"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართულმა შეხვედრამ რაგბის ქომაგებს მომავლის დიდი იმედი ჩაუსახა

"რაგბი დიდებული თამაშია. სამწუხაროდ, 12:48 წავაგეთ, მაგრამ მეტოქე ბრწყინვალე იყო. ანგარიში სრულად არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ ქართველებს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ" - ეს სიტყვები "ლონდონ ვოსფსის" "ფეისბუქის" კედელზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და "ვოსფსის" მატჩის შემდეგ გაჩნდა.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართულმა ამ შეხვედრამ რაგბის ქომაგებს მომავლის დიდი იმედი ჩაუსახა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლონდონ "ვოსფსის" თანატოლთა გუნდს 48:12 მოუგო, მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც.

იმას, რასაც ჩვენი ნორჩი მოთამაშეები მოედანზე სჩადიოდნენ, უბრალოდ, სწორად გამართული, დიდი რაგბი ჰქვია.

სისწრაფე, ხელის ტექნიკა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება - ყველა ამ კომპონენტში ჩვენი ბიჭები ინგლისელ თანატოლებს აშკარად სჯობდნენ. ასე ხელდახელ მობურთალი ქართული გუნდი დიდი ხანია, არავის უნახავს.

თამაშში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეცვლები ლიმიტირებული არ იყო. შესაბამისად, ნაკრების თითქმის ყველა კანდიდატის საქმეში ხილვა მოხერხდა. ამჟამად ჩვენი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 35 მორაგბეა, რომელთაგან მთავარ მწვრთნელს ილია მაისურაძეს 26 საუკეთესოს შერჩევა, ვფიქრობთ, ძალიან უნდა გაუჭირდეს.

ერთადერთი, რაც ამ თამაშიდან გულში ხინჯად დაგვრჩა, ის არის, რომ შერკინებას სტატიკურ მდგომარეობაში ცოტა გაუჭირდა.

სამაგიეროდ, დინამიკაში მეტოქეს ხშირ შემთხვევაში ჯაბნიდა კიდეც. არ გვინდა ახლა, ვინმე გამოვარჩიოთ. ყველა, ვინც ინგლისური გუნდის ძლევაში წვლილი შეიტანა, ქების ღირსია და იმედი გვაქვს, რომ მათი სახით ქართულ რაგბის ბრწყინვალე მომავალი ეზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ირლანდიის ნაკრებია.

საქართველო U-18- ვოსფსი 48:12

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ერეკლე მაღრაძე (ხარები), ბადრი ალხაზაშვილი (ინგლისი), თორნიკე მათარაძე (ტორნადო), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), ზაურ ხარებავა (რაინდები), დავით ფხაკაძე (ივერია), გიორგი ტორაძე (აია).

მეორე ხაზი: როლანდ კვაჭაძე (ლელო), გუგა ხანთაძე (აია), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბესო ბარბაქაძე (ივერია).

მესამე ხაზი: ბადრი დანგაძე, ოთარ გიორგაძე (ორივე - აია), ბექა გორგაძე (ხარები), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), დავით პაპავაძე (ჯიქები).

#9: დავით გულიტაშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თეიმურაზ თუთბერიძე (აია).

#10: გურამ ლაფერაშვილი (ლელო), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).

#11-14: იოსებ კიკვაძე (აია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით ლობჟანიძე (არმაზი).

#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), იოსებ აფარიძე (ხულიგანა), ლევან გიკაშვილი (ლელო).

#15: ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

1/4-ფინალი

საქართველო-ირლანდია, ინგლისი-პორტუგალია, საფრანგეთი-იტალია, უელსი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
გენაცვალეთ ქართველებოოოოოოოო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა