მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (wada) საერთაშორისო საფეხბურთო გაერთიანებებს ურჩევს, დოპინგთან ბრძოლა რაც შეიძლება გაძლიეროს
"ლელო" უკვე წერდა "რეალ სოსიედადის" ყოფილი ხელმძღვანელის, ინიაკი ბადიოლას აღიარების შესახებ, რომ მისი კლუბი საუკუნის გარიჟრაჟზე მასტიმულირებელ პრეპარატებს ველოსპორტში სკანდალებით განთქმული ექიმის, ეუფემიანო ფუენტესისგან რეგულარულად ყიდულობდა.

ცხადია, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (wada) სკანდალურ განცხადებას გულგრილად ვერ შეხვდებოდა. "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, ეს ორგანიზაცია საერთაშორისო საფეხბურთო გაერთიანებებს ურჩევს, ამ მოვლენასთან ბრძოლა რაც შეიძლება გაძლიერდეს.

13 თებერვალს wada-ს პრეზიდენტი ჯონ ფეიჰი და გენერალური დირექტორი დევიდ ჰოუმენი ფიფას ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდნენ.

იქამდე კი მათ ლონდონში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.

ჯონ ფეიჰი: "მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ, მაგალითად, ბეისბოლში არ არის დანერგილი ეფექტური პროგრამები დოპინგის წინააღმდეგ. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყოველი ბეისბოლისტი წელიწადში ყველაზე ცოტა, ოთხჯერ მაინც გადის შემოწმებას.

ფეხბურთში კი ესეც არ ხდება. შეიძლება, წელიწადი ისე გავიდეს, სპორტსმენმა სინჯი ერთხელაც არ ჩააბაროს. 2012 წელს ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში სულ 652 დოპინგტესტი ჩატარდა და აქედან მხოლოდ 95 ერითროპოიეტინზე.

ჩემი ღრმა რწმენით, საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქვია, როცა ტარდება ტესტი და ფეხბურთელი ამ უკანასკნელზე არ მოწმდება. ყველამ ვიცით, რომ ბიოლოგიური პასპორტი სერიოზული ინსტრუმენტია პრობლემასთან ბრძოლაში.

რატომ არ უნდა დავნერგოთ ის ფეხბურთში? ეს დოპინგთან ბრძოლას გააიოლებს. მეორე მხრივ, ისიც მესმის, რომ ამ ყველაფერს დამატებითი ფინანსები სჭირდება".

დევიდ ჰოუმენი: "აკრძალული პრეპარატების 99% ჩინეთში მზადდება არასათანადოდ გამართულ ლაბორატორიებში. მიღებულ პროდუქციას მწარმოებლები პლასტიკურ კაფსულებში ათავსებენ ან სხვაგვარად აფასოებენ და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ავრცელებენ.

მისი გაყიდვა, როგორც წესი, ქუჩაში ან სატრენაჟორო დარბაზებში ხდება. შავ ბაზარზე, პრაქტიკულად, ყველანაირი ფარმაცევტული პროდუქციის შოვნა შეიძლება და მას, ძირითადად, კრიმინალური სამყარო მფარველობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუდი და LSD დოპინგია: ყველაზე უცნაური დოპინგების სია

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა