თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ანთალიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა
თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ცხინვალის "სპარტაკმა" ანთალიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

ავსტრიულ "ბლაუ ვაისთან" და ჩინურ "ჰანჯოუ გრინთაუნთან" ჩატარებული საკონტროლო თამაშების შემდეგ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უკრაინული პრემიერლიგიდან პერშა (რიგით მეორე) ლიგაში დაქვეითებულ "ალექსანდრიას" გაეჯიბრა.

ცნობისთვის, "ალექსანდრია", საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, დავით თარგამაძის ყოფილი გუნდია.

როგორც "სპარტაკის" პრესსამსახურმა გვაცნობა, გუნდმა თამაშით დაჯაბნა ალექსანდრიელები და თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

მე-20 წუთზე ვარლამ კილასონიამ გახსნა ანგარიში, შესვენების შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

იმავე კილასონიასა და შონიას დუბლის მითვლაც შეეძლოთ, გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ზვიად მეტრეველსა და თორნიკე თუხარელს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ცხინვალელებმა "ალექსანდრიას" წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალვაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია, კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, დარჩიევი, კაკაშვილი, ხადარცევი, მაქაცარია, ხარაზიშვილი, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.

ანთალიურ შეკრებაზე "სპარტაკი" დასკვნით ამხანაგურ მატჩს კვირას, 17 თებერვალს, ბულგარეთის მთავარ ლიგაში მოასპარეზე "მონტანასთან" გამართავს, რის შემდეგაც გუნდი საქართველოში დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა