ფიფასთან ერთად, სერიოზული სკანდალი უეფასაც ემუქრება
ფიფასთან ერთად, სერიოზული სკანდალი უეფასაც ემუქრება. როგორც ირკვევა, არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ევრო 2012-ის მასპინძლობა (ტურნირი უკრაინასა და პოლონეთში უნდა ჩატარდეს) ფულზე გაიყიდა. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა, „ზუდდოიჩე ცაითუნგი“ წერს, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს აქვს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა გაიყიდა.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ფუნქციონერი სპიროს მარანგოსი „ზუდდოიჩესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი წელია, ამაოდ ცდილობს, ხმა მიაწვდინოს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის და მტკიცებულებები წარუდგინოს. მარანგოსის მტკიცებით, მას რამდენიმე მოწმე ჰყავს იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა კვიპროსში მოლაპარაკებები კორუფციული გარიგებისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებებში უეფას ხუთი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა და მათ 11 მილიონი ევრო აიღეს. უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო პარასკევს გერმანიაში იმყოფებოდა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბუნდესტაგს დაესწრო, რომელზეც თეო ცვანციგერი DFB-ს პრეზიდენტად კიდევ სამი წლით აირჩიეს. ინფანტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ კვიპროსელმა მარანგოსმა უეფას ზემოთ ხსენებული წინადადებით მიმართა.

მარანგოსის ადვოკატი ნეოკლის ნეოკლეუსი კი „ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მოწმეებმა უეფას მაღალჩინოსნების საუბრები ჩაიწერეს და თითოეული ჩანაწერი დათარიღებულია, რითაც კვიპროსელს იმის დამტკიცება შეუძლია, უკვე დიდი ხანია, მტკიცებულებებს ფლობს.

ადვოკატის განცხადებით, მარანგოსმა ჯერ კიდევ ზაფხულში სცადა უეფასთან კონტაქტის დამყარება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სადისციპლინო კომისიის შეფს, პეტერ ლიმახერს მიმართა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ თავად გაეხვა სკანდალში (ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ „ბაიერნი“-„ზენიტის“ მატჩი გაიყიდა) და ახლა ხსენებულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. როგორც ირკვევა, ლიმახერი კვიპროსელს 24 აგვისტოს, ჟენევაში შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე შეატყობინა, რომ ვეღარ მიიღებდა. კვიპროსელის ადვოკატმა „ზუდდოიჩე ცაითუნგს“ წარუდგინა ლიმახერის ელექტრონული წერილი, სადაც ეს უკანასკნელი წერს: „ჩემი ხელმძღვანელების სურვილით, იძულებული ვარ, თქვენთან შეხვედრა უნდა გავაუქმო. თუ თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნული გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, ბილეთზე უარის თქმით გამოწვეული ხარჯები აგინაზღაუროთ. ისე კი, ცხადია, ყველაფერი გვაინტერესებს და ძალიან გაგვიხარდება, თუ თქვენს დოკუმენტებს გამოგვიგზავნით.“

მარანგოსის თქმით, ამის შემდეგ მან კიდევ სცადა ლიმახერთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ მისი წერილები იბლოკებოდა და უკან მოდიოდა.

გაგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარება 2007 წლის 18 აპრილს გადაწყდა. ევრო 2012-ის მასპინძლობის მთავარი ფავორიტი იტალია ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდა. იტალიასთან ერთად, ევრო 2012-ის მასპიძლობა ხორვატია-უნგრეთის წყვილსაც სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა