ჰანს მაიერი, შესაძლოა, „კიოლნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს

„კიოლნის“ მორიგ წარუმატებლობას (1:2 ჰანოვერში, ყვინთაობა ცხრილის ფსკერზე), როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზვონიმირ სოლდო შეეწირა. „თხების“ ხელმძღვანელებმა ხორვატი სპეციალისტი გაათავისუფლეს და გუნდი დროებით ფრანკ შეფერს ჩააბარეს - მწვრთნელს, რომელიც მანამდე „კიოლნის“ 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. დღეს, გერმანიის თასის მეორე რაუნდში, „მიუნხენ 1860-თან“ საბრძოლველად „თხებს“ სწორედ შეფერი უხელმძღვანელებს. მაგრამ ვინ დაინიშნება „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ამ დღეებში?

„კიკერის“ ინფორმაციით, „თხების“ ხელმძღვანელები გამოცდილ სპეციალისტს ეძებენ. ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სპორტული ჟურნალი წერს, რომ მთავარი კანდიდატი „შტუტგარტიდან“ გაგდებული კრისტიან გროსია. „ბილდის“ ინფორმაციით კი, „კიოლნის“ თავკაცის პოსტზე პირველი კანდიდატი გამოცდილი ჰანს მაიერია. სხვა კანდიდატები: თურქეთიდან გერმანიაში დაბრუნებული თომას დოლი, პეტერ პაკულტი და საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კლაუს ტოპმიოლერი, რომელიც აგერ უკვე სამი წელია, უმუშევარია. „კიოლნის“ შეფებს ახალი მწვრთნელის დანიშვნა ამ დღეებში, ბუნდესლიგის მომდევნო ტურამდე სურთ.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის