თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი" ბელოპოლეს "ედინსტვოს" შეხვდა, რომელიც ჩერნოგორიის 12-გუნდა ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა
14 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი" ბელოპოლეს "ედინსტვოს" შეხვდა, რომელიც ჩერნოგორიის 12-გუნდა ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

მატჩი ბოლნისელთა უპირატესობით დაიწყო და მალე "სიონი" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა: ეტყობა, მშვენიერ ფორმაში შედის 32 წლის კოკა მიკუჩაძე, რომელმაც 22-ე წუთზე კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და დაახლოებით 35 მეტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

27-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ზაალ ელიავას გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ვლადიმერ უგრეხელიძემ ბურთი კარში შეუჩერებლად დაარტყა - 2:0.

თითქოს საქმე მოთავებული იყო, მაგრამ ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძის თქმით, ბალკანელებმა უხეშობა დაიწყეს, რის გამოც მოთამაშეებს მოუწოდა, ხისტ ორთაბრძოლებს მორიდებოდნენ.

ჩერნოგორიელებმა მეორე ტაიმში ამით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. "სიონს" კი გოლი არ ჩაუთვალეს და ბოლნისელთა აზრით, მეტოქემ პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა.

ასეა თუ ისე, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

"ასეთი უხეში გუნდის მნახველი არ ვარ. ეს, განსაკუთრებით, ბოლოს გამოამჟღავნეს, რომ არ დამარცხებულიყვნენ.

მიკროტრავმა ბევრმა ჩვენმა მოთამაშემ მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა", - თქვა არმაზ ჯელაძემ.

სიონი: ბობღიაშვილი - ფოფხაძე, ქემოკლიძე, საპირი, ელიავა - ჯოჯუა, ჰაიდუჩეკი - უგრეხელიძე, მანწკავა, ლექვთაძე - მიკუჩაძე

შეცვლაზე: სვანიძე, ჩივაძე, ნემსაძე, ისიანი, ხურციძე, ფალავანდიშვილი.

"სიონი" ანტალიაში ბოლო საკონტროლო შეხვედრას 17 თებერვალს მინსკის "დინამოსთან" ჩაატარებს, 18-ში კი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

ასევე იხილეთ:

ბოლნისში ახალი, თანამედროვე სტადიონი აშენდება

ბოლნისის "სიონმა" ექსოსერელი პოლონელი ფეხბურთელი დაიმატა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა