დეიან სტანკოვიჩმა განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს გადაუხადა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 34 წლის დეიან სტანკოვიჩი მწყობრში ჩადგა და სერია A-ს უკანასკნელ ტურში "კიევოს" წინააღმდეგ ითამაშა. ის მატჩი “ინტერმა” დამაჯერებლად მოიგო, რასაც ვეტერანი სერბის დაბრუნებაც დაემატა და რა გასაკვირია, რომ “ჯუზეპე მეაცაზე” შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. დეიანი მილანური გრანდის ტიფოზებს განსაკუთრებულად უყვართ და მისი მისამართით ტრიბუნებიდან ხშირად სიმღერებიც ისმის. ასე იყო კვირასაც, რამაც ბალკანელი შუახაზელი ძალიან გაახარა:

"ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანე, რომელიც ყოველთვის ცუდად გამახსენდება. ფაქტობრივად, თვეები ვიყავი უქმად და ერთი ხანობა სულაც კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც გუნდს ვერაფრით ეხმარები, მით უმეტეს, კრიზისის პერიოდში. ვარჯიში უკვე განვაახლე, "კიევოსთან" ვითამაშე კიდეც და თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომეხსნა. ისევ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ, რაც სავსებით ხელგვეწიფება. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩემი მისამართით უდიდესი სითბო გამოხატეს. ეს ყველაზე დიდი სტიმულია და ვეცდები, ნდობა გავამართლო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დეიან სტანკოვიჩი მოედანს შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა