რამაზ მუმლაძის გაწვრთნილებმა "ქართლი 2011"-ს შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 11:1 დაამარცხეს
21 თებერვალს დიღმის საწვრთნელმა ბაზამ "ბენდელას თასის" ნახევარფინალს უმასპინძლა: თბილისის "დინამო 2"-მა გორის "ქართლი 2011" მიიღო.

შეიძლება ითქვას, რომ დინამოელებმა მეორე ლიგაში მოასპარეზე გორელთა გუნდს გრიგალივით გადაუარეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 11:1 დაამარცხეს.

გორელთა კარი ერთდროულად ექვსმა ფეხბურთელმა აიღო: განსაკუთრებით თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა, რომელმაც "პოკერი" შეასრულა. დუბლით გამოირჩა ვატო ფოცხვერია. თითო-თითო გაიტანეს ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა პარუნაშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ და ბუბა რუხაძემ.

"დინამო 2": სეფიაშვილი (46. ხაინდრავა) - სამხარაძე (46. კაკულია), გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი - რეხვიაშვილი (46. მახარობლიძე), სარიშვილი (46. ჯიშკარიანი), პარუნაშვილი, არახამია (46. დიასამიძე) - ჩაფიძე (46. რუხაძე), ფოცხვერია (46. ზივზივაძე).

მაშ ასე, გაირკვა ტურნირის ფინალისტები: "ბენდელას" სტადიონზე ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 25 თებერვალს, 14 საათზე დაიწყება.

მე-3 ადგილისთვის მატჩში "ვიტ ჯორჯია-2" გორის "ქართლს" 24 თებერვალს, 14 საათზე "მცხეთა პარკზე" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე