"საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ინგრეოდა და ქვეყანაში მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები აღარ დარჩა"
"ანაკლიაში ის თითით საჩვენებელი სასტუმრო სავალალო მდგომარეობაში, გაპარტახებული დატოვეს. თუმცა სიტყვა გაპარტახებული კიდევ იოლი შეფასებაა. ეს, უბრალოდ, ვანდალიზმია.

ასეთივე რამე გააკეთეს სპორტის აკადემიის შენობასთან მიმართებაშიც, სადაც შეგნებულად ჩაუშვეს წყალი, რათა საძირკველში ჩასულიყო და დაენგრია ის. იქაურობაც ასევე გააპარტახეს და გაანადგურეს.

ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.

ასე ინგრეოდა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები, ქვეყანაში მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები აღარ დარჩა", - განაცხადა 12 თებერვალს სპორტის სამინისტროში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, როცა თავისი სამთვიანი მუშაობა შეაფასა.

პრესკონფერენციაზე მინისტრს განმარტება მძლეოსნობაში შექმნილ ვითარებაზეც სთხოვეს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე "ხანდაზმული" რეკორდი მოიხსნა.

მძლეოსანთა ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ ეს შედეგები გაყალბებულია და იმ რეკორდების ავტორები მათ გადასინჯვას მოითხოვენ.

"ამ საქმეზე ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის საჩივარი, რომელშიც ითხოვენ რამდენიმე შედეგის გადასინჯვას.

ეს ფაქტი შესწავლის პროცესშია, მას ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი იკვლევს და მისი შედეგი აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

სპორტი პოზიტივზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ როცა ასეთი სავალალო ვითარებაა, რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებთ.

ისეთ ქმედებას, რაც ზიანს აყენებს სპორტის იმიჯს, ქვეყანას, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტის სამინისტროს, უყურადღებოდ არ დავტოვებთ და ყველგან ჩავერევით", - განაცხადა ყიფიანმა ამ თემაზე საუბრისას.

აქვე შეგახსენებთ, რომ მძლეოსანთა არა მარტო შიდა რეკორდი, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებაც კი ეჭვებს იწვევს.

ასევე იხილეთ:

მინისტრმა ანგარიში ჩაგვაბარა - ლევან ყიფიანი ზეწოლას უარყოფს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა