ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: წილისყრამ არ დაგვინდო

თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: წილისყრამ არ დაგვინდო

თეირანის "შიროუდი სპორტკომპლექსში" მეტოქედ ირანი გვერგო

თეირანის "შიროუდი სპორტკომპლექსში" მიმდინარეობს მსოფლიოს თასის გათამაშება ჭიდაობაში.

აქამდე მასში ბერძენ-რომაელები მონაწილეობდნენ, 21 და 22 თებერვალს კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებმებიან.

ბერძენ-რომაელთა ტურნირში ჩვენები არ გამოდიოდნენ, ხოლო "თავისუფალთა" შორის შესუსტებული შემადგენლობით იჭიდავებენ: გივი დავიდოვი (55), მალხაზ ქურდიანი (60), მალხაზ ზარქუა (66), იაკობ მაქარაშვილი (74), ნოდარ ეგაძე (84), ბექა ჭელიძე, თედორე ებანოიძე (ორივე - 96), თორნიკე ხიდეშელი (120) - აი, ამ ფალავნებით წავიდა ირანში ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე კახნიაშვილი.

უკლებლივ ყველა მათგანი საქართველოს პირველობის მედალოსანია, თუმცა ეს მაინც არაა ჩვენი ძირითადი გუნდი - ლიდერები ამჟამად ბორჯომში იმყოფებიან შეკრებაზე და 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

მსოფლიოს თასის მონაწილეებს მსოფლიოს პირველობის შედეგების მიხედვით არჩევენ. ამჯერად შეჯიბრებაში, საქართველოს და ირანის გარდა, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის, იაპონიისა და აშშ-ის გუნდები გამოვლენ.

ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი არც ისე ძლიერი იქნება. გაგაცნობთ რამდენიმე გუნდის შემადგენლობას და დასკვნა თავად გააკეთეთ.

მაგალითად, რუსთა ნაკრებში ნარიმან ისრაპილოვი, აზამატ ტუსკაევი (ორივე - 55), ალექსანდრ ბოგომაევი, ბატო ბადმაევი (60), სოსლან რამონოვი, ალან გოგაევი (66), კახაბერ და საბა ხუბეჟტები (74), მაგომედ იბრაგიმოვი, ბეკხან კურკიევი (84), ანზორ ბოლტუკაევი, იური ბელონოვსკი (96), ფელიქს ცარიკაევი და ალან ხუგაევი (120) გამოდიან. აქ ევროპის რამდენიმე ჩემპიონი კი იჭიდავებს (ისრაპილოვი, გოგაევი), რამდენიმე ძალზე პერსპექტიული ფალავანიცაა, მაგრამ სადღეისოდ არც ერთი არაა თავისი წონის ლიდერი.

ამ შემადგენლობიდან თქვენს ყურადღებას 74 კილოგრამს მივაპყრობთ, სადაც საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლებული ძმები ხუბეჟტები გამოდიან, ოღონდ აქამდე საბა სლოვენიის სახელით ჭიდაობდა და ცოტა გაგვიკვირდა რუსთა შორის მისი გამოჩენა - საერთაშორისო ფედერაცია ხომ მოქალაქეობის მხოლოდ ერთხელ შეცვლის უფლებას იძლევა!

აქვე ამ კონტექსტში უპრიანია, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მაჰმუდ მაგომედოვის (55) გამო ამტყდარი სკანდალიც გავიხსენოთ, რომელიც სწორედ მოქალაქეობის შეცვლის პროცედურას უკავშირდებოდა - რუსები ევროპის მომავალ ჩემპიონს ბაქოს არ უთმობდნენ, თუმცა ის თვითნებურად მაინც წავიდა და რამდენიმე თვეში ევროპის ჩემპიონიც გახდა.

უცნაური დამთხვევით, მაშინ სადავო ტურნირად თეირანში გამართული მსოფლიოს თასი იქცა, სადაც ერთი წლით ადრე მაგომედოვმა რუსეთის სახელით იასპარეზა.

ეს სკანდალი იმით დასრულდა, რომ რუსებმა სიმართლე დაამტკიცეს, რის გამოც ფალავანს ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია, თუმცა ოქროს მედალი არ ჩამოართვეს.

მაგომედოვი ახლაც იჭიდავებს, თუმცა ლიდერები არც აზერბაიჯანელებს ეყოლებათ: გალიბ ალიევი (55), აგაჰუსეინ მუსტაფაევი (60), რუსლან დიბირგაჯიევი (66), აშრაფ ალიევი (74), ილია ხამიკოევი (84), ასლანბეკ ალბოროვი (96), ალი ისაევი და ასლან ძებისოვი (ორივე - 120) - აი, ასეთია მათი შემადგენლობა.

აქედან ყურადღებას ნაკრებში ევროპის პრიზიორ ისაევის დაბრუნებაზე გავამახვილებთ, თორემ ოლიმპიური ჩემპიონები - ტოგრულ ასგაროვი (60) და შარიფ შარიფოვი (84) ამათაც დაასვენეს. თუმცა მარტო ესენი კი არა, ასე მოიქცა უკლებლივ ყველა გუნდი - მასპინძელთა გარდა.

ამის მიზეზი უხეიროდ შედგენილი კალენდარია - გუნდები თავიანთი კონტინენტების პირველობებისთვის ემზადებიან, თუმცა ეს ტურნირი ყველაზე ადრე ევროპელებს უწევთ.

სამწუხაროდ, კალენდარი ჭიდაობის ევროპულსა და საერთაშორისო ფედერაციებს შორის ყოველთვის ასე უწესრიგოდ იყო განაწილებული, თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ხდებოდა - იქ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს შორის სხვაობა ხშირად მხოლოდ 2-3 კვირა იყო.

იმედია, მომავალში ასე აღარ იქნება და იმავე მსოფლიოს თასსაც მეტი ფასი დაედება, თორემ ახლა ზედმეტ ტვირთად აწევთ გუნდებს - არც მონაწილეობა აძლევთ ხელს და გამოუსვლელობაც ფინანსური ჯარიმით ისჯება.

წუხელ მსოფლიოს თასის წილისყრაც გაიმართა და გაირკვა ჩვენი მეტოქეების ვინაობა. ისინი B ჯგუფში მოხვდნენ ირანის, იაპონიის, ბულგარეთისა და აშშ-ის გუნდებთან. მართალია, არც ამერიკელებს ჰყავთ ლიდერები, ოლიმპიური ჩემპიონები - ჯორდან ბაროუზი (74) და იაკობ უორნერი (96), მაგრამ ჯგუფში მეტოქედ ირანი ჰყავთ და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ამას ისევ A ჯგუფი სჯობდა, სადაც რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან ბევრად მეტი შანსი გვქონდა.

ირანში ხომ ჭიდაობა მეორე რელიგიაა და იქ ასპარეზობა ორმაგად ძნელია. მით უფრო - მასპინძელთა წინააღმდეგ.

20 თებერვალს დასრულდა ბერძენ-რომაელთა ტურნირი, რომელშიც გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილმა რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. ფინალში მათ მასპინძლებს 5:2 სძლიეს.

ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევის უმცროსმა ძმამ - ბეკხან მანკიევმა (55), ივან კუილაკოვმა (60), ადამ კურაკმა (66) და მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან ვლასოვმა (74) თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს და სწრაფად გადაწყვიტეს ფინალის ბედი.

ამის მიუხედავად, ცოტა მოულოდნელია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსეი მიშინის (84) წაგება ტალიბ ნარიმან ნემატპურთან, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ასაკი - 33 წლისაა.

ამის შემდეგ რუსთაგან ნიკიტა მელნიკოვმაც (96) იმარჯვა, მძიმეწონოსანი შოხრუდი აიუბოვი კი დარზი ბაბაჯანზადეჰთან დამარცხდა და ამით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც აღინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სერგო

პირველი შეხვედრა წავაგეთ ამერიკასთან 5;2 ამ ჩვენ ტელევიზიებს ხომ არ აინტერესებთ ასეთი ასპარეზობები და თუ ვინმეს სურვილი აქვს ინტერნეტით უყურეთ http://www.logect.com/content.php?r=368-Shabake-3-Iranian-Live-TV-Online

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა