ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას...

საფრანგეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს იმაზე ესაუბრა, როგორ აპირებს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის პატივი მერგო წილად. ჩემთვის ნაკრები ყოველთვის ყველაფერზე მეტი იყო, ასე ვფიქრობდი ფეხბურთელობისას და იგივე აზრზე დავრჩი სამწვრთნელო კარიერისას. როგორც ფეხბურთელმა, ამ გუნდთან ერთად რთული დროებაც გამოვიარე, მაგრამ იყო დიდებული მომენტებიც.

საფრანგეთის ნაკრების სასიკეთოს მთელ ჩემს ცოდნასა და ენერგიას გამოვიყენებ. ეს ჩემი საოცნებო თანამდებობა იყო და როცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან წინადადება მივიღე, სხვა შეთავაზებები აღარც განმიხილავს. ერთი წამითაც არ მიყოყმანია იმის მიუხედავად. რომ ნაკრები ცუდ მდგომარეობაშია და ბევრი რამაა გამოსასწორებელი. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ საფრანგეთის ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა და დაუღალავად ვიშრომებ იმისთვის, რომ გუნდმა თავისი პოტენციალის შესაფერის შედეგებს მიაღწიოს.

გაოგნებული დავრჩი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთა ქცევით მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას. ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩაშალეს და ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს, თუმცა ეს უპირველესად, ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. ჩემი ვალი კი ისაა, ნაკრებში მხოლოდ ღირსეულები გამოვიძახო, ის ფეხბურთელები, რომლებსაც ადამიანური შეგნებაც გააჩნიათ და ამავდროულად, საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოები არიან".

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა