ამტკიცებენ, რომ თურქული შეკრების შემდეგ დუშან უჰრინმა ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია და გიორგი რეხვიაშვილი დაითხოვა
ანტალიური შეკრებიდან დაბრუნებული თბილისის "დინამო" სეზონისთვის მზადებას დიღმის ბაზაზე ასრულებს.

პარასკევს ფეხბურთელებმა დაისვენეს, ხოლო შაბათს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ისინი კვლავ ორჯერ დატვირთა.

სულ 22-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ოთარ ხიზანეიშვილი, რომელიც ტრავმის გამო გუნდს თურქულ შეკრებაზე არ ახლდა, ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

"დინამოს" 17 თებერვალს შეუერთდა სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, 18-ში კი ბასკ უსტარიცს ელიან.

სხვათა შორის, უსტარიცი ბოლო ერთი წელი უთამაშებელი იყო. თურქეთშიც ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, გვითხრეს, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ეტყობა, უთამაშებელი პრიმერადივიზიონელიც სხვა "პლანეტაა".

ჩვენ კი სწორედ "დინამოს" ვებგვერდზე მოხმობილმა რიცხვმა დაგვაინტერესა: თურქულ შეკრებაზე გუნდი 24-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ადგილზე კი შეუერთდნენ ჩისკო, გრაიციარი, მენდი და უსტარიცი.

დავადგინეთ, თბილისში დაბრუნებულ ძირითად "დინამოსთან" ერთად აღარ ვარჯიშობენ ირაკლი ძარია, ლევან ხმალაძე და გიორგი რეხვიაშვილი.

ამტკიცებენ, რომ თურქული შეკრების შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ეს სამეული და პლუს, თარჯიმანი გიორგი მეტრეველი დაითხოვა.

რა მოხდა თურქეთში და რატომ მიიღო ჩეხმა სპეციალისტმა ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება? რატომ აღარ ვარჯიშობს მთავარ ჯგუფში ეროვნული ნაკრების სამი კანდიდატი, ჩვენთვის უცნობია.

გუნდში მწვრთნელისა და მოთამაშეთა კონფლიქტი კატეგორიულად უარყვეს. ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, დუშან უჰრინს სამივეს გაშვების სურვილი არც ჰქონდეს, მაგრამ მათი გამოფხიზლება გადაწყვიტა. რასთან დაკავშირებით, ესეც უცნობია.

შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება თურქულ შეკრებაზე ჩაგდებულ ბოლო შეხვედრას უკავშირდება: "დინამო" ლუგანსკის "ზარიასთან" 0:4 დამარცხდა და თბილისელთა თამაშით გუნდის მეპატრონე რომან ფიფია აღშფოთებული დარჩა.

ეგაა, რეხვიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე ემანუელ მენდის შემცვლელად გამოჩნდა, ძარია და ხმალაძე ძირითადში იყვნენ და ორივე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

უახლოეს დღეებში "დინამო" ახალწვეულების პრეზენტაციას გეგმავს და ალბათ, მანამდე ყველა სხვა სიახლე გაცხადდება.

ახლა კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ხმალაძე "დინამო 2"-ში ვარჯიშობს, ძარია და რეხვიაშვილი კი ტრანსფერზე დააყენეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ზარია 0:4 - ამხანაგური, მაგრამ მაინც ძალიან საწყენი [VIDEO]

ძარია დატოვეს და იმათზე არ ვიცი რა ხდება
vaxvax
გთხოვთ მოგვაწოდოთ ახალი ინფორმაცია ,რა ხდება "დინამოში",რას აბრალებენ ამ ბიჭებს
dito
გეტანხმებიტ დინამო უკან მიდის რა ბავსჰვები დაკარგეს არაბიდზე ცალიან ცლიერი ბავსჰვი და ნაკრების ცამკვანი ასევე ბუგრიდზე და არდაზისჰვილი იციტ ეს რატომ ხდება ხალხოო ისეტ კონტრაქტებს ტხოვენ ამ ბავსჰვებს პროფესიონალურს და ანაზგაურება 100 ლარი დინამოს სახელი უნდა და ხარჯები არა ამიტომაც არავინ არ გაუცჰერდებატ მიტუმეტეს ცჰამოკალიბებული ფეხბურტელები არ აცლიან ბავსჰვებს გაზრდას უნდატ მისი საკუტრება გახადონ დინამო მარტლაც ცუდ დგესჰია
გელა
დინამოს ხელმძღვანელობა თუ ესე ცდილობს ფეხბურთელების მოტივირებას დარხევიათ და ეგაა. 3 ძირითადის ფეხბურთელს რომ ტრანსფერზე აყენებ ვინ გყავს მაგათზე უკეთესი ეგაა საინტერესო. არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთ სამწუხაროდ. არ ვლაპარაკობ ზოგადად ამ სამ ადამიანზე (თუმცა მიმაჩნია რომ სამივე ისეთი ფეხბურთელია რომლებსაც საქართველოს მაშტაბით მაღალი დონე ეთქმის), წარმატება არ გვექნება არასდროს სანამ მოთმინებას არ ვისწავლით, რომელიც სამწუხაროდ ქართველებს არ გაგვაჩნია და შედეგი გვინდა ეგრევე. მოგვიწევს კიდევ 30 წელი დინამოს 81 წლის თასის გახსენება
დავით ქართველიშვილი
თუ რეხვიაშვილზე,ძარიაზე,ხმალაძეზე - ძლიერ ფეხბურთელებს მოიყვანენ .. მივესალმები .. მათ ტრანსფერზე დაყენებას .. მაგრამ რაღაც მეეჭვება :(
გიორგი
პატივცემულო gizo, "ვიგაც მაიმუნი ..." საკმაოდ რასისტულად ჟღერს და იქნებ ცოტათი მაინც დავფიქრდეთ, სანამ "რაღაცას" მაინც დავწერთ!?
dato
ეჰ გარსია არ უდნა გაეშვათ, იდეალური მდგომარეობა იყო გუნდში, ერთ თვეში გუნდმა შედეგი აჩვენა, ყველამ ცაში აიყვანა და 6 თვეში პატარა ჩავარდნაზე გაუშვეს, არადა მინიმუმ 3 წლიანი პროექტიაო და ნახევარიც არ აცადეს :(
gizo
რა ხდება და პულს აკეტებენ უგრინიც გასაგდებია და ვიგაც მაიმუნი ... რო ცამოიკვანეს კარტველებს კი ზგუდავენ ეს დინამოა და კველა კარტველი უნდა ტამასჰობდეს
zurabi
ამ დინამოს სულ რაღაცა აკლდება. ეხლა დიდ დინამოში რა ხდება არ ვიცი მაგრამ, პატარებში კი მთლად კარგად რომ არაა საქმე ცხადია. ჯერ დავიწყებ იმით, რომ ბატონ ფიფია ჩემი გადმოსახედიდან შეცდომას უშვებს როცა შედეგს უახლეს პერიოდში ელოდება, კარგი გუნდის შექმნას დრო და სტაბილურობა სჭირდება. ასეთი ხშირი ცვლა მწვრთნელების არ არის სასარგებლო გუნდისთვის. მიზეზებს ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. ეხლა პატარებზე მინდა ვთქვა, შარშან გააკეთეს გუნდი დიდი კონკუსის შედეგად შეირჩა ბავშვები მერე მწვრთნელი შეცვალე რამოდენიმეჯერ, მათაც ბავშვების ნაწილი გაუშვეს ახლები მოიყვანეს და ა.შ. ალბათ, ალბათ კი არა ნამდვილად მათი გადასაწყვეტია გუნდში ვის დატოვებენ ვის არა. თუმცა, ასეთ ასაკში 15-16 წლის ბიჭებს უთხრა წადით აღარ გვწირდებიო ჩემი აზრით არასწორეა და რატომ? ჯერ ერთი და ყველაზე მტავარი იმიტომ, რომ 15-15 წლის მოზარდი როგორც პიროვნება ამ ასაკში ყალიბდება და ზოგმა შეიზლება ისეთი მორალური ტრავმა მიიღოს საერთოდ გაანებოს თავი ფეხბურთს. არადა, მარტო საქართველოში რამდენი ფაქტი ვიცით როცა წარმატებულ მწვრთნელებსაც კი დაუშვიათ შეცდომა ამა თუ იმ ფეხბურთელის შეფასებისას. დათო ყიფიანი დინამოში თუ არ ვცდები 24 წლის ასაკში აიყვანეს. ვიღაცას მურთაზ ხურცილავას წონა არ მოსწონდა და ა.შ მაგრამ კიდევ ვიმეორებ ამ ასაკში ასე ხელის ერთი მოსმით გაუშვა სახლსი აღარ გვჭირდებიო რბილად რომ ვთქვათ არასწორეა. თან ეს ბავშვები, დიდი კონკურსის შედეგად იყვნენ აყვანილები. თუ, ბავშვებს წინსვლა არ დაეტყოთ და პროგრესი ეს, ალბათ მხოლოდ მათი ბრალი არ იყო. პ.ს იმედს ვიტოვებ ბატონი ფიფია სწორ ანალიზს გააკეთებს და ეს დააჩნდება კიდევაც დინამოს. წარმატებებეს ვუსურვებ ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად.
avto
უჰრინი გასაშვებია კინწისკვრით მაგათზე უკეთესი ვინ ყავს რომ ამათ უშვებს? ძარია რეხვიაშვილი გუნდის ლიდერები არიან გლიშიჩი მენდი კოტო სამივე გასაშშვებია ტვილდიანი და ჩიორა დუბლებში უნდა იყვნენ ვაიმე ესენი ვინ არიან გუნდს ანგრევენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა