16 თებერვალს "ტორპედო" "სოტოგრანდეს" მოედანზე უცხოური შეკრების ბოლო მატჩში დრამენის "სტრომსგოდსეტს" დაუპირისპირდა
16 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედო" ესტეპონასთან მდებარე "სოტოგრანდეს" მოედანზე უცხოური შეკრების ბოლო მატჩში დრამენის "სტრომსგოდსეტს" დაუპირისპირდა.
"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეკარე მიგინეიშვილი გახლდათ, კარის უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავდნენ: დაცვის მარჯვენა ფლანგიდან რიგვავა, ცენტრალური ზონიდან ონიანი და ჭელიძე, მარცხნიდან კი გურული. მოედნის ცენტრის კონტროლი ძირითადად გრიგალაშვილისა და დათუნაიშვილის კისერზე იყო. მათზე წინ მარჯვნიდან დოლიძე მოქმედებდა, მარცხნიდან - ტუღუში, თავდასხმაში კი საბანაძე და ბერიაშვილი იყვნენ გამწესებულნი.
თავდაჯერებულმა ნორვეგიელებმა მატჩის დაწყებისთანავე სცადეს "ტორპედოს" ნახევარზე პრესინგის განხორციელება, თუმცა მალევე, მათი არჩეული სტრატეგია უფრო "მოკრძალებული" "ტორპედოს" შესრულებულმა მაღალი დონის თამაშმა "გახადა".
ბოლო წუთებში თამაში "ტორპედოს" კარნახით მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს დუელის ბედის გადაწყვეტა ფანცულაიას შეეძლო, მაგრამ გიორგის ბურთის დარტყმისას ოდნავ არ გაუმართლა და მეტოქემაც მატჩი ფრემდე მიიყვანა - 1:1.
ზამთრის შეკრება დასრულებულია და აქვე შეგახსენებთ, ესპანეთში გამართულ მატჩებში "ტორპედოს" მიერ ნაჩვენებ შედეგებს:
"მარბელას თასზე" საქართველოს 3-გზის ჩემპიონმა ბუქარესტის "რაპიდთან" ძირითად დროში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
ტურნირის ნახევარფინალში გასული მეორე ბუქარესტურ გუნდთან - "დინამოსთან" დამარცხდა(1:2). მე-3 ადგილისთვის პაექრობა კი კიევის "დინამოსთან" დათმო(2:4). შემდეგ იყო ორი საკონტროლო მატჩი, რომლებიც გია გეგუჩაძის შეგირდებმა ერთნაირი ანგარიშით დაამთავრეს - 1:1 "ოცელულთან" და "სტრომსგოდსეტთან".
ქუთათურები 17 თებერვალს გამოემგზავრებიან ესპანეთიდან და მალაგა-სტამბული-თბილისის რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან.
ტორპედო-სტრომსგოდსეტი 1:1
გოლები: 1:0 გიორგი ბერიაშვილი (40), 1:1 50'
ტორპედო - სტრომსგოდსეტი 1:1
fctorpedo.ge
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა