ევროპალიგის შეხვედრაში პრაღის სპარტასთან ჯონ ტერიმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა
14 თებერვალს ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში პრაღის "გენერალი არენაზე" "ჩელსი" "სპარტას" ეწვია და შეცვლაზე შესული ოსკარის გოლით მინიმალური გამარჯვება იზეიმა. "ლურჯების" კარს თითნატკენი პეტრ ჩეხი იცავდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ძირითადში იქნებოდა კაპიტანი ჯონ ტერიც, მაგრამ რაფა ბენიტესი იძულებული გახდა, დაცვის ცენტრი ბრანისლავ ივანოვიჩისა და გარი კეჰილისთვის ჩაებარებინა. მიზეზი? მუხლის ტრავმა. ტერისთვის საბედისწერო გამოდგა გასული წლის 11 ნოემბერს "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულთან" შეხვედრაში (1:1) ლუის სუარესთან შეჯახება. მას შემდეგ ჯონი მოედანზე მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა. ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ის კიდევ ერთხელ აიძულა, რომ კაპიტანი სათადარიგოთა შორის დაესვა:

"წინა კვირას ჯონს მუხლი ხელახლა ასტკივდა, თუმცა ვარჯიშს მალე დაუბრუნდა ყოველგვარი გართულებების გარეშე. ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ. მან მეტი დრო უნდა გაატაროს გუნდთან ერთად ვარჯიშებზე და სწორედ ამის მერე მიიღებს მეტი სათამაშო დროს. ის თითქოს ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს".

ივანოვიჩის 200 მატჩი

ბრანისლავ ივანოვიჩი "სტემფორდ ბრიჯზე" 2008 წლის 15 იანვარს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. ინგლისელებს ტრანსფერი 9,7 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. 24 წლის სერბი დიდხანს ვერ ახერხებდა გამოცდილი თანაგუნდელებისთვის კონკურენციის გაწევას. 2007/08-ის სეზონი ისე დასრულდა, რომ მას ძირითად გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. უსიამოვნო ეტაპი 8 თვეზე მეტი გაგრძელდა და მას წერტილი ოქტომბერში "პორტსმუთთან" ლიგის თასზე დაესვა.

მალევე შედგა მისი დებიუტი ჩემპიონატში "ასტონ ვილასთან" მატჩში. 2009/10 წლების სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო ჟოზე ბოსინგვამ. მწვრთნელებმა სერბი მარჯვენა მცველად გადაწიეს. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი. ივანოვიჩი მას მერე "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ზემოხსენებული შეხვედრა პრაღის "გენერალი არენაზე" მისთვის საიუბილეო მე-200 აღმოჩნდა "ჩელსის" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ბენიტესი: ჯონ ტერის ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა