29 წლის ნახევარმცველი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება
"თბილისის "დინამოს" თურქულ შეკრებაზე 29 წლის სლოვაკი შემტევი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი შეუერთდა", - იუწყება კლუბის პრესსამსახური.

გრაიციარმა მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი ჩეხეთის საუკეთესო კლუბში, პრაღის "სპარტაში" გაატარა.

სამშობლოში წარმატებული კარიერის შემდეგ 2008 წელს გრაიციარი პრაღის "სლავიაში" ჩაირიცხა. იქ ორი წელი ითამაშა და პირველივე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, 37 თამაშში 14 გოლი გაიტანა.

2010/2011 წლების სეზონი სლოვაკმა თურქეთის სუპერლიგის "ქონიაში" გაატარა (26 მატჩი, 7 გოლი) და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2011 წელს კი პრაღის "სპარტაში" გადავიდა (28 შეხვედრა, 5 გოლი).

პეტერ გრაიციარმა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ითამაშა და ბოსნიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლითაც გამოირჩა.

სლოვაკი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება - გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" მისი ტრანსფერის ღირებულებად 750 ათას ევროს ასახელებს.

მართალია, თბილისური კლუბის პრესსამსახური კონტრაქტის გაფორმებაზე არაფერს იუწყება, მაგრამ გრაიციარი გუნდში უკვე ჩაირიცხა.

ამას საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებიც ("ტრანსფერმარკტი", "ვიკიპედია"...) ადასტურებენ - 12 თებერვალს მათ სლოვაკის საკლუბო გრაფაში თბილისის "დინამო" მიუთითეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უსტარიცი - ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერი საქართველოში

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა