პასუხი ბრალდებაზე ბრალდებით
შესავლის გარეშე მკითხველისთვის ქვემოთ მოყვანილი სტატია შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. შევეცდებით, განვმარტოთ, თუ რამ გამოიწვია ურთიერთბრალდებათა კორიანტელი ბრიტანულ და რუსულ გამოცემებს შორის. ყველაფერი ევროპალიგაზე, "ზენიტი"-"ლივერპულის" მატჩამდე დაიწყო.

12 თებერვალს "დეილი მეილის" ჟურნალისტმა ჯონათან მაკევოიმ რუსეთის ძველ დედაქალაქში თავის მოგზაურობასა და პეტერბურგული კლუბის რადიკალ ფანებთან შეხვედრაზე სტატია შემოგვთავაზა. ნეონაცისტური და ჰომოფობიური განწყობების მქონე ორგანიზებული ჯგუფის არსებობაზე მან ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის პრესსამსახურს, საიდანაც უპასუხეს, რომ გულშემატკივართა არაკორექტული პოლიტიკური მანიფესტები, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციების ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ხოლო კანონის დარღვევა კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოსო. ჟურნალისტმა დაასკვნა:

"რასიზმი რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა დიდხანს ცხოვრობდა რკინის ფარდის მიღმა. საბჭოთა კავშირში შავკანიანები მასაში იოლად განირჩეოდნენ. ახლაც ასეა. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი შავკანიანი შემხვდა ქუჩაში. პრობლემა უფრო მძაფრად თავს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეგვახსენებს. ამ დროს კლუბები ცარიელ სიტყვებს სჯერდებიან, უეფა და ფიფა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ერიდებიან, პოლიტიკოსები კი არაფერს აკეთებენ".

ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ შეხვედრის წინ "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, გვეშინია, ჩვენი ფეხბურთელები შეურაცხყოფილები არ დარჩნენო. ამ ყოველივეზე "სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტმა ანდრეი ბელოვმა უპასუხა. ჩვენი რუსი კოლეგის წერილს შემოკლებით გთავაზობთ.

ბნელი ინგლისური ისტორია

1876 წელს შოტლანდიური "მაქსველის" რიგებში მცველი ენდრიუ უოტსონი თამაშობდა. ის ბრიტანული გვინეიდან იყო წარმოშობით. ისტორიას მის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ამბები არ შემოუნახავს. კუნძულის ისტორიაში პირველი შავკანიანი ფეხბურთელი მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს. მან შოტლანდიის ნაკრებში თამაშიც კი მოასწრო.

მიიჩნევა, რომ პირველი პროფესიონალი შავკანიანი ფეხბურთელი ბრიტანეთში განელი არტურ უორტონი იყო. სახელი მან "პრესტონ ნორთ ენდში" მოიხვეჭა, სადაც 1886 წელს ჩაირიცხა. ზუსტად 100 წლის შემდეგ მისი ქანდაკება ფიფას შტაბბინასთან დადგეს სტადიონებზე რასიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ.

ძალიან დიდხანს, მათ შორის, მსოფლიო ომებს შორის პერიოდში და მერეც, სხვა ფერის ფეხბურთელებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ 60-იან წლებში ბრიტანეთში კარიბის ზღვის აუზიდან ემიგრანტთა ტალღა დაიძრა, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ტრიბუნებზე მაიმუნის გამოჯავრება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მუშათა კლასის წარმომადგენელთა დიდ ნაწილში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა.

1978 წელს ვივ ანდერსონი პირველი ფერადკანიანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ინგლისის ნაკრებში ითამაშა. აქედან მოყოლებული, "სამი ლომის" ღირსება 70-მდე "აფროინგლისელმა" დაიცვა. უკანასკნელი მათ შორის რაჰემ სტერლინგი იყო.

გასული საუკუნის 80-იანი წლები ბრიტანული ნაციონალიზმისა და ხულიგანიზმის ეპოქად შეიძლება ჩავთვალოთ, რაც ფეხბურთელთა შეურაცხყოფის მთელ კამპანიაში აისახა.

თუმცა თავისიანებს ფანები არ ამჩნევდნენ და "უპირატესობას მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს" ანიჭებდნენ. ამის მაგალითი იყო ჯონ ბარნსი "ლივერპულში" და ლუთერ ბლისეტი - "უოტფორდში". ისინი თავიანთი გუნდების კერპები იყვნენ, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" მათთვის შეიძლებოდა ბანანები ესროლათ და ფაშისტურად მისალმებოდნენ.

1992 წელს პრემიერლიგის დაარსებიდან დღემდე, ლეგიონერთა რიცხვის მატებასთან ერთად, საფეხბურთო ასოციაციამ და ფეხბურთელთა პროფკავშირმა "ფეარ პლეის" კამპანია წამოიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება. გამკაცრდა კანონები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

რასიზმი ყვავის

ბრძოლა ბრძოლად, თუმცა ვითარება დიდად არ შეცვლილა. ამას თავისი მიზეზები აქვს. ინგლისი მომთმენი ქვეყანაა, მაგრამ ხანდახან ზრდილობისა და ტრადიციების უკან თავს გამოყოფს ხოლმე ნამდვილი მონსტრი. BBC-ის ცნობით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, როცა ბრიტანეთს ლეიბორისტები მართავდნენ, ქვეყანაში მორიგი საემიგრაციო ბუმი მოხდა. ქვეყანაში 4 მილიონი უცხოელი ჩავიდა საცხოვრებლად. 2012 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ მოსახლეობის 1/3 თავს რასისტად მიიჩნევს. მეორე გამოკითხვამ გამოავლინა, რომ თეთრკანიანების 88% საკუთარ თავს თეთრ ბრიტანელად მიიჩნევს. საზოგადოება კი უკანასკნელად შოკში ჩააგდო ცნობამ, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში სკოლებში რასიზმის 88 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღარაფერს ვამბობთ სტადიონებზე არსებულ განწყობებზე.

"ბოლტონის" ფეხბურთელი ფაბრის მუამბა კინაღამ მოედანზევე გარდაიცვალა. მისი შეურაცხმყოფელი კი დააკავეს და მხოლოდ 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს; "ვესტ ჰემის" ფანები დღემდე უყვირიან "ტოტენჰემის" თაყვანისმცემლებს, რომ ჰიტლერი მათ ჯერ კიდევ მიწვდება; დაკავებულები არიან "სანდერლენდისა" და "ჩელსის" ფანები, რომელთაც რომელუ ლუკაკუსა და დენი უელბეკის დანახვაზე მაიმუნის განსახიერება დაიწყეს; ამ კვირაში გავრცელდა ვიდეო, სადაც "მილუოლის" ფანები ელ ჯაჰი დიუფს ლანძღავდნენ და ყველაზე შოკისმომგვრელი ცნობა: ქვეყნის მასშტაბით ყველა სტადიონზე შესვლა აეკრძალა სამი შვილი დედა კარემ სტივენსონს, ვინც "გრიმსბის" ფეხბურთელ ასვალდ ტომასს შეურაცხყოფდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანი ალვეში: ესპანეთი რასიზმთან ბრძოლას აგებს!

BEQA ABASHIDZE
ვერ არიან
BEQA ABASHIDZE
აკლიათ
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა