ოსკარ პისტორიუსის მდგომარეობა მძიმდება
მოულოდნელი განვითარება მიეცა იმ სკანდალს, რომელმაც უდიდესი აჟიოტაჟი გამოწვია მთელს მსოფლიოში. ლაპარაკია ორი დღის წინანდელ ინციდენტზე, როცა ქალაქ პეროტორიაში ცნობილმა მძლეოსანმა-ამპუტანტმა ოსკარ პისტორიუსმა საკუთარი შეყვარებული გამოასალმა სიცოცხლეს.

სამხრეთაფრიკელმა პროკურორმა ჯერი ნელმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოითხოვს პისტორიუსის შეყვარებულის მკვლელობა წინასწარ განზრახულ დანაშაულად გამოცხადდეს. ნელმა ამის შესახებ სასამართლოს დარბაზში გამოაცხადა, სადაც უნდა გადაეწყვიტათ პისტორიუსის თავდებში განთავისუფლების საკითხი. მაგრამ, მოსამართლემ განხილვა 19 თებერვლისთვის გადადო.

თუ დამტკიცდება, რომ საქმე ეხება განზრახ მკვლელობას, პისტორიუსისთვის რთული იქნება თავდებით განთავისუფლების მიღწევა. სამხრეთაფრიკული კანონების თანახმად, ასეთ შემთხვევაში სპორტსმენის ადვოკატებს მოუწევთ განსაკუთრებული გარემოებების ჩამოთვლა, რაც პისტორიუსს ციხიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს.

პარალიმპიური თამაშების ვარსკვლავმა დარბაზში ცრემლები ვერ შეიკავა. მისი ადვოკატის თქმით, პისტორიუსის გონება "ძალიან არის ტრავმირებული".

ოსკარის შეყვარებულის - 30 წლის რივა სტინკამპის მკვლელობა 14 თებერვალს, ღამით მოხდა. აბაზანის კარს ამოფარებულმა მძლეოსანმა ქალს პისტოლეტიდან ესროლა და ოთხი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის, თავისა და მკერდის არეში.

თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ სტინკამპი პისტორიუსს სიურპრიზს უმზადებდა, მორბენალმა კი ქალი მძარცველად მიიღო და ცეცხლი გახსნა. თუმცა პოლიცია არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. სამხრეთაფრიკული გამოცემის - Beeld-ის ცნობით, სტენკამპის მკვლელობიდან ორი საათით ადრე, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს სპორტსმენსა და მის გოგონას შორის ხმამაღალი ჩხუბის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტრაგიკული ვალენტინობის დღე - ოსკარ პისტორიუსმა შეყვარებული 14 თებერვალს მოკლა [VIDEO]

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა