თურქული შეკრებიდან დაბრუნებული "ზესტაფონი" გორის "დილასთან" 22 თებერვალს გასამართი სუპერთასის მატჩისთვის ემზადება
ქართული სეზონი 22 თებერვალს, საქართველოს სუპერთასისთვის მატჩით განახლდება, სადაც ტიტულისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" დაუპირისპირდებიან.

თურქული შეკრებიდან დაბრუნებული "ზესტაფონი" ამ და მომდევნო მატჩებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ფეროელთა ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს გუნდის კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა და კოტდივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა; საწვრთნელ პროცესს კი ჯერ არ დაბრუნებიან თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი.

უკვე იცით, რომ "ზესტაფონში" გააგრძელებენ კარიერას ალჟირელი შემტევი მოჰამედ რეკრუკი და ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი.

სიახლე კი ის არის, რომ იმერელთა სამწვრთნელო შტაბს თავი ბულგარელმა ნახევარმცველმა დიმიტარ პეტკოვმაც მოაწონა. ეს უკანასკნელი ფეროელებს თურქული შეკრების მიწურულს შეუერთდა.

ყველა ამ ფეხბურთელს "ზესტაფონი" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაუფორმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" სუპერთასის მატჩისთვის ემზადება

როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა