"ფეისბუქზე" კარგად დავიწყებული ძველი სურათი გამოფინეს
"ფეისბუქზე" კარგად დავიწყებული ძველი სურათი გამოფინეს. 1990 წლის 27 აპრილს გამოსული გაზეთის, "ქართული ფეხბურთის" პირველი ნომრის სათავო გვერდზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სურათი და მილოცვაა: "ღმერთმა დალოცოს ქართული ეროვნული ფეხბურთი".

იქვე მითითებულია იმ პირთა და ორგანიზაციების სია, რომლებიც პირველ ეროვნულ ჩემპიონატსა და ახლად დაარსებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურად დაეხმარნენ. სიაში პირველი საქართველოს საპატრიარქო წერია - 100 000 მანეთი.

დიახ, ეს საერთოდ იყო პირველი შენაწირი, რაც პატრიარქის სურვილი გახლდათ და ილია II-მ ასე ახსნა - "აჯობებს, პირველი შენატანი ეკლესიამ გააკეთოს".

სამწუხაროდ, 1990 წელს კარგად და მადლიანად დაწყებული საქმე მადლიანად ვერ გავაგრძელეთ და ქართული ფეხბურთი დღევანდელ უფსკრულამდე მივიყვანეთ. საბჭოეთში რეიტინგით მესამე საფეხბურთო ქვეყანა დღეს არც სანაკრებო დონეზე ვარგა და არც საკლუბოზე.

ამ 23 წლის განმავლობაში ყველაფერში ჩამოვრჩით: ინფრასტრუქტურაში, დაფინანსებაში, გართულდა სპონსორებთან ურთიერთობა, ვერ ხერხდება ეროვნული ჩემპიონატის ტელევიზიებამდე მიტანა და შემდეგ სტაბილურად დამკვიდრება, ბავშვებში საერთო მეთოდოლოგიისა და მოთხოვნების დამკვიდრება, ფასიანი ჯგუფების მასობრიობამ კი ღარიბ ოჯახებს ფეხბურთისკენ გზა მოუჭრა.

მოკლედ, ჩვენი უთავბოლობით ქართულ ფეხბურთს ამ მადლიანი კაცის დალოცვამაც ვერ უშველა.

და კიდევ: რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთის დაძაბუნებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოწყვეტა იყო, თბილისის "დინამო" (საბჭოთა პერიოდის ეროვნული ნაკრები) ყოველთვის ბარაქიან შევსებას იღებდა. სიტყვებად რომ არ დარჩეს, ფაქტს მოგახსენებთ: 1994 წელს საქართველომ გასვლაზე ალბანეთს 1:0 სძლია და იმ დღეს ნაკრებში აფხაზეთიდან დევნილმა 6-მა ფეხბურთელმა ითამაშა - მურთაზ შელიამ, გიორგი ჩიხრაძემ, გელა ინალიშვილმა, თემურ ქეცბაიამ, გოჩა გოგრიჭიანმა და მიხეილ ჯიშკარიანმა.

ქართველების მასობრივი დეპორტაციის შემდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვარსკვლავებს ძველებურად ვეღარ ზრდიან, მაგრამ ორი აზრი არ არის, ჩვენ შორის ურთიერთობების აღდგენა და მათი კლუბების საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა მნიშვნელოვანი საკითხია.

რომან ფიფია ბოლო წლებში პირველი ადამიანია, რომელმაც ეს თემა წამოსწია. თურქულ შეკრებაზე მოლდოველთა სეპარატისტული რეგიონის გუნდ "ტირასპოლთან" შეხვედრის შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა ცნობილი განცხადება გააკეთა, სადაც ტირასპოლის კლუბი მისაბაძ მაგალითად დაასახელა და თქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდების ჩართვა სასურველი იქნებოდა.

ღმერთმა უწყის, ეს როდის მოხდება, მაგრამ თუ სურვილი არ გაჩნდა, საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება. აფხაზ და ოს ძმებთან მისასვლელი გზა კი ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა

ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?

ფიფა-მ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა

საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!

"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს

ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

giorgi89
პატრიარქმა კი დალოცა, მაგრამ ვიმსახურებდით რო? ესეც ცალკე საკითხია. გამარჯვებას უნდა იმსახურებდეს ერი
giorgi89
რას ქვია "პატრიარქის დალოცვამაც ვერ უშველა"!!! ნუ წერთ სათაურს ასე პირდაპირ და პესიმისტურად. მოსპობას არ გადაარჩინა? კალაძემ რომ ლიგა 2ჯერ მოიგო ეგ არ იყო სასწაული? ქინქლაძე რომ მაინც ლეგენდად დარჩა ეგ არაფერია? საერთოდ რომ არსებობს ქართული ფეხბურთი და ისევ იმედი რომ გვქავს ეს სასწაული არაა? ქართული ფეხბურთი აუცილებლად გაიმარჯვებს! თავის დროზე.ქართულ ფეხბურთს ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს გათავისუფლებაში. თვით რუსი პოლიტოლოგები აღნიშნავენ ამას. 1981 წლის გამარჯვების გარდა, ქართული ფეხბურთი იყო პირველი ინსტანცია რომელიც სსრკს გამოეყო.მაგის მერე სულ მოჯადოებულ წრეშია. არ გიფიქრიათ ამაზე? დადგება დრო როცა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ გაიმარჯვებს ღმერთის ნებით.
sano
ასე როგორ საუბრობთ და წერთ-განა არ იცით როდესაც კაცი იხრჩობოდა და უფალს შჰველა სთხოვა,რა უფასუხა უფალმა--გაანძრიე ხელი და გიშველიო.პატრიარქი რა შუაშია თქვენს უყაირათობაში
dorote
ნეტავი ვის ან რას უშველა პატრიარქის დალოცვამ ოდესმე? ბრმა იმედის მეტი არაფერი...
Giorgipirweli
რა სათაურია ეს, რა უბედურებაა???
zviadi
"აფხაზი და ოსი ძმები" რა კარგად ჟღერს ეს სიტყვები არა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ სიტყვებია. ძალიანაც რომ უნდოდეთ მათ ქართველებტან ძმობა, სანამ დიდი დათვი არ მისცემს ამის ნებას, ეს არ მოხდება. მაშაინ რად გვინდა ეს არაფრისმთქმელი საუბრები.პირველ რიგში რუსების შებმაა საჭირო, მაგრამ...........
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა