"ატლეტიკო მინეიროს" ჟომ და რონალდინიომ მოაგებინეს
მარცხიანი დაბრუნება

ლიბერტადორესის თასის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა "ბოკა ხუნიორსმა" ამ ტურნირზე კარლოს ბიანკის დაბრუნება სათანადოდ ვერ აღნიშნა. დღის მთავარი სენსაცია სწორედ "ბომბონერაზე" დაფიქსირდა, სადაც სტუმრად მექსიკური "ტოლუკა" ჩავიდა. 2012 წლის ფინალისტისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო – 23-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ლაუტარო აკოსტა წააქციეს, რასაც სტუმართა კარში 11-მეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. სანტიაგო სილვას მიზანმა არ უმტყუნა და ანგარიში გაიხსნა, 1:0.

ამის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ "ბოკა" უპირატესობას გაუშვებდა, მაგრამ მეორე ტაიმი "ტოლუკამ" შესანიშნავად დაიწყო და 52-ე წუთზე პენალტი უკვე მასპინძლების კარში დაინიშნა, თუმცა "ტოლუკას" მცველმა კარლოს ხერარდო როდრიგესმა 11-მეტრიანი ვერ გაიტანა და მასპინძლები გადარჩნენ.

ამ შეხვედრის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე 36 წლის ვეტერანი ანტონიო ნაელსონი, იგივე ზინია გახდა. მექსიკის ნაკრების ფეხბურთელმა მეორე ტაიმში ორი საგოლე პასი გააკეთა და საკუთარი გუნდი სახლში სამი ქულით დააბრუნა. 59-ე წუთზე ზინიას პასით ცვლილებაზე შემოსულმა კარლოს ესკიველმა ისარგებლა, 73-ეზე კი - პარაგვაელმა ედგარ ბენიტესმა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანგარიში გათანაბრდა, ბიანკიმ შეტევის გაძლიერება სცადა და მოედანზე ლუკას ვიატრი გამოიყვანა. მოგვიანებით კი თამაშში პოლ ფერნანდესიც ჩართო, მაგრამ უშედეგოდ. "ბოკა ხუნიორსი" დამარცხდა და სიტუაცია ძალიან გაირთულა, რადგან მის ჯგუფში, რომელიც უკვე ე.წ. სიკვდილის ჯგუფად არაერთხელ მოვიხსენიეთ, თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო კარლოს ბიანკი. აი, რა თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა: "მას შემდეგ, რაც მეტოქე დაწინაურდა, თითქოს ყურები ჩამოვყარეთ და დავნებდით. არადა, ასეთი შემთხვევები კიდევ ბევრი იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, აი, მეორე ნახევარში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო დაცვის ხაზის ცუდი თამაში – ძლიერი გუნდი ასეთ გოლებს არ უნდა უშვებდეს".

აქვე დავამატოთ, რომ "ბოკამ" ლიბერტადორესის თასის ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში მე-3 მარცხი განიცადა. არადა, მანამდე შინ 28-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ბრაზილიური დერბი

ბელუ ორიზონტეში ბრაზილიური დერბი გაიმართა. 2012 წლის ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონი მეოთხე ადგილზე გასულ და კოპა სუდამერიკანას მფლობელ "სან პაულოს" მასპინძლობდა. საინტერესოა, რომ ეს გუნდები ლიბერტადორესის თასზე ერთმანეთს მეხუთედ ხვდებოდნენ და წინა ოთხ შეხვედრაში, რომელიც 70-იან წლებში შედგა, "სან პაულოს" მოგებული არ ჰქონდა (3 ფრე და 1 მარცხი).

ამ შეხვედრაში გაიბრწყინა რონალდინიომ, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერ მე-13 წუთზე გაუჩოს პასით ჟომ იხეირა, ხოლო მეორე ტაიმში თავი "ატლეტიკოს" მცველმა რევერმა გამოიჩინა. ბრაზილიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის შარშანდელ ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და ამ შედეგით, მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როგორც ჩანს, სტუმრებმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს და ტანმაღალი მცველი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვეს, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. სტუმრებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს – თავი ცვლილებაზე გამოსულმა ალოიზიომ გამოიჩინა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძელთა რიგებში რიჩარლისონი და ალეკსანდრო გამოჩნდნენ. მათ, საბოლოო ჯამში, მოედანზე ერთად 3 წუთი გაატარეს. აღსანიშნავი კი ამ ფაქტში ის არის, რომ 30 წლის რიჩარლისონი და 32 წლის ალეკსანდრო ძმები არიან და მიუხედავად ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერისა, ერთი გუნდის მაისურით მოედანზე პირველად სწორედ 14 თებერვალს გამოვიდნენ. აქვე დავამატოთ, რომ რიჩარლისონი და ალეკსანდრო პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, დეკუს ცოლის ძმები არიან.

საბოლოოდ, 2:1 და "ატლეტიკო მინეირომ" ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა 15 თებერვალს, დილით ბოლივიაში, "სტრონგესტსა" და სარანდის "არსენალს" შორის გაიმართა.

ისევ ფრედი

ფრედი, რა თქმა უნდა, ფრედი; ვინ, თუ არა ფრედი... "ფლუმინენსემ" ვენესუელაში "კარაკასს" მოუგო, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი ფრედმა გაიტანა. 29 წლის ფორვარდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში (ორი მატჩი კარიოკაზე და ერთი ამხანაგური, ინგლისთან) გაიტანა. სულ კი, ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში, გასული სერია "ა"-ს საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე 9 გოლია.

"ფლუს" დეკუ, ტიაგო ნევეში და გუმი აკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ჩემპიონმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ვენესუელის 11-გზის (ყველაზე მეტი) ჩემპიონი ბრაზილიურ კლუბს მეხუთედ ხვდებოდა და მოედანი კვლავ მოგების გარეშე დატოვა. მასპინძლები უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო დიეგო კავალიერი.

დღის უკანასკნელი მატჩი კი პერუში გაიმართა. "რეალ გარსილასოს" და კოლუმბიური "სანტა ფეს" დაპირისპირება ფრედ დასრულდა. თავიდან სტუმრები იგებდნენ, მაგრამ მასპინძლები პარაგვაელმა მცველმა როლანდო ბოგადომ იხსნა. აღსანიშნავია, რომ ბოგადომ "რეალ გარსილასოს" რიგებში სულ მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გოლის გატანა მოახერხა – მცველისთვის, თანაც ახალწვეული მცველისთვის, მართლაც შესანიშნავი შედეგია.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური.

I ჯგუფი

ბოკა-ტოლუკა 1:2

გოლები: 1:0 ს. სილვა (23-პენ), 1:1 ესკიველი (59), 1:2 ე. ბენიტესი (73).

III ჯგუფი

ატლ. მინეირო-სან პაულო 2:1

გოლები: 1:0 ჟო (13), 2:0 რევერი (73), 2:1 ალოიზიო (83).

VI ჯგუფი

რეალ გარსილასო-სანტა ფე 1:1

გოლები: 0:1 კ. მარტინეს ბორხა (15), 1:1 ბოგადო (76).

VIII ჯგუფი

კარაკასი-ფლუმინენსე 0:1

გოლი: 0:1 ფრედი (32).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა