ფეროელთა გუნდს მოჰამედ რეკრუკი, ლევან კუტალია, ორიოლ ლოსანო ფარანი, დიმიტარ პეტკოვი და რომან ტურავა გააძლიერებენ
20 თებერვალს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში "ზესტაფონმა" პრესკონფერენცია გამართა, სადაც იმის გარდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა, კლუბმა საზოგადოებას ახალწვეულები წარუდგინა.

"ზესტაფონის" ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ გველესიანმა მათ პერსონალურნომრიანი მაისურები გადასცა.

"ზესტაფონს" ხუთი ახალწვეული ჰყავს - ალჟირელი ფორვარდი მოჰამედ რეკრუკი კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს და 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ქართველი ნახევარმცველი ლევან კუტალია, ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი, ბულგარელი ნახევარმცველი დიმიტარ პეტკოვი და ახალგაზრდა გოლკიპერი რომან ტურავა კლუბთან ორი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ.

კუტალია 17 ნომრით ითამაშებს, ორიოლი - 23-ით, პეტკოვი - 5-ით, ხოლო ტურავა - 12-ით.

მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ გუნდის ახალწვეულები მარგველ გულშემატკივართა წინაშე სტადიონის მწვანე საფარზე წარსდგნენ და როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მცირე ხნით ბურთი წაითამაშეს.

საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ფაქტიც, რომ ახლად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კლუბის ღირსებას კვლავაც დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები: სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი (3 წლის მანძილზე) და კოტდივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი (მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მაგრამ ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელების პერსპექტივით).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა