12 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები სამინისტროში ჟურნალისტებს შეხვდნენ
12 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილეები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე სამინისტროში ჟურნალისტებს შეხვდნენ.

მინისტრმა და მოადგილეებმა სამინისტროს სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, სამთვიანი საქმიანობის მოკლე ანგარიში წარადგინა:

სპორტის სფერო

ბოლო სამი თვის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ გამართა ინდივიდუალური შეხვედრები ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან.

გამოიკვეთა არსებული პრობლემები, დაიგეგმა სამინისტროსა და ფედერაციების მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ:

* ოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა;

* ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015";

* ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა;

* კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა;

* რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა;

* სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამა;

* საქართველოს რეგიონებში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამა;

* სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამა;

* ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების პროგრამა;

* საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალისა და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამა;

* ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიების პროგრამა.

სამინისტრომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა სპორტსმენთა მომზადების ორგანიზებული და მეთოდური ხელშეწყობა. ამ მიზნით იგეგმება სპორტის აკადემიის აღდგენა.

სპორტის სფეროს ძირითადი მიმართულებების განვითარებისა და რჩევების მიღებისათის შეიქმნა "მრჩეველთა საბჭო", რომელიც დაკომპლექტებულია სპორტის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლებით.

ახალგაზრდობის საქმეთა სფერო

სამინისტრო აქტიურად მუშაობდა 2013 წლის ახალგაზრდული პროგრამების დაგეგმვაზე.

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ქვეპროგრამებია:

* მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა;

* ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის, განვითარების პროგრამა;

* არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამა;

* სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის პროგრამა;

* შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა;

* რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების პროგრამა;

* საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეებთან ურთიერთობების განვითარების პროგრამა;

* საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა;

* სამოქალაქო და არაფორმალური განათლების პროგრამა;

* ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა;

* საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა;

იგეგმება ანაკლიის "მომავლის ბანაკის" პროექტის განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის ახალგაზრდები, რაც ქვეყნის კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთან, სამინისტროს პრიორიტეტი იქნება "მომავლის ბანაკებში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობა.

სამინისტროს მიერ გაწეული და დაგეგმილი სხვა საქმიანობა

სამინისტროს ამოცანაა საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება და რეპუტაციის განმტკიცება. გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, მასმედიისა თუ ოფიციალური ვებ-გვერდის (www.msy.gov.ge) საშუალებით სამინისტრო სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ამასთან, სამინისტროში ფუნქციონირებს მოქალაქეთა მიღების საათები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც მინისტრთან, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა. ამ სამი თვის განმავლობაში სამინისტროში 2246 ვიზიტორი იმყოფებოდა.

იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა!

www.msy.gov.ge

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა