ვერ ვიტყვით, რომ "ინტერს" სეზონის სტარტი ჩაუვარდა, მაგრამ ისეთი სტაბილური ვერ არის, როგორიც ჟოზეს ხელში
ვერ ვიტყვით, რომ "ინტერს" სეზონის სტარტი ჩაუვარდა, მაგრამ ისეთი სტაბილური რომ ვერ არის, როგორიც ჟოზე მოურინიოს პერიოდში, ცხადზე ცხადია. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა სერია A-ს გასულ ტურში მორიგი ქულები დაკარგეს, ამჯერად "სამპდორიასთან". ნამატჩევს, "ნერაძურის" მწვრთნელი მსაჯობით გახლდათ უკმაყოფილო და შემდეგი განაცხადა:

"მატჩის არბიტრმა არაერთ სიტუაციაში მიიღო მეტოქისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება და თუ ასე გაგრძელდა, წარმატების მიღწევა რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება. გოლის ეპიზოდში ანტონიო კასანომ აშკარად დაარღვია თამაშის წესები კივუსთან ორთაბრძოლაში და ეს იქიდანაც ჩანდა, რომ მსაჯს გახედა. სამწუხაროდ, არბიტრი დუმდა, იმ ეპიზოდს კი გოლი მოჰყვა. იტალიური გუნდები ძალიან ორგანიზებულად დგანან დაცვაში და როდესაც მეტოქე წინ გადის, თამაშის შემოტრიალება ძალიან რთული ხდება. მიუხედავად ამისა, ვამაყობ ჩემი შეგიდებით, რომლებმაც ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ცოტა მეტი ყურადღებით რომ გვეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში, თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა. სწორი კურსით მივდივართ და თუ უსამართლობას არ ექნება ადგილი, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ".

ბენიტესმა ფეხბურთელთა ტრავმებზეც გააკეთა კომენტარი: "ყველა სიკეთესთან ერთად, ტრავმებიც გვიშლის ხელს, რომ შესაძლებობები სრულად წარმოვაჩინოთ. განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის, რადგან დიეგო მილიტო და გორან პანდევი დაშავებულნი არიან. ჩემი ინფორმაციით, ძალიან მალე დაუბრუნდებიან მოედანს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი დაბრუნების შემდეგ ბევრად უკეთ ავთამაშდებით. შესაძლოა, ვინმე ფიქრობდეს, რომ მილიტო აღარ არის გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე ნამდვილად არ არის. არგენტინელი ძალიან გვჭირდება და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის