ზვიად ჯელაძის გუნდი პირველი ლიგის A ჯგუფში 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება
"გაგრამ" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება 15 იანვარს დაიწყო. გუნდი დატოვეს ირაკლი ხუციძემ და გიორგი ჯგერენაიამ.

ხუციძე ამჟამად აშშ-შია და "მინესოტა სტარსში" ისინჯება. იგი ამერიკაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრა. რაც შეეხება ჯგერენაიას, იგი კარიერას უკრაინულ "ილიჩევეცში" გააგრძელებს.

მხარეების შეთანხმებით, ჯგერენაია მარიუპოლურ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს და თუ თავი კარგად წარმოაჩინა, კონტრაქტსაც დაიმსახურებს. ამჟამად გუნდი მუხრანში, საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს.

იქ ფეხბურთელებს ვარჯიშები და თეორიული მეცადინეობები უტარდებათ.

"გაგრას" ხუთი ახალწვეული ეყოლება, მაგრამ რაკი მათთან კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, გუნდის სამწვრთნელო შტაბი რჩეული ფეხბურთელების გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

"ჩვენი მიზანი უცვლელია - უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და საქართველოს თასის ფინალში გასვლა. გვყავს ახალგაზრდული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ამბიციური გუნდი.

"გაგრას" კურსიც უცვლელი გახლავთ - ახალგაზდა ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში წარმოაჩენენ თავს, კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში შევუწყობთ ხელს.

ვცდილობთ, საქართველოს ეროვნულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს ბევრი კარგი ფეხბურთელი მივაწოდოთ - როგორებიც არიან ოქრიაშვილი, ჯგერენაია, ერისთავი, გადრანი, ადამია და სხვები.

ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს ჩევნი კლუბისა და სამწვრთნელო შტაბის სწორი მუშაობის შედეგია", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

პირველი ლიგის A ჯგუფში ზვიად ჯელაძის გუნდი 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება.

სეზონს "გაგრა" 26 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედოსთან" მერვედფინალური სათასო დაპირისპირებით განაახლებს, პირველი ლიგის გათამაშება კი სტარტს 6 მარტს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა