სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონები - ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი ქალაქ ჩიკაგოში შეხვდნენ ერთმანეთს
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონები - ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი ქალაქ ჩიკაგოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჰოლიფილდი იქ ბარბექიუსთვის საკუთარი სოუსის სარეკლამო აქციას ატარებდა, ტაისონი კი ჩიკაგოში საკუთარი ცხოვრების შესახებ შექმნილ თეატრალურ შოუს წარმოადგენდა.

მაიკმა გაიგო, რომ აშშ-ის სამოყვარულო ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი, შემდეგ კი პროფესიულ რინგზე მთავარი მეტოქე ჩიკაგოში იყო და ჰოლიფილდისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა.

"უბრალოდ, ევანდერის ნახვა მომინდა, - ამბობს ტაისონი სააგენტო AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. - მიყვარს ჰოლიფილდი. ჩემი ცხოვრება სამუდამოდ არის მასთან დაკავშირებული. ახლა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დადგა, როცა შეგვიძლია თანამშრომლობა და რაიმე სასარგებლო საქმის წამოწყება. ის შესანიშნავი ადამიანია. ევანდერს 15 წლის ასაკიდან ვიცნობ".

მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი მომდევნო ბრძოლას 4 მაისს გამართავს. როგორც გაირკვა, ამ შეხვედრისთვის ამერიკელს მამამისი, ფლოიდ მეივეზერ-უფროსი მოამზადებს. უფროსი ფლოიდი შეცვლის მოკრივის ბიძასა და თავის ძმას - როჯერ მეივეზერს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

როჯერი უმცროს ფლოიდს პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე ავარჯიშებდა. ასე იყო 1998 წლამდე, სანამ უფროსი ფლოიდი არ გამოვიდა ციხიდან. მამამ და შვილმა ერთად ორი წელი იმუშავეს, მაგრამ მოკრივემ უთანხმოების გამო მამამისი დაითხოვა და ისევ როჯერთან დაბრუნდა.

"მე და მამა ისევ ერთად ვიმუშავებთ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ჩემპიონმა.

როგორც გითხარით, მეივეზერი თავის მორიგ შეხვედრას 4 მაისს ჩაატარებს. მისი მეტოქე დღემდე არ არის ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NewsBiscuit: მაიკ ტაისონმა სქესი შეიცვალა

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა