფრანგეთის ნაკრების წევრობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

"კლერმონის" ბოლო ორი სტუმრობა ბიარიცში წარუმატებელი გამოდგა. ჩემპიონები წლეულს ჩვეულ ფორმაში არ არიან და სტუმრად მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს, ისიც ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენთან".

ჩვენებურის გუნდს ტრავმების გამო მარიო ლედესმა, მარიუს ჟუბერი და ტიი პაულუ დააკლდება. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშეს და მწყობრში არიან ჟულიენ ბონერი, ორელიან რუჟერი, ლიონელ ფორი და ალექსანდრ ლაპანდრი.

სერიოზული დანაკლისი აქვს "ბიარიცსაც", მხარი დაიზიანა და "ვულკანებს" ვერ დაუპირისპირდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო რვა ნომერი იმანოლ არინორდოკი.

მიუხედავად ამისა, პლანეტრუგბყ ფიქრობს, რომ მასპინძლები მინიმუმ ხუთი ქულის სხვაობით მოიგებენ.

საინტერესო იქნება სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის ბინადრების, აქვსნეტი გიორგაძის და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრისა" და ბექა შეყლაშვილის "აჟენის" დაპირისპირება.

კასტრელები წლეულს სტაბილურები ვერ არიან, თუმცა ევროთასებზე მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა გუნდის განწყობა შეცვალოს. მით უფრო, რომ ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია.

წლეულს პირველად ითამაშებს "აჟენის" ძირითად შემადგენლობაში შერკინების ბურჯი ბექა შეყლაშვილი. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

პლანეტრუგბყ ვარაუდობს, რომ "აჟენი" მეტოქეს სტუმრად თავს არ შეაკლავს და ძალებს მომავალ ტურში უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" შინ თამაშისთვის შეინახავს. ამიტომ "კასტრი" მინიმუმ 12 ქულით მოიგებს.

სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში, მე-11 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელიც სტუმრად ეთამაშება "ლა როშელს", რომელიც მე-12 ადგილზეა. ბრიველები დივიზონის დებიუტანტის დამარცხებით საგრძნობლად გაიუმჯობესებენ სატურნირო მდგომარეობას, თუმცა საკმაოდ გაუჭირდებათ.

ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორისაა, კაკოვინი განაცხადში არ არის.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ბრივი" მინიმუმ ექვსი ქულით მოიგებს.

X ტური

მეტრო რასინგი-ბაიონი, ტულუზი-პერპინიანი, ლა როშელი-ბრივი, მონპელიე-ბურგუენი, ბიარიცი-კლერმონი, კასტრის-აჟენი, სტად ფრანსე-ტულონი

სატურნირო მდგომარეობა

1. მეტრო რასინგი - 28 ქულა, 2. მონპელიე - 27, 3. ტულუზი - 27, 4. ტულონი - 27, 5. პერპინიანი - 26, 6. კლერმონი - 24, 7. ბიარიცი - 23, 8. ბაიონი - 23, 9. სტად ფრანსე - 23, 10. კასტრი - 19, 11. ბრივი - 17, 12. ლა როშელი - 11, 13. ბურგუენი - 10, 14. აჟენი - 7.

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო