პოლ გასკოინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს
ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ პოლ გასკოინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. სახელგანთქმული ნახევარმცველი რეანიმაციაშიც კი მოხვდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

"დეილი სტარმა" 13 თებერვლის ნომერში ამ თემას სპეციალური სტატია მიუძღვნა.

გაზას ყოფილი მეზობელი შეინ ებოტი ამტკიცებს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ანტიდეპრესანტებსაც უზომოდ იღებდა. ყოფილა შემთხვევა, პოლს დღეში 30-მდე ტაბლეტიც კი დაულევია.

ერთხელ კი ქალბატონი ებოტი იმასაც შეესწრო, როგორ იკეთებდა ის კოკაინს. ის პარალელურად არც ალკოჰოლზე ამბობდა უარს. "დეილი სტარის" მტკიცებით, გაზამ საავადმყოფოში გადაყვანამდე 2 ბოთლი ჯინი და 15 ქილა ლუდი "სტელა არტუა" დალია. "პოლი სულ უფრო მეტს სვამდა და საკუთარ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა - დღეში, ალბათ, 2 ლიტრამდე ჯინს, თუ მეტს არა. მისი მაცივარი ბოთლებით იყო გადავსებული. ამ ყველაფერს ის თავად ყიდულობდა ან მეგობრებს სთხოვდა და მათ მოჰქონდათ. პოლი მხოლოდ მას შემდეგ ჩერდებოდა, როცა იატაკზე უგონოდ ეცემოდა. იმის თვითმხილველიც ვარ, როგორ იკეთებდა ფეხზე ნარკოტიკს, რასაც იმით ხსნიდა, რომ მკლავებზე ინექციის კვალი დაემალა. მიმტკიცებდა, შემიძლია ამ პრობლემებს გავუმკლავდეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა," – აცხადებს შეინ ებოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პოლ გასკოინი რეანიმაციაშია

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა