ნუთუ შეიძლება ნიჭის შესახებ მხოლოდ საჩემპიონო ტიტულებით მსჯელობა?
"ყველა ვარსკვლავის უქმეების" დროს ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ NBA-ს ვარსკვლავებისთვის.

პრესის წარმომადგენლებმა საკონფერენციო დარბაზში ყველაზე დიდხანს "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი შეაყოვნეს და პირველ რიგში, შეეხნენ იმ თემას, რომელიც "ოლ სტარის" წინ წარმოიშვა და მასზე კომენტარი გააკეთა ყველა დროის უდიადესმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს შორის და საბოლოოდ უპირატესობა ლეიკერსელს მიანიჭა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კობის უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული.

როგორც აღმოჩნდა, ჯორდანის ამგვარმა პასუხმა ლებრონზე გარკვეული დოზით იმოქმედა. ამიტომაც პირველ შეკითხვას მეტად აღელვებულმა უპასუხა...

- ნუთუ შეიძლება ნიჭის შესახებ მხოლოდ საჩემპიონო ტიტულებით მსჯელობა? – აღშფოთებას ვერ მალავდა ჯეიმსი. - ჩარლზ ბარკლის არც ერთი ტიტული არ აქვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდი მოთამაშე იყო?! ბილ რასელი კი 11-ჯერ გახდა ჩემპიონი, რაც ხუთით მეტია ჯორდანის ტიტულების რაოდენობაზე. მე იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ამ პრინციპით მაიკლი უფრო უარესი კალათბურთელია, ვიდრე რობერტ უორი, რომელსაც უფრო მეტჯერ აქვს მოგებული ჩემპიონობა.

- ბრაიანტმა თქვა, რომ "ერთი ერთზე" თამაშში იოლად დაგამარცხებთ.

- ო’ქეი (სიცილი დარბაზში).

- NBA-ს ფინალის წინ პერსონალურად ვარჯიშობდით ლეგენდარულ ჰაკიმ ოლაჯუონთან. რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

- საოცარი გამოცდილებაა – როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ეს ყველაფერი დამეხმარა, გავმხდარიყავი ის კალათბურთელი, როგორიც ახლა ვარ. ოთხი დღე ორ-ორჯერ ვვარჯიშობდით. ეს დაუვიწყარი იყო.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- ახალს არაფერს ვამუშავებ, მხოლოდ საბრძოლო დონის შენარჩუნებით ვარ დაკავებული. ვარჯიშებისთვის დიდი დრო არ მრჩება, ამიტომაც უქმე დღეებში მივდივარ არენაზე ბურთის სასროლად. მაგრამ მზადება - ეს არ არის მხოლოდ ძველი სიმაღლეების შენარჩუნება. სეზონებს შორის შესვენებებისას სატრენაჟორო დარბაზში ვიმყოფები და საკუთარ სხეულს არ ვზოგავ.

- "მაიამი" ვარსკვლავურ უქმეებს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა – შვიდმატჩიანი მოგებათა სერიით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ასეთ დონეზე ჩაატაროს რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი და დაიცვას ტიტული?

- უბრალოდ, გავაკეთოთ ის, რაც ვიცით - კარგად დაცვა, მოედანზე ურთიერთგაგება, ერთმანეთის ნდობა, შეტევაში ბურთის გათამაშება იქამდე, სანამ არ ვიპოვით სროლისთვის იდეალურ პოზიციას... და არ უნდა დავუშვათ შეცდომები. დღევანდელი გუნდი არ არის იმაზე ძლიერი, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ იმ გუნდს სამი-ოთხი თვით მეტი ჰქონდა მოსამზადებლად, რადგან ნაკრები ზაფხულში არ თამაშობდა.

- ამჟამად კალათბურთი, ჯორდანის ბატონობის შემდეგ, ახალ ეპოქაში შედის. გრძნობთ იმას, რომ ამ ეპოქას შეიძლება თქვენი სახელი დაერქვას?

- არა, რადგან არ შემიძლია ამაზე მსჯელობა, როცა თავად ვარ პროცესის მონაწილე. გაიხსენეთ ჩემი დრაფტი: მე, დი-უეიდი, კრისი, მელო (2003 წლის დრაფტის პირველ ხუთეულში აირჩიეს ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კრის ბოში და კარმელო ენტონი). ოდესღაც, როცა კარიერის დასრულების დრო დადგება, მინდა, ლიგაში შესამჩნევი კვალი გვქონდეს დატოვებული იმისთვის, რომ მუდმივად გაგვიხსენონ.

- რა განსხვავებაა დღევანდელ და იმ ლებრონ ჯეიმსს შორის, რომელიც პირველად გამოჩნდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში"?

- როდის იყო ეს? 2005 წელს? ახლა უკეთ ვთამაშობ, შემიძლია ნებისმიერი პოზიციიდან შეტევა. იმ წლებში საერთოდ არ ვთამაშობდი ფარისკენ ზურგსუკან მდგომი, ახლა ეს შემიძლია. ეს ცოდნა და გამოცდილება ყოველი ახალი მატჩის შემდეგ მოდის, განსაკუთრებით, პლეი ოფის შეხვედრების დროს. ასე რომ, მთავარია – სწავლა გააგრძელო. მე მინდა ამ პროცესის გაგრძელება. მინდა, ყველა დროის უდიადესი კალათბურთელი გავხდე და ამისთვის მონდომებას არ დავიშურებ. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- დღეს თქვენ მისაბაძი მაგალითი ხართ ბევრი ბავშვისთვის. როგორ გრძნობთ თავს ამ სტატუსში?

- ეს შესანიშნავია. ჩემს მდგომარეობაში ყოფნა და ბავშვებისთვის იმედის მიცემა - ეს არის საუკეთესო რამ, რასაც მე ვაკეთებ. თუნდაც იმიტომ, რომ შესანიშნავად მახსოვს, თავად როგორ ვიზრდებოდი. ბავშვობაში ყოველთვის ეძებ ვინმეს, ვინც შენს თვალწინ სუპერგმირი გახდება. ჩემთვის ასეთი სუპერგმირები იყვნენ ბეტმენი, ტრანსფორმერები და მაიკლ ჯორდანი. როცა მათ ვუყურებდი, ვფიქრობდი: მეც მინდა ასეთი გარდასახვა შემეძლოს, ან ვიფრინო, როგორც ამას მაიკლ ჯორდანი აკეთებს. ახლა, რა თქმა უნდა, ბავშვობის კერპების მიმართ გატაცება შემცირდა, მაგრამ ბავშვებისთვის აღმაფრენის მიცემა, მათთვის მაგალითად ყოფნა – ჩემთვის ძალიან ძვირფასი მომენტია.

- ლებრონის შესახებ ფილმი რომ გადაიღონ, რომელ მსახიობს ისურვებდით თქვენი როლის სათამაშოდ?

- არ ვიცი. ალბათ, ამ სიაში პირველ ადგილზე დავაყენებდი უილ სმიტს. ის საკმარისად არის განვითარებული ფიზიკურად.

- სამაგიეროდ, სიმაღლე არ ჰყოფნის...

- მაგრამ ამისთვის კამერა არსებობს. მისი დახმარებით, ის შეიძლება გამოვაჩინოთ 206 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცად. უილი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია. ასე რომ, ჩემი არჩევანი მას ეკუთვნის.

- გადაეცით თუ არა თქვენი საკალათბურთო ნიჭი ვაჟს?

- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მცდელობა არის – იქნებ შემდეგ შვილს აღმოაჩნდეს ეს ნიჭი.

- მიჩნეულია, რომ ამერიკაში ნაკრები ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე NBA. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ნაკრებში თამაშისგან?

- შესანიშნავი. სამ ოლიმპიადაზე მითამაშია. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. სიამოვნება მივიღე, როცა ოკეანის გაღმა ჩემი ქვეყანა წარმოვადგინე.

- სეზონებს შორის შესვენებისას სპეციალურად მუშაობდით სროლების სიზუსტეზე?

- არა.

- მაშინ რით ახსნით ამ პროგრესს?

- უკეთესი გავხდი, როგორც კალათბურთელი და ამან გავლენა იქონია სროლის პროცენტზე. მე კარგად ვიცნობ ჩემს შესაძლებლობებს მოედანზე, დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და დღეისთვის ვგრძნობ, რომ არ არსებობს ტყორცნა, რომელიც შეიძლება ვერ ჩავაგდო.

- შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთის ის დონე, რომელსაც ახლა აჩვენებთ, საუკეთესოა თქვენს კარიერაში?

- ეფექტურობის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ბევრს მიაჩნია ასე. საერთოდ, ჩემს კარიერაში იყო რამდენიმე კარგი მატჩი (იცინის), მაგრამ ჩვენ მიმდინარე მომენტის მომსწრენი ვართ. ამიტომაც რთულია მსჯელობა იმაზე, რა იქნება შემდეგ. შესაძლოა, ასე ეფექტურად მართლაც არასოდეს მითამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხუთი ერთზე მეტია: ჯორდანი კობის ლებრონზე მაღლა აყენებს

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის