თურქული შეკრებიდან დაბრუნებული დინამოელები 19 თებერვალს საკუთარ ბაზაზე ქვედალიგელს გაეჯიბრნენ და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს
19 თებერვალს თურქული შეკრებიდან დაბრუნებული თბილისის "დინამო" საკუთარ ბაზაზე ამხანაგურად ქვედალიგელ "ზოოვეტს" გაეჯიბრა და მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მე-19 წუთზე კარლეს კოტოს პასით მეორე ესპანელმა ჩისკომ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, 47-ე წუთზე ჩისკომ პენალტით დუბლი შეასრულა, 55-ეზე თავი ჯაბა დვალმა გამოიჩინა, დავით ხოჭოლავამ კი შეხვედრის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ჩისკოს 78-ე წუთზე ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეორე თერთმეტმეტრიანი ვეღარ გამოიყენა.

"დინამო": ლორია (62. ზარქუა) - მენდი (46. სეთურიძე), კვარაცხელია (81. გველესიანი), შაშიაშვილი, მილხრაუმი (69. გლიშიჩი) - კოტო (81. ტატანაშვილი), პაპავა, გრაიციარი (81. ჯიღაური), მერებაშვილი - ჩისკო (81. ხოჭოლავა), დვალი (66. შინდაგორიძე).

როგორც ხედავთ, "დინამოს" შემადგენლობაში არ უთამაშიათ გიორგი რეხვიაშვილს, ირაკლი ძარიასა და ლევან ხმალაძეს, რომლებიც დედაქალაქელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა ძირითად გუნდს ჩამოაშორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა